ჰომოფობიური ძალადობა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს — NGO-ები
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციები ბოლო დღეებში ჰომოფობიური ძალადობის გაძლიერებაზე სახელმწიფოს პოლიტიკის არსებითი ცვლილებისკენ მოუწოდებენ.
24 აპრილს, ღამით თბილისში ორ ახალგაზრდა ქალს სავარაუდო გენდერული და ჰომოფობიური მოტივით, თავს დაესხა ბინის გამქირავებელი კაცი. საქმის ფაქტობრივი გარემოებებით დგინდება, რომ ახალგაზრდა ქალები საკუთარ მობილურ ტელეფონში მუსიკას უსმენდნენ, რამაც ბინის გამქირავებლის მოულოდნელი გაღიზიანება გამოიწვია და კაცმა ორივე ახალგაზრდა ქალს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
კერძოდ, ორივე მათგანს რამდენჯერმე დაარტყა სხეულის სხვადასხვა ადგილას, აგინებდა და მათი მისამართით გენდერული ნიშნით დამამცირებელ სხვადასხვა გამოთქმას იყენებდა. ადგილზე გამოძახებულმა პოლიციის თანამშრომლებმა სავარაუდო მოძალადის მიმართ გამოსცეს შემაკავებელი ორდერი და იგი სავარაუდო მსხვერპლების საცხოვრებელ ადგილს განარიდეს, თუმცა არ დაუკავებიათ.
მომხდარის ირგვლივ დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 1-ლი ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ძალადობას ორი ან მეტი პირის მიმართ. ამ დროისათვის, საქმეზე ტარდება სხვადასხვა საგამოძიებო, საპროცესო მოქმედებები.
რამდენიმე დღით ადრე, თბილისში ორი ახალგაზრდა ქალის მიმართ ჰომოფობიური მოტივით თავდასხმის კიდევ ერთი ფაქტი მოხდა. 20 აპრილსაც, თბილისში, საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, ლესბოსელ წყვილს არასრულწლოვანი ბავშვის თანდასწრებით მეზობელი კაცი ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხა. თავდამსხმელი მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, იგინებოდა და ჰომოფობიურ და სხვა დამამცირებელ გამონათქვამებს იყენებდა. მოგვიანებით თავდამსხმელმა ჯიბიდან დასაკეცი დანა ამოიღო, გაშალა და წყვილს ემუქრებოდა. აღნიშნულ შემთხვევაში, ბრალდებული წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 მუხლის საფუძვლით დააკავეს, რადგანაც შემთხვევის ადგილზე გამოძახებული პოლიციის მისვლის შემდეგაც აგრძელებდა სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ბრალდებულებისთვის.
გამოძიებამ მას, ასევე, ბრალი წარუდგინა თუმცა, 23 აპრილს სასამართლომ თავდამსხმელი კაცი 3000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა.
"ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მომხდარი ეს ორი ჰომოფობიური შემთხვევა მიუთითებს, რომ ჰომოფობიური ძალადობა და მასთან ბრძოლა საქართველოში კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის მიერ გატარდა მთელი რიგი პოზიტიური ღონისძიებები, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების მონიტორინგისა და პოლიტიკის კოორდინირების მიზნით, სახელმწიფოს რეაგირება ამგვარი ძალადობის და მიუღებლობის პრაქტიკების მიმართ კვლავ ფრაგმენტული და სუსტად კოორდინირებული ჩანს", — აცხადებენ ხელმომწერი ორგანიზაციები.
მათივე თქმით, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტიანი პრევენცია პოლიციისთვის კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ისინი, ასევე, აღნიშნავენ, რომ სუსტია ამგვარი ძალადობის მსხვერპლების მხარდაჭერის, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისა და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები.
"სახელმწიფოს თითქმის არ აქვს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისთვის ბრალდებული პირების რესოციალიზაციისა და ტრანსფორმაციის ქმედითი პოლიტიკა. ლგბტი ადამიანების ნდობა პოლიციისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ კვლავ დაბალია, რაც გარდა იმისა, რომ მიმდინარე რეფორმებს რეალური სოციალური გავლენის არ არსებობის პრობლემას აჩვენებს, ის ლგბტი ადამიანების ყოფის სიმძიმეს და ძალადობის მიმართ დაუცველობას კიდევ ერთხელ ადასტურებს.
უფლებადაცვით ორგანიზაციებს არაერთხელ გაგვიჟღერებია ინტერ-უწყებრივი და ყოვლისმომცველი პრევენციული პოლიტიკის აუცილებლობა, რომელიც სამართალდამცავი, სასჯელაღსრულების, განათლების, სოციალური დაცვის პოლიტიკის მიმართულებებს თანადროულად მოიცავს და რელევანტურ უწყებებს შორის ქმედითი კოორდინაციის პირობებს შექმნის. ამგვარი ყოვლისმომცველი პრევენციული სამუშაოების გარეშე ცხადია, რომ ჰომოფობიასა თუ ნებისმიერ სხვა ძალადობრივ კულტურასთან დაპირისპირება ეფექტური შედეგის მომტანი ვერ იქნება", — წერია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას მოუწოდებენ:
- ორივე საქმესთან დაკავშირებით, დროული და ეფექტიანი გამოძიება წარმართოს და მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რომელიც უზრუნველყოფს რელევანტური მტკიცებულებების მოგროვებას სავარაუდო დისკრიმინაციული მოტივის იდენტიფიცირებისთვის, ასეთის არსებობის შეთხვევაში;
- დაუყოვნებლივ მიანიჭოს დაზარალებულის სტატუსი დანაშაულის სავარაუდო მსხვერპლებს და სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა მისცეს.
საქართველოს მთავრობას:
- შეიმუშავოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტიანი პრევენციისა და რეაგირების პოლიტიკა, რომელიც ამ პროცესში თანადროულად დაინახავს სამართალდამცავი, სოციალური, პენიტენციალური და განათლების პოლიტიკის მიმართულებებს და რელევანტური უწყებების ქმედით და რეალურ კოორდინაციას დაეფუძნება;
- უზრუნველყოს საზოგადოებაში არსებული ძალადობრივი და უთანასწორობის შემქმნელი წინასწარგანწყობებისა და კულტურის ცვლილებაზე მიმართული გრძელვადიანი საგანმანათლებლო და საინფორმაციო პოლიტიკის გატარება;
- სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან თანამშრომლობით,
ხელი შეუწყოს მსხვერპლთა დაცვისა და მხარდაჭერის მოქნილი ფსიქო-სოციალური, ჯანდაცვისა და იურიდიული სერვისების განვითარებას, რომელიც მსხვერპლის ინდივიდუალურ საჭიროებებს გაითვალისწინებს და ადამიანის უფლებების მიდგომებზე იქნება დაფუძნებული.
ხელმომწერი ორგანიზაციები არიან:
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC);
- ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი WISG;
- თანასწორობის მოძრაობა;
- იდენტობა იუს;
- თბილისი პრაიდი;
- ქვიარ ასოციაცია "თემიდა"
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები