მოწყენილობა კრეატიულ აზროვნებაში გვეხმარება
ფოტო: ImageFlow / Shutterstock
მოწყენილობისგან ვკვდები - ამ ფრაზას ხშირად წაიკითხავთ კლასიკურ წიგნებში, მაგრამ იშვიათად - თანამედროვე ლიტერატურაში. ამ საოცარ ეპოქაში ჩვენ იშვიათად ვართ მოწყენილები, რადგან ჯიბეში სხვადასხვა გასართობით სავსე მობილური გვიდევს. ფეისბუქს ჩასქროლავ, "ქლეშ ოფ ქლენს" წაითამაშებ, რომელიმე საიტზე შეეხეტები და თავს გაირთობ. მოწყენილობა მხოლოდ მაშინ გვახსენებს თავს, თუ ტელეფონი გვიჯდება, მაგრამ ეს მდგომარეობა იმაზე დიდხანს არ გრძელდება, რამდენი ხანიც დენის წყარომდე მისასვლელად გვჭირდება.
მაგრამ არსებობს ერთი მაგრამ...
მოწყენილობა სასარგებლოა.
ერთ-ერთი ექსპერიმენტის ფარგლებში მკვლევარებმა ცდის მონაწილეების ნახევარს მოსაწყენი, რუტინული საქმის შესრულება აიძულეს. მათ ნომრები უნდა გადაეწერათ ტელეფონების წიგნში. მეორე ნაწილს კი საინტერესო და სახალისო დავალება შეხვდა. პირველადი დავალებების შესრულების შემდეგ ფსიქოლოგებმა ორივე ჯგუფს კრეატიული დავალება მისცეს. ვინ გაართვა თავი უკეთ ექსპერიმენტის უმთავრეს მიზანს? მათ, ვინც მანამდე მოსაწყენი საქმით იყო დაკავებული.
ტეხასის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი, ჰეზერ ლენჩი ამბობს, რომ მოწყენილობა "მაძიებლის" მდგომარეობაა. ამ დროს ტვინი ცდილობს, სტიმული საკუთარ თავში იპოვოს. როცა არ ხარ კმაყოფილი იმით, რასაც აკეთებ, ეძებ, რითი გაერთო. მოწყენილი ბავშვები ხშირად პოულობენ სიამოვნებას ოცნებაში ან სულელური თამაშების მოგონებაში. მშობლები გეტყვიან, რომ ბავშვები მაშინვე კრეატიულები ხდებიან, როგორც კი საქმეები ელევათ. მათ შეუძლიათ მუყაოს ყუთისგანაც შექმნან ახალი გასართობი. ფილოსოფოსებმა ეს ამბავი საუკუნეების განმავლობაში იცოდნენ. სიორენ კირკეგორი წერდა: ღმერთებმა მოიწყინეს, ამიტომაც შექმნეს მათ ადამიანები.
ფსიქოლოგები ღელავენ, რომ დღეს იშვიათად ვართ უსაქმურები და ვცდილობთ, ყოველი თავისუფალი წუთი შევივსოთ. ბავშვებსაც მუდმივად ვტვირთავთ ათასი აქტივობით და გვეშინია, რომ ბევრი თავისუფალი დრო მათზე ცუდად იმოქმედებს. სინამდვილეში კი, სწორედ იმას გავურბივართ, რაც გვჭირდება.
კვლევის ავტორების თქმით, მოწყენილობისგან გაქცევა გამოსავალი არაა. თუ საკუთარ თავს დააკვირდებით, აღმოაჩენთ, რომ ყველაზე სასარგებლო იდეები მაშინ იბადება, როცა გასართობი არ გვაქვს: შხაპის მიღებისას ან მანქანის მართვისას. აპლიკაციები, რომლებიც ინტერნეტთან წვდომას ზღუდავენ, სწორედ ამას აკეთებენ: ძალით აბრუნებენ ჩვენს ცხოვრებაში სასარგებლო, პროდუქტიულ მოწყენილობას.
თუმცა, ყველა ტიპის მოწყენილობა სასარგებლო არაა. თუ კარგი ვერსია ტვინს აქტივობისკენ უბიძგებს, ცუდი, ლეთარგიული მოწყენილობა გულგრილობაში ითრევს ადამიანს. მთავარი გამოწვევა მოწყენილობის ამ ორი ტიპის ერთმანეთისგან განსხვავებაა.
მუშაობა მოწყენილობის შესასწავლად კვლავ გრძელდება. როგორც აღმოჩნდა, მოწყენილობა საკმაოდ საინტერესო შეიძლება იყოს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა

კომენტარები