სტუდენტების მოლოდინები უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ
რა სურს სტუდენტს უმაღლესი სასწავლებლისგან
ყოველწლიურად ასობით სტუდენტი ასრულებს სწავლას და იღებს ბაკალავრის თუ მაგისტრის დიპლომს. როგორია მათი მოლოდინები უნივერსიტეტისგან? პირველ რიგში, რა უნდა გააკეთოს უმაღლესმა სასწავლებელმა იმისათვის, რომ სტუდენტის მოლოდინები გაამართლოს?
პროფესიის არჩევა
ერთია ის, თუ რა სპეციალობის დაუფლება გვსურს სწავლის დასაწყისში, სად წარმოგვიდგენია თავი 5-10 წლის შემდეგ. მეორე კი ის, რომ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების შემდეგ, აღმოვაჩენთ უამრავ მომიჯნავე პროფესიას, უამრავ შესაძლებლობას, სადაც შეიძლება განვითარდეს ჩვენი კარიერა. ეს კი ხშირად იმაზე უკეთესია, ვიდრე ის, თუ რა წარმოგვედგინა თავიდან.
ჩვენი კარიერული განვითარება დამოკიდებულია იმ ცოდნასა და უნარებზე, რასაც უმაღლეს სასწავლებელში შევიძენთ. აკადემიური წერა, ინფორმაციის მოძიება და დამუშავება, ადამიანებთან სწორი კომუნიკაცია, სტრატეგიის შედგენა და მართვა — ეს იმ უნარების მცირე ჩამონათვალია, რაც უმაღლესმა სასწავლებელმა უნდა მოგვცეს.
კონტაქტები
უნივერსიტეტის პრესტიჟულობას მეტწილად მისი პროფესორ-მასწავლებლები ქმნიან. ვინ ასწავლის, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სახელისა და პრესტიჟისათვის, არამედ იმისთვისაც, რომ სტუდენტმა მომავალი საკონტაქტო და სანაცნობო წრე გააფართოვოს; ლექტორები კი გამორჩეულ და ნიჭიერ სტუდენტებს ხელს უწყობენ რეკომენდაციებით, სტაჟირების შანსის მიცემით — ეს კი პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯებია კარიერული წინსვლისთვის. პირველი სწორად გაცემული რეკომენდაცია, პირველი სტაჟირება, არის ნაბიჯი, რომლითაც კარიერის შენებას ვიწყებთ.
დასაქმება
ხშირად სტუდენტები აღმოაჩენენ ხოლმე, რომ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა დასაქმების შემთხვევაში, რეალური სამუშაოს შესრულების დროს, არ არის საკმარისი. ეს სტუდენტს უჩენს კითხვას — "მაშინ რა ვისწავლე მთელი ამ ხნის განმავლობაში?"
იმისათავის, რომ ეს კითხვა რაც შეიძლება იშვიათად დაისვას, უნივერსიტეტები ცდილობენ კავშირები დაამყარონ კერძო თუ საჯარო ორგანიზაციებთან. სწავლების პროცესში დანერგონ უფრო მეტი პრაქტიკული კომპონენტი და ასე შეუწყონ ხელი სტუდენტს სწრაფად დასაქმებაში.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამივე მნიშნველოვანი კომპონენტი სწავლების პროცესში ინტეგრირდება. როგორც ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი მარინა გედევანიშვილი ამბობს — კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები სწორედ იმითაა გამორჩეული, რომ თითოეულის შექმნას წინ უძღვის დასაქმების ბაზრის კვლევა, რომელიც ზუსტ ინფორმაციას გვაძლევს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოთხოვნები აქვს დღეს დასაქმების ბაზარს და რომელი პროფესიებია ყველაზე მეტად მოთხოვნადი. გარდა ამისა, არა მხოლოდ შემუშავების, არამედ პროგრამების განხორციელების პროცესში ჩართულნი არიან დამსაქმებლები ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციებიდან, რომელთა რეკომენდაციებსა და რჩევებს ყოველთვის ვითვალისწინებთ. სპეციალურად შემუშავებული კითხვარების მეშვეობით, ჩვენი სამსახური იკვლევს მათ აზრს კურსდამთავრებულების შესახებ, შესაბამისად, იზიარებს მათ მოთხოვნებსა და სურვილებს, თუ როგორი პრაქტიკული უნარების მქონე კურსდამთავრებული სჭირდებათ და ვის დაასაქმებდნენ უპრობლემოდ. აქედან გამომდინარე, უნივერსიტეტი პროგრამებში აძლიერებს სწორედ იმ კომპონენტს, რომელიც სტუდენტს შედარებით მეტ, დასაქმებისათვის საჭირო უნარს გამოუმუშვებს. სწორედ ამიტომაა, რომ სწავლების სამივე საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა), თეორიულ სწავლებასთან ერთად საკმაოდ დიდი მოცულობითაა გათვალისწინებული პრაქტიკული სასწავლო კურსები, ხოლო ბოლო სემესტრებში, აუცილებელ კომპონენტად, პრაქტიკა.
აუცილებელი აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ უნივერსიტეტს, პრაქტიკული კომპონენტის ადგილზევე გავლის მიზნით, არაჩვეულებრივი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა აქვს ყველა პროგრამისთვის, თუმცა, პროგრამებით გათვალისწინებული სავალდებულო პრაქტიკის გავლის მიზნით, გაფორმებული აქვს ასეულობით მემორანდუმი, სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციებსა თუ დაწესებულებასთან.
გარდა ამისა, CIU-ში თითოეულ ფაკულტეტს პრაქტიკის დიდი ბაზა და შესაძლებლობები გააჩნია. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს და სტუდენტების პრაქტიკული სწავლებისთვის გამოიყენება: იმიტირებული სასამართლო პროცესების დარბაზი, იურიდიული კლინიკა, რომელიც მომსახურებას უწევს ნებისმიერ მსურველს; კავკასიური გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორია, კონფლიქტებისა და სამშვიდობო პროცესების კვლევის ცენტრი, ადამიანური უსაფრთხოების კვლევითი ცენტრი, პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტი; ბიზნეს-ინკუბატორი, ვირტუალური საფონდო ბირჟა; მულტიმედია ცენტრი, რომელიც აერთიანებს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ ტელე და რადიო სტუდიებს, ე.წ. ნიუსრუმსა და სამონტაჟო კაბინეტებს, გაზეთისა და ჟურნალის რედაქციებს, ხმის ჩამწერ სტუდიებს, საგრიმიოროს და სხვ. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქიმიისა და ბიოქიმიის, მიკრობიოლოგიისა და იმუნოლოგიის სასწავლო და კვლევითი კაბინეტ-ლაბორატორიები, 12 სადგურზე გათვლილი კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრი; საკუთარი სტომატოლოგიური კლინიკა, საფანტომო სწავლების კაბინეტები; გამორჩეული არქიტექტურით აგებული მარანი, რომელიც მოიცავს საწნახელს, ვინოთეკას, მიკროვინიფიკაციისათვის გათვალისწინებულ თანამედროვე ტექნიკა-ინვენტარს. სათანადო დანადგარებითა და აპარატურით აღჭურვილი ენოქიმიის, ვაზის ბიოლოგიისა და მევენახეობის, ასევე მიკრობიოლოგიის სასწავლო–კვლევითი ლაბორატორიები, მიკროვინიფიკაციის საექსპერიმენტო კაბინეტი, რომლებშიც მზადდება და ღვინოს უტარდება ბიოქიმიური და მიკრობიოლოგიური კვლევა; სტუდენტთა განკარგულებაშია თანამედროვე სტანდარტების სრული დაცვით დაკომპლექტებული სადეგუსტაციო დარბაზი, სადაც მათ შესაძლებლობა აქვთ სრულფასოვნად შეისწავლონ ღვინის ორგანოლეპტიკა, ღვინის სადეგუსტაციო დარბაზი და ა.შ.
სტუდენტები თეორიული საბაზისო ცოდნის მიღების შემდეგ ეცნობიან სპეციალობას პრაქტიკაშიც, ეს ყველაფერი სტუდენტებს ეხმარება, თავი მაქსიმალურად ბუნებრივ სამუშაო პროცესში იგრძნონ და გამოსცადონ.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმატებას დიდ წილად განაპირობებენ დიდი სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების მქონე პროფესორ-მასწავლებლები, დარგის წამყვანი სპეციალისტები, საუკეთესო პროფესიონალები, ხშირ შემთხვევაში, პრაქტიკოსი ლექტორები, რომელთა პრაქტიკული გამოცდილება სწორედაც რომ მინიშვნელოვანია იმ პრაქტიკული უნარების გამომუშავებისთვის, რაც ასე მნიშვნელოვანია დასაქმებისთვის.
გარდა სპეციალობის სასწავლო კურსებისა, ყველა პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ისეთი სასწავლო კურსებიც, რომლებიც სტუდენტთა ცოდნას სხვადასხვა მიმართულებით აღრმავებს, ხოლო სტუდენტს, დამატებით, სხვა სპეციალობაში დაინტერესების შემთხვევაში, უფლება აქვს თავისუფალი კრედიტის სახით აირჩიოს ნებისმიერი სასწავლო კურსი, უნივერსიტეტში მოქმედი ნებისმიერი სხვა პროგრამიდან.
კურსდამთავრებულთა დასაქმებაზე უნივერსიტეტის კარიერული განვითარების სამსახური ზრუნავს, რომელიც მუდმივად იკვლევს თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებს ახალ კადრებზე; ამ მიზნით სამსახური აფორმებს მემორანდუმებს სხვადასხვა კერძო თუ საჯარო ორგანიზაციებთან; აწყობს დასაქმების ფორუმებს და შეხვედრებს; მოწვეული ტრენერების ჩართულობით ატარებს ტრენინგებს, რაც სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ეხმარება სამუშაოს მოძიებაში.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ახალი ნაკადი სწავლას 2021 წლის სექტემბერში დაიწყებს. ამიტომაც, აუცილებლად აირჩიე 115 პირველ პრიორიტეტად და ისარგებლე განსაკუთრებული შეთავაზებით.
ჩვენ ვქმნით თქვენს მომავალს!
იგრძენი ცოდნის ძალა!
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები