როგორ შეიცვალა სააბაზანო და საპირფარეშო გასულ 5 საუკუნეში
ფოტო: qssupplies
ადამიანების უმეტესობისათვის დღეს ალბათ რთულია, ყოველდღიურობა კომფორტული სააბაზანოსა და საპირფარეშოს გარეშე წარმოიდგინოს. ჩარეცხვადი ტუალეტი, პერსონალური სააბაზანო და ჰიგიენური საშუალებები დიდი ხანია, ჩვენს ცხოვრებაში გაჩნდნენ, თუმცა გვიანდელ შუა საუკუნეებში ამგვარი კომფორტი ძვირიან სიამოვნებად მიიჩნეოდა. მეტიც, მეცხრამეტე საუკუნის მიწურულამდე პირადი ჰიგიენის ცნება არცთუ დიდი პოპულარობით სარგებლობდა.
თუმცა, დროსთან ერთად სააბაზანოში თითქმის ყველაფერი შეიცვალა. ის, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ ან გამოგვრჩა, სწორედ დროის, საზოგადოების და ტექნიკის განვითარების შედეგია. ამ განვითარებას რომ უკეთ გადავავლოთ თვალი, გთავაზობთ, მოგზაურობა ზუსტად 5 საუკუნის წინ, 1520 წელს დავიწყოთ.
1520-დან 1620 წლამდე — სააბაზანო სახლში, როგორც ფუფუნება
ფოტო: qssupplies
მე-16 საუკუნეში, მას შემდეგ, რაც შავი ჭირის გავრცელების გამო საზოგადოებრივი აბანოები დაიკეტა, მდიდარმა ხალხმა სააბაზანო საკუთარ სახლში მოიწყო. ამიტომ, ამ ეპოქაში კერძო აბანო ფუფუნებადაც კი მიიჩნეოდა. სანამ წყლის გამაცხელებელი და ცხელი წყლის ონკანი გაჩნდებოდა, დასაბანად წყალს ქვაბებში აცხელებდნენ. მეტი სითბოსთვის კი ხის მოძრავ აბაზანას ცეცხლთან მიაჩოჩებდნენ ხოლმე.
იმ დროს, ტუალეტის ფუნქციას მოფარებულ კუთხეში (რომელსაც გარდერობს უწოდებდნენ), ქუჩისკენ გადაკიდებული ხვრელი ასრულებდა. ხელების დასაბანად, როგორც წესი, ტაშტს ან თასს და ტოლჩას იყენებდნენ. ტაშტი ლითონის, ხშირად თითბრის იყო და მასაც ცეცხლის მახლობლად კიდებდნენ.
1620-დან 1720 წლამდე — სურნელი უპირველეს ყოვლისა
მე-17 საუკუნეში საზოგადოებრივი აბანოს სტუმრობა ბევრს უკვე ეხამუშებოდა, ამიტომ, ოჯახებში ერთად იყენებდნენ ცხელი წყლით სავსე აბაზანებს, რომლებიც, ამჯერად ფოლადით იყო მოპირკეთებული, რათა სითბო უფრო ხანგრძლივად შეენარჩუნებინა. ბევრისთვის ეს რიტუალი ისევ არცთუ სასიამოვნო იყო, ამიტომ იმ ოჯახებშიც კი, სადაც აბაზანა ჰქონდათ, იშვიათად ბანაობდნენ.
ამის გამო, ქუჩებში პარფიუმერული საშუალებებისა და ეგრეთ წოდებული პომანდერების გამოყენება პოპულარული გახდა — მათ, დიდწილად, უსიამოვნო სუნის გასანეიტრალებლად იყენებდნენ.
ჩარეცხვადი ტუალეტიც მე-16 საუკუნის, უფრო კონკრეტულად კი 1590-იანი წლების გამოგონებაა, თუმცა, მისი მასიური გამოყენება მე-19 საუკუნემდე არ დაწყებულა. სანაცვლოდ, საძინებლებში ღამის ჰიგიენისთვის ფართო ქოთნები ჰქონდათ, რომელსაც ხელსაბანის ქვემოთ ინახავდნენ. მდიდართა სახლებში ხელსაბანი და ტაშტი ერთმანეთთან შეეხამებინათ და სასურველი იყო, თუკი ქოთანიც ამ "ნაკრების" ნაწილი იქნებოდა.
1720-დან 1820 წლამდე — სარკის მიღმა
ფოტო: qssupplies
ამ პერიოდში განსაკუთრებული პოპულარობა ეგრეთ წოდებულმა კომოდმა მოიპოვა — სკამი ან ყუთი, რომელიც შუაში ხვრელად იყო ამოჭრილი. მისი მოხმარებისას, აუცილებელი იყო, ხვრელის ქვემოთ, ექსკრემენტების მოსაგროვებლად, ფაიფურის ან სპილენძის ქოთანი ყოფილიყო მოთავსებული. მოგვიანებით, 1775 წელს, მესაათე ალექსანდერ კამინგსმა S ფორმის მილი შექმნა, რომელიც თანამედროვე საკანალიზაციო სისტემის ერთგვარი წინაპარი იყო.
მე-18 საუკუნის მიწურულამდე სარკის დამზადება ძვირი ჯდებოდა, ამიტომ მხოლოდ მდიდარ ხალხს ჰქონდა საკუთარი თავის შეთვალიერების საშუალება. ამ მიზეზით, ეს ნივთი სოციალური სტატუსის სიმბოლოდაც კი იქცა — გამორჩეული მორთულობის მქონე, მაგალითად, ფარდებიანი სარკე მოდურობაზე მიანიშნებდა. მოგვიანებით, ტექნიკური მხარის განვითარებით სარკეები უფრო დაიხვეწა და გაიაფდა კიდეც.
1820-დან 1920 წლამდე — ტუალეტის ქაღალდის აღზევება
მე-19 საუკუნეში ინდუსტრიული რევოლუცია დაიწყო, მოსახლეობის რაოდენობამ მნიშვნელოვნად იმატა და ბევრი ქვეყანა, მათ შორის გაერთიანებული სამეფო, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემების წინაშე დააყენა. ხალხით გადაჭედილ ქალაქებში ხშირად 100 ადამიანიც კი იყენებდა ერთსა და იმავე ტუალეტს, კანალიზაცია კი პირდაპირ ქუჩებსა და მდინარეებში გადიოდა. მთავრობის განკარგულებით ჰიგიენის სტანდარტები გაუმჯობესდა, შიდა წყალგაყვანილობა და კანალიზაცია განვითარდა და საპირფარეშოს მოდელი კიდევ უფრო მიუახლოვდა დღეს არსებულს.
ამდენად, კომოდებისა და ტაშტების დრო დასასრულს მიუახლოვდა. მათ ნაცვლად ნიჟარები და სააბაზანოები გამოჩნდა და საპირფარეშომ, როგორც პერსონალური ჰიგიენის სივრცე, ფეხი მოიკიდა. მილები უფრო მრავალფეროვანი და დახვეწილი გახდა, ზოგიერთი მათგანი ძვირფასად მოვარაყებული და მოსარკლულიც კი იყო. ჯორჯიანულ ეპოქაში სპილენძი გახდა პოპულარული და აბაზანაც ძირითადად ამ ლითონისგან მზადდებოდა.
საუკუნის მეორე ნახევარში, 1880 წელს, ტუალეტის ქაღალდი დაპატენტდა და მაღაზიებშიც გამოჩნდა.
1920-დან 2020 წლამდე — ყველგან კაფელი
ფოტო: qssupplies
კონსუმერული კულტურისა და მოდერნიზმის დრამატულ განვითარებასთან ერთად, მე-20 საუკუნეში თანამედროვე სააბაზანო გაჩნდა. ამ განსაკუთრებული დანიშნულების ოთახის გასაუმჯობესებლად არც მეპატრონეები და არც მათი დაქირავებული ხალხი ძალ-ღონეს არ იშურებდა.
პირსახოცები, კბილის ჯაგრისები, სასაპნეები, ძვირიანი კარადები, ნოხები და ფარდები — ამ ყველაფერმა სააბაზანოში მოიყარა თავი. მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ელექტროგანათებამაც ფეხი მოიკიდა და კომფორტი ყველა მხრივ უზრუნველყოფილი გახდა. მეტიც, მეპატრონეები ფერების შეხამებასაც კი ცდილობდნენ. სააბაზანოს პალიტრაში იმხანად ატმისფერი, მომწვანო ცისფერი და ღია ვარდისფერი ჭარბობდნენ.
1950-იანების დასაწყისში ახალი ტენდენციაც გაჩნდა — კაფელს თითქმის ყველგან წააწყდებოდით. მაღალი ხარისხის კერამიკული ფილებით მოპირკეთებული სივრცეების დიდმა ნაწილმა დღემდეც კი მოაღწია. კაფელი ნათელი, ჰიგიენური და წყალგაუმტარი იყო. ეს ტენდენცია, გარკვეულწილად, დღემდეა შენარჩუნებული და მას ბევრ სახლში შეხვდებით.
2021 წელი — მომავალი დღეს
დღეს უკვე შესაძლებელია, პერსონალური ჰიგიენის სივრცე 3D სააბაზანოს დამგეგმავით მოწესრიგდეს, რომელიც ამისთვის მეცნიერულ გამოცდილებას ეყრდნობა.
ჩამონტაჟებული სააბაზო, რომელიც საუკუნის დასაწყისში დომინირებდა, დღეს უკვე ჩაანაცვლა თავისუფლად მოძრავმა, ხშირად წრიული ფორმისა და ქვებით მოპირკეთებულმა აბაზანებმა, რომლებიც ვინტაჟურ ვიზუალთან ერთად ულტრათანამედროვე მოთხოვნებს ერგებიან. ამასთან, მისი საშუალებით იზოგება სივრცეც და აბაზანაც უფრო დახვეწილი ჩნდება.
500-წლიანი მოგზაურობის დასასრულს, რომელიც ტაშტით და ტოლჩით დაიწყო, გამოჩნდა კედელზე ჩამოკიდებული უნიტაზი და სენსორული ონკანები.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები