ნათია თურნავა

26 Apr. 2021, 14:21

გადახედეთ ჩვენს მოღვაწეობას, ხელისუფლების, ქართული ოცნების და ყოველწლიურად ნახავთ ძალიან დიდ ინფრასტრუქტურულ და სამეწარმეო პროექტებს, რომელიც, სწორედ, რეგიონებში ხორციელდებოდა.

მე ახლა უბრალოდ აღარ ჩამოვთვლი იმ ცალკეულ საწარმოებს, იმ ცალკეული პროექტებს, რაც, უამრავი პროექტი არის განხორციელებული რეგიონებში, უბრალოდ გეტყვით, რომ სწორედ ამ ხელისუფლების პირობებში გზებიც შენდებოდა — არა მარტო მაგისტრალური, არამედ ადგილობრივი დანიშნულების; წყალგაყვანილობა; გაზიფიკაცია — იცით, რომ უზარმაზარი მასშტაბი შეიძინა და ისეთ სოფლებში შევიყვანეთ გაზი, სადაც საბჭოთა კავშირის დროს ოცნებაც და ფიქრიც კი არ შეეძლოთ ამის შესახებ; ინტერნეტიზაციის პროექტი დავძარით და ახლა უკვე მეორე და მესამე საპილოტე რეგიონებში იწყება ამის მშენებლობა; პროგრამა აწარმოე საქართველოში, მარტო ერთი კომპონენტია — 600-ზე მეტი მცირე საწარმო სწორედ რეგიონებში ამოქმედდა.

აქედან გამომდინარე, არანაირად არ გვეკუთვნის ეს ტერმინი, რომ ახლა რაღაც გაგვახსენდა. ეს არის ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკა. ჩვენ სწორედ რეგიონებს ვეხმარებით და არანაირი კავშირი არ აქვს ამას არჩევნებთან.

ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა კითხვას, მმართველობის მეცხრე წელს და არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე რატომ გაახსენდა მთავრობას რეგიონების განახლება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…