"თბილისი — წიგნის მსოფლიო დედაქალაქი" საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით წიგნისა და საავტორო უფლებების დღეს თბილისმა ერთი წლით წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი გადმოიბარა. ოფიციალური ღონისძიება თბილისის მერიისა და იუნესკოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში აბრეშუმის ქარხანაში ოფიციალურად გუშინ გაიხსნა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო კოსტიუმირებული პერფორმანსი — ათი ცოცხალი სურათი ქართული ლიტერატურიდან, რომელიც აერთიანებს ქართული მწერლობის ისტორიის ათ სცენას ადრექრისტიანული ხანიდან მეოცე საუკუნემდე. გახსნის მეორე ნაწილი კი თანამედროვე ავტორებს დაეთმო. წარმოდგენილი იყო ერთგვარი ფოტო-აუდიო პროექტი ცამეტი ქართველი ავტორის მონაწილეობით. ღონისძიების სტუმრებმა გურამ დოჩანაშვილის შესახებ მოკლე ჩანახატიც იხილეს.
წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსის გადმობარებასთან დაკავშირებით მთელი წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა დაგეგმილი. მათ შორის, საერთაშორისო ბაზრობები და ფესტივალები, საერთაშორისო კონფერენცია, რაც იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა ქართველი მწერლებისთვისა და გამომცემლებისთვის, დაამყარონ ახალი კონტაქტები, ასევე უცხოელებისთვის, რათა უკეთ გაიცნონ ქართული კულტურა და ქვეყანა.
"საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდებში კითხვის წახალისებასა თუ განათლების ამაღლებას. ჩვენ საქართველოს ბანკი ვართ, ჩვენთვის ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა წვლილი შევიტანოთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მიღწევებში, ისეთში როგორიცაა იუნესკოს მიერ თბილისის წიგნის მსოფლიო დედაქალაქად დასახელება. ეს ღირშესანიშნავი სტატუსია მთელი ქვეყნისთვის, საქართველოს კულტურის საერთაშორისო დონეზე ცნობადობის ზრდისთვის. ამასთან, ტურიზმის განვითარებასაც უწყობს ხელს, რადგან მსოფლიოს მასშტაბით ეს ღონისძიება ძალიან ბევრ სტუმარს იზიდავს. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას", — განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
World Book Capital (წიგნის მსოფლიო დედაქალაქი) ფართომასშტაბიანი პროექტია, რომელიც 2001 წელს, UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით დაარსდა. პირველი დედაქალაქი მადრიდი იყო, შარშან კი წიგნის დედაქალაქი კუალა ლუმპური გახდა, რომელმაც, მსოფლიო პანდემიის მიუხედავად, პროექტი წარმატებით განახორციელა. პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას.
წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსის გადმობარების საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის მენეჯერი, იუნესკოს კეთილი ნების ელჩი, გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის გენერალური მდივანი, ამავე ასოციაციის პრეზიდენტი, 2020 წლის წიგნის მსოფლიო დედაქალაქის მასპინძელი ქალაქის, კუალა ლუმპურის მერის მოადგილე; პროექტის დირექტორი, გვადალახარას წიგნის საერთაშორისო გამოფენის დირექტორი, ათენის წიგნის მსოფლიო დედაქალაქის კოორდინატორი, ასევე, დიპლომატიური კორპუსის, პარტნიორი ორგანიზაციების, გამომცემლობების წარმომადგენლები და მწერლები.
იუნესკოს პროექტი თბილისი — წიგნის მსოფლიო დედაქალაქი თბილისის მერიის ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები