საია: მაია რჩეულიშვილის პატიმრობა დაუსაბუთებლად გაგრძელდა
ფოტო: ფოსტალიონი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიაჩნია, რომ მაია რჩეულიშვილის მიმართ პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხზე სასამართლომ ზედაპირულად იმსჯელა.
"მოსამართლეს გადაწყვეტილების დასასაბუთებლად კონკრეტული ფაქტები ან გარემოებები არ განუხილავს და არსებული საფრთხეების რელევანტურობაზე პოზიცია არ დაუფიქსირებია. მოსამართლემ მხოლოდ აღნიშნა, რომ ის მიზნები და დასაბუთება, რაც თავის დროზე გახდა პატიმრობის შეფარდების საფუძველი, ახლაც ძალაში იყო და არ არსებობდა ახალი არსებითი გარემოება, რომელიც აღკვეთის ღონისძიების შეცვლას გამოიწვევდა", - აცხადებს საია. ორგანიზაციის განმარტებით, მათ ასეთი შეფასების საფუძველს აძლევთ სასამართლო სხდომა, რომელიც გაიმართა 2017 წლის 16 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში.
საია ვრცლად საუბრობს იმ გარემოებებზე, რის გამოც, მათი შეფასებით, მაია რჩეულიშვილი უკანონოდ იმყოფება წინასწარ პატიმრობაში:
"პროკურორის განმარტებით, პატიმრობა არ უნდა შეცვლილიყო სხვა აღკვეთის ღონისძიებით. აღნიშნულის დასასაბუთებლად ბრალდების მხარემ მიუთითა ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხეებზე.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, აღკვეთის ღონისძიების მიზანს წარმოადგენს, უზრუნველყოს ბრალდებულის მხრიდან დანაშაულის განმეორების თავიდან აცილება და ბრალდებულის იმგვარი ქცევა, რაც არ დააბრკოლებს და ხელს არ შეუშლის გამოძიების სრულყოფილად და ეფექტიანად წარმართვას. პატიმრობის გამოყენება არ უნდა ხდებოდეს არამართლზომიერი მიზნით და აუცილებლობაზე ხანგრძლივი ვადით.
ამგვარად, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხის განხილვისას მოსამართლე მსჯელობს არა პირის დამნაშავეობისა თუ უდანაშაულობის საკითხზე, არამედ იმაზე, რამდენად აუცილებელია გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გაგრძელება და რატომ ვერ უზრუნველყოფს იმავე მიზნების შესრულებას სხვა ნაკლებად მკაცრი ღონისძიება.
საქართველოს კანონმდებლობა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი ადგენს, რომ განგრძობადი პატიმრობა, როგორც ადამიანის უფლებებში ყველაზე მძიმე და ინტენსიური ჩარევა, გაგრძელებული უნდა იქნეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, გამონაკლისის სახით, მაშინ, როცა სხვა ღონისძიების გამოყენება არ იქნება ადეკვატური კანონიერი მიზნის მისაღწევად. ამასთან, ხელისუფლებამ დამაჯერებელი არგუმენტები უნდა მოიყვანოს პატიმრობის ნებისმიერი პერიოდისათვის. შესაბამისად, პატიმრობის გაგრძელების სასარგებლოდ მეტყველი არგუმენტები ზოგადი და განყენებული არ უნდა იყოს და ის უნდა შეიცავდეს კონკრეტულ ფაქტებზე მითითებას, რომელიც ამართლებს ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნას.
ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა წონადი არგუმენტები, რომელიც რჩეულიშვილის პატიმრობაში დატოვებას გაამართლებდა
მოცემულ შემთხვევაში, ზემოთხსენებული სტანდარტებიდან გამომდინარე, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა წონადი არგუმენტები, რომელიც რჩეულიშვილის პატიმრობაში დატოვებას გაამართლებდა. კერძოდ, ახალი დანაშაულის ჩადენის ნაწილში, პროკურორმა ყურადღება გაამახვილა მისი წარსული საქმიანობიდან გამომდინარე ჩადენილ შესაძლო კანონდარღვევაზე, რასაც ეფუძნებოდა მის მიმართ წარდგენილი ახალი ბრალდება. თუმცა, იმ საქმის წარმოების განმავლობაში, სადაც რჩეულიშვილს პატიმრობა აქვს შეფარდებული, არ ჰქონია ადგილი ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლო შემთხვევას. ამასთან, დანაშაულის ჩადენის საფრთხის შეფასებისას უნდა განისაზღვროს, რამდენად არსებობს პირის მიერ დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების რეალური შესაძლებლობები. აგრეთვე, დაუსაბუთებელი იყო მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეც, ვინაიდან ბრალდების მხარის ყველა მოწმე უკვე დაკითხულია სასამართლოში. ხოლო, დაცვის მხარის მოწმეებზე შესაძლო ზემოქმედება არ არის ლოგიკური და რელევანტური. ნაკლებად არის გასაზიარებელი მიმალვის საფრთხეც, ვინაიდან, ადვოკატის განმარტებით, რჩეულიშვილს საზღვრის გადაკვეთა რამდენიმე წლის წინ უფიქსირდება. ამავდროულად, მიმალვის საფრთხის განეიტრალება შეიძლება მოხდეს სხვა ნაკლებად შემზღუდველი ღონისძიებით (მაგალითად, პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩამორთმევა).
ამავდროულად, მიუხედავად იმისა, რომ პროკურორმა ეს არგუმენტები წარმოადგინა, სასამართლოს ევალებოდა თითოეული ამ მოსაზრების რელევანტურობაზე ემსჯელა, რაც არ მომხდარა. სასამართლო პატიმრობის გადასინჯვისას ვალდებულია, გამოიჩინოს განსაკუთრებული გულისხმიერება და გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს უნდა იყოს ჯეროვანი და დასაბუთებული და არა სტერეოტიპულად ფორმულირებული. ამავდროულად, გაჭიანურებულმა პატიმრობამ შეიძლება შელახოს პირის უდანაშაულობის პრეზუმფცია.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და შეაფასა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით, მიუხედავად ბრალდებულის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისა, პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პირობებშიც შესაძლებელი იყო სათანადო მკურნალობის განხორციელება და ამის გამო, ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეიძლება გამხდარიყო აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საიას მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ვადის გაგრძელების დასაბუთება ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ რეგულაციებსა და საერთაშორისო სტანდარტებს".
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები