როგორ გადავწყვიტოთ, რა სერიალს ვუყუროთ — ჩვენი ჯგუფის წევრები საკუთარ მეთოდებს გვასწავლიან
მაშინ, როცა გარშემო თითქმის ყველაფერი გაჩერებულია, ზოგჯერ, უნებლიეთ, ასეთივე ფიქრები გვიტევს და ვფიქრობთ, რომ ჩვენც ამის ნაწილი ვართ. ამ დროს კარგი იქნება, თუ ვინმე შეგვახსენებს, რომ პატარ-პატარა გადაწყვეტილებებით ჩვენს ცხოვრებაში დიდ ცვლილებებს ვახდენთ.
მაგალითად, რა კრიტერიუმით ვარჩევთ სერიალს, რომელიც შემდეგ ჩვენს განწყობაზე დადებითად იმოქმედებს და სასურველი ემოციებით აგვავსებს? როგორ ვიღებთ გადაწყვეტილებას იმაზე, თუ რას დავუთმოთ ჩვენი ძვირფასი, თავისუფალი დრო?
გადავწყვიტეთ ეს კითხვა სერიალების განხილვებით განთქმული საზოგადოებისთვის დაგვესვა, ჯგუფში ერთი სერიაც და..., და საინტერესო პასუხებიც მოვისმინეთ.
1. პირველი 5 წამით
ადამიანები პირველ შთაბეჭდილებას დიდ ყურადღებას ვაქცევთ. მაგალითად, ზოგისთვის 5 წამიც საკმარისია იმის მისახვედრად, უღირს თუ არა სერიალის გაგრძელება.
2. რეკომენდაციებით
რამდენიმე ადამიანის შეფასებას ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ზოგჯერ ამ გადაწყვეტილების მიღებაში მეგობრები გვეხმარებიან, ზოგჯერ სერიალის ჯგუფებში აღმოჩენილი უცნობები, რომელთა გემოვნებაც კარგად შესწავლილი გვაქვს.
3. წარსულში შენახული პოსტებით
ფეისბუქს რომ შენახვის (Save) ფუნქცია არ ჰქონდეს, ჩვენი ცხოვრება ბევრად რთული იქნებოდა. ზოგჯერ, მოუცლელობის დროს, სერიალზე პოსტს გადავაწყდებით, ინტერესი შეგვიპყრობს, მაგრამ მომავალი მესთვის ვინახავთ, რომელიც ამ გულისხმიერებისთვის აუცილებლად მადლობელი დაგვრჩება.
4. გუმანით
ხანდახან უბრალოდ გულს უნდა მოუსმინოო რომ ამბობენ, განა ტყუიან? ჩვენზე კარგად არავინ იცის, რა გვინდა ან მოგვეწონება!
5. Rotten Tomatoes-ის რეიტინგით
დიახ, ეს საიტი ჯერ კიდევ 20-ე საუკუნეში ზუსტად მაგ დანიშნულებით შეიქმნა, რომ თუკი არც ძველ პოსტებში ქექვა, გულის ხმის ძებნა ან პირველი 5 წამით გარისკვა არ გვსურს, შეგვიძლია მსოფლიოში სერიალების მოყვარულთა შეფასებებს ვენდოთ.
6. პოსტერით
კი გეტყოდით, წიგნი ყდით არ ფასდებაო, მაგრამ... ხანდახან პოსტერი მართლაც იმდენად მიმზიდველია, რთულია არ ჩართო, თან თუ 5 წამის წესმაც გაამართლა, მთლად უკეთესი.
7. საყვარელი ჟანრის მიხედვით
ამ დროს გუგლი და ინგლისურად აკრეფილი ერთი კითხვა, "რას ვუყუროთ, თუ ეს ჟანრი/ სერიალი მოგვწონს", გამოცდილი და დამტკიცებული მეთოდია.
8. პირველი სერიით
ზოგი მხოლოდ პოსტერს და 5 წამს არ ენდობა.
9. ყურადღების შენარჩუნების მიხედვით
- ჩართავ პირველ სერიას. თუ შუა სერიაში მობილურს ჩახედავ და პლიუს ასქროლავ რომელიმე სოციალურ ქსელს, ე.ი. სერიალი არ ვარგა;
- თუ სერია რომ მორჩება მაშინ შეამოწმებ სოციალურ ქსელებს, მაშინ დროის მოსაკლავი სერიალია;
- თუ სერიალს "forward" ღილაკზე დაჭერით ახტუნავებ, მეეჰ ვიზუალურად მოგწონს მაგრამ შინაარსობრივად არ გიტაცებს;
- თუ სერიალის ყურებისას შეამოწმებ რამდენი სერიაა უკვე გამოსული, ე.ი. კარგი სერიალია;
- თუ სერიები შეამოწმე და აღმოაჩინე რომ უიჰ მესამე სერიაზე ხარ უკვე... ეგაა... ევრიკა... გიპოვია.
10. გამოცდილებით
სინამდვილეში ყველა ასე არ ვიქცევით? როცა არ ვიცით, რა გვინდა, Friends-ს ვრთავთ.
იმის მიუხედავად, რომ ახლა ყველას გვიჭირს დიდი ნაბიჯების გადადგმა, რისკებზე წასვლა თუ ახალი საქმის დაწყება, მაინც საუკეთესო გადაწყვეტილებაა, არ გავჩერდეთ. სერიალების არჩევაც ხომ ერთ-ერთია იმ პატარა გადაწყვეტილებებს შორის, რომელსაც ყოველდღე ვიღებთ?
და თუ ჯერ კიდევ ყოყმანობ, მიიღო თუ არა დიდი თუ მცირე გადაწყვეტილება, ნახე საქართველოს ბანკის ვიდეორგოლი და არ გაჩერდე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები