20 ივნისს დაზარალებულები ამნისტიის კანონპროექტის ორივე ვერსიას გმობენ
ფოტო: ტბელ აბუსერიძე
20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციაზე დაზარალებულები როგორც მმართველი პარტიის, ისე საპარლამენტო ოპოზიციის მიერ ინიცირებულ ამნისტიის კანონპროექტებს 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით პრინციპულად არ ეთანხმებიან და გმობენ.
"ჩვენ, 20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციაზე დაზარალებული მშვიდობიანი დემონსტრანტები პრინციპულად არ ვეთანხმებით და ვგმობთ როგორც მმართველი პარტიის, ისე საპარლამენტო ოპოზიციის მიერ ინიცირებულ ამნისტიის კანონპროექტებს 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით.
ჩვენთვის მოსალოდნელი იყო და ამას ვპროგნოზირებდით კიდევაც, რომ შარლ მიშელის მედიაციით შექმნილ დოკუმენტზე ოპოზიციური პარტიების ხელმოწერის შემდგომ, რომლის პირველი პუნქტი გულისხმობდა "19-21 ივნისის ყველა დარღვევაზე და დაკავებაზე ამნისტიას" ქართული ოცნება გამოიყენებდა შანსს და შეეცდებოდა ამნისტიის კანონპროექტით სამართლებრივი-პოლიტიკური პასუხისმგებლობის მოხსნას 20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციის სადამსჯელო ოპერაციაზე, რომლის ფარგლებში ჩვენ მშვიდობიანმა დემონსტრანტებმა გარდა უფლებრივი დარღვევებისა, მივიღეთ მძიმე ფიზიკური ზიანი. აქედან გამომდინარე ჩვენთვის გასაკვირი არ იყო ქართული ოცნების მიერ კანონპროექტის ამ ტექსტით მიღება, რომელიც ამნისტიას 20 ივნისის ყველა ჯალათსა და უკანონო ბრძანების გამცემ საჯარო მოხელეებს ახებს", — აცხადებენ ისინი.
რაც შეეხება ოპოზიციის კანონპროექტს, მათივე თქმით, შეიძლება ითქვას, რომ ეს ინიციატივა ოპოზიციის მხრიდან მორალური სახის შენარჩუნების ფუჭი პოლიტიკური მცდელობაა, რომელიც ვერც სამართლებრივ კრიტიკას ვერ უძლებს. კერძოდ, 20 ივნისს დაზარალებულთა განცხადებით:
- მიუხედავად იმისა, რომ მათ საჯარო ბოდიშიც კი მოიხადეს დაზარალებულების საქმის კურსში ჩაყენების გარეშე ამნისტიის საკითხზე შეთანხმების გამო, კანონპროექტის მომზადების პროცესშიც კი არ ჩართეს დაზარალებულები, რაც კიდევ ერთი არაეთიკური და პრაგმატულად გაუმართლებელი ქმედებაა მათი მხრიდან. ამ ქმედებით მათ გააგრძელეს ჩვენი შელახული უფლებების ბედის კულისებში გადაწყვეტა ჩვენგან ყოველგვარი კოორდინაციისა და შეთანხმების გარეშე. ხაზგასასმელია ისიც, რომ ამნისტიის დოკუმენტი სტანდარტულად გულისხმობს დაზარალებული მხარის თანხმობის საჭიროებას,ხოლო 20 ივნისს დანაშაულის მსხვერპლს და მონაწილე მხარეს სწორედ მშვიდობიანი დემონსტრანტები წარმოვადგენთ და არა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები;
- ამ კანონპროექტით ცალსახად ხდება სამი სამართალდამცავის ამნისტია, რომელთაგან ერთ-ერთი პროკურატურის ვერსიით ბრალდებული იყო სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების, კერძოდ მოქალაქეებისთვის დამიზნებით სროლის ფაქტზე. ჯალათი პოლიციელის ხელაღებით ამნისტია, რომელიც თავისუფლად შეიძლება იყოს სხვა მძიმე დაზიანებების (მხედველობის დაკარგვა და ა.შ.) ამსრულებელი კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის;
- კანონპროექტი ამტკიცებს რომ პასუხისმგებლობისგან ვერ გათავისუფლდებიან ბრძანების გამცემი პოლიტიკური თანამდებობის პირები, თუმცა სრულიად ცხადი და დასაბუთებული ეჭვი არსებობს, რომ რეალური პასუხისმგებლობა იმ პირებსაც მიემართება, რომლებიც პოლიტიკურ თანამდებობას არ იკავებდნენ (ბიძინა ივანიშვილი და ანზორ ჩუბინიძე);
- მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ დაშავებულ მშვიდობიან დემონსტრანტთა უმრავლესობას დღემდე არ აქვს მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი და შესაბამისად, არც ჯანმრთელობის რეაბილიტაციის სახელმწიფო გარანტიები გააჩნიათ. აღნიშნული რედაქციით ამნისტიის მიღება ფაქტობრივად პროკურატურის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეების შეწყვეტას გამოიწვევს, რაც მოცემულ საქმეებზე პირთა დაზარალებულად ცნობასა და მტკიცებულებებზე წვდომას შეუძლებელს გახდის, რაც თავის მხრივ უნდა გამხდარიყო საფუძველი დავების როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო სასამართლო ინსტანციებში.
20 ივნისს დაზარალებულთა ჯგუფი მოქალაქეებს, პოლიტიკურ პარტიებს, ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებენ, არ დაუშვან 20 ივნისის დარბევის ორგანიზატორთა და განმახორციელებელთა როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმება და დაზარალებულებს შელახული უფლებებისთვის სამართლებრივი ბრძოლისა და ჯანმრთელობის რეაბილიტაციის სახელმწიფო გარანტიების მიღების უფლება არ მოუსპონ.
მიმართვას ხელს აწერენ შემდეგი დაზარალებულები:
- მაკო გომური;
- გიორგი სულაშვილი;
- კობა ლეთოდიანი;
- ირაკლი ხვადაგიანი;
- ირაკლი ფავლენიშვილი;
- ვახტანგ ბერიკაშვილი;
- გელა ჭიღლაძე;
- ზაზა მღებრიშვილი;
- გიორგი ბულესკირია;
- ლუკა პეტრიაშვილი;
- დავით ხვადაგიანი.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს ხელისუფლებამ ოპოზიციის ნაწილმა ხელი 19 აპრილს მოაწერა.
28 აპრილს ქართული ოცნებისა და ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ ამნისტიის კანონპროექტის ორი ვერსია დარეგისტრირდებოდა. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, მათ ვერსიაში საუბარია დაზარალებულის ნების გათვალისწინებაზე, ქართული ოცნებისაში კი — არა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები