თიბისი ბიზნესი VIS Kitchen-ის პარტნიორია
ფოტო: თიბისი
ბოლო წლებში, განსაკუთრებული სისწრაფით განვითარებული შინ მიტანის სერვისის კვალდაკვალ, ბევრმა რესტორანმა და კვების ობიექტმა ახალ რეალობაზე სწრაფად გადაწყობა მოახერხა, მაგრამ VIS Kitchen პირველი მულტი ბრენდული ვირტუალური რესტორანია თბილისში, რომელმაც რადიკალური გზა აირჩია. VIS Kitchen-ს მხოლოდ მიტანის სერვისი აქვს. თავიდანვე გადაწყდა, სწორედ ეს ქცეულიყო კონცეფციის საფუძვლად და – როგორც დაფუძნებიდან მეხუთე თვეს გამოჩნდა – წარმატების გარანტიადაც. მომსახურების სისწრაფე და ხარისხი რესტორნის საფირმო ნიშანია.
ნიკუშა მერკვილაძეს სამზარეულოსა და სარესტორნო საქმესთან კავშირი ბავშვობიდანვე ჰქონდა. რესტორატორი მამის წყალობით, ამ საქმით პატარაობიდანვე იყო დაინტერესებული, მაგრამ გადაწყვეტილება, საკუთარი რესტორანი გაეხსნა, მილანში სწავლის პერიოდში მიიღო:
"იტალიაში 4 წელი ვცხოვრობდი და მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საუნივერსიტეტო კურსი სულ სხვა პროფესიას უკავშირდებოდა, ჩემდაუნებურად მიწევდა იტალიელების კვების კულტურაზე, იტალიურ სამზარეულოსა და მომსახურების სფეროზე დაკვირვება. რესტორნისა და სტუმრის ურთიერთობა სრულიად განსხვავებულია ჩვენთან არსებულისაგან. კლიენტს, მითუმეტეს მუდმივ კლიენტს, რესტორანი ოჯახის წევრად აღიქვამს და შესაბამისად ეპყრობა. ეს მათი ხასიათიცაა და მარკეტინგის ნაწილიც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", — ამბობს VIS Kitchen-ის დამფუძნებელი, ნიკუშა მერკვილაძე.
იტალიაში გატარებულ წლებს დაემთხვა სწორედ საკვების შინ მიტანის სერვისის ბუმი. საქართველოში დაბრუნებულს, აქაც იგივე ტენდენცია დახვდა. პარტნიორთან ხანგრძლივი განხილვის, დეტალურად გაწერილი კონცეფციის და საგულდაგულოდ შერჩეული თანამშრომლების შეკრების შემდეგ, რესტორანი დაგეგმილ დროს ამუშავდა და პრიოროტეტებისა და მაღალი დონის სერვისის წყალობით, გურმანებშიც მალევე გაითქვა სახელი.
"ტრადიციული რესტორნისთვის, როგორც წესი, ყოველთვის უპირობო პრიორიტეტს წარმოადგენს ის კლიენტი, რომელიც ადგილზეა, მე კი ვიფიქრე, რატომ არ შეიძლებოდა, გაკეთებულიყო რესტორანი, რომლისთვისაც შინ მყოფი და რესტორანთან ონლაინ ურთიერთობის მქონე ადამიანი იქნებოდა მთავარი. ასე გადავწყვიტეთ ამ სტარტაპის დაწყება".
VIS Kitchen ოთხ სამზარეულოს, ოთხ მენიუს სთავაზობს მომხმარებელს. ბურგერის, პიცის, შაურმისა და ქართული მენიუსადმი მიდგომა რესტორანში ისეთივე განსაკუთრებულია, როგორც მომხმარებლისადმი დამოკიდებულება. ყველა მენიუს თავისი შეფ მზარეული ჰყავს, რომელიც მას ადგენს და აკონტროლებს. VIS Kitchen ამტკიცებს, რომ "ჯანქფუდად" ცნობილი საკვები, მაგალითად, შაურმა, შეიძლება ჯანსაღი იყოს. აქ, სხვა ინგრედიენტების ხარისხთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება ხორცის ხარისხს ექცევა.
კიდევ ერთი სიახლე, რომლითაც რესტორანი ამაყობს და რაზეც მთლიანად არის დამოკიდებული სერვისის ხარისხი, პროცესის ავტომატიზაციაა:
"ბევრ ქართულ რესტორანს უჭირს ამ მხრივ. ჩვენთან პროდუქტის მიღება, დამზადება, გატანა უმცირეს დეტალებამდეა სტანდარტიზებული და, შესაბამისად, მთლიანად პროცესი ძალიან ეფექტურია. მიუხედავად იმისა, რომ VIS Kitchen-ში ამ სფეროში უკვე დიდი გამოცდილების მქონე ადამიანები მუშაობენ, ყველა მათგანს უტარდება საგანგებო ტრენინგი, რომლის მიზანიც სწორედ სტანდარტისა და ავტომატიზაციის პროცესის გაცნობაა".
ავტომატიზაციის პროცესი შესაბამის დანადგარებს და ტექნიკას მოითხოვს. სწორედ აქ შედგა თიბისი ბიზნესისა და რესტორნის წარმატებული თანამშრომლობა:
"ამ ეტაპზე თიბისი ჩვენი ერთადერთი ფინანსური პარტნიორია. ვთანამშრომლობთ როგორც საოპერაციო კუთხით, ასევე გვაქვს მათგან დაფინანსება, რომლიც გამოვიყენეთ საბრუნავი სახსრების დასაფინანსებლად. ინვესტირება მოხდა ასევე ტექნოლოგიაშიც. KDS, იგივე Kitchen Display System, რომლითაც მუშაობს ჩვენი რესტორანი, სწორედ თიბისის დახმარებით შევიძინეთ. სისწრაფე ჩვენი კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი პუნქტია. ეს სისტემა კი საშუალებას გვაძლევს, ვიყოთ ჩვეულებრივ რესტორნებზე უფრო მოქნილები, დავზოგოთ დრო, ენერგია და ადამიანური რესურსი. თიბისის მხარდაჭერა დასაწყისში მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ სამომავლო პარტნიორობა, რომელსაც ვგეგმავთ, არანაკლებ მნიშვნელოვანია".
რესტორანი ამჟამად თბილისის ოთხ უბანს, ვაკეს, ვერას, მთაწმინდასა და საბურთალოს ფარავს. უახლოეს მომავალში კი გაფართოება და Take Away სერვისის დამატება იგეგმება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები