საქართველოში საწვავის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა
ფოტო: Alamy
საქართველოში საწვავის ღირებულება ისტორიულ მაქსიმუმზეა — ამას ბენზინ-გასამართ სადგურებზე არსებული ფასები აჩვენებს.
On.ge-მ სამი ბრენდირებული ნავთობკომპანიის (ვისოლი, გალფი, სოკარი) მიერ დაწესებული ფასები შეისწავლა და სხვადასხვა სახის საწვავის საშუალო ღირებულება დაადგინა. აღმოჩნდა, რომ როგორც სუპერის, ასევე რეგულარისა და პრემიუმის ხარისხის საწვავზე ფასები რეკორდულად გაზრდილია.
მიმდინარე წლის 12 მაისის მდგომარეობით, სამი ბრენდირებული კომპანიის მონაცემებზე დაყრდნობით, საწვავზე ფასების საშუალო ღირებულება ამგვარია:
- სუპერი — 3,01 ლარი. ფასის ზრდა გასული წლის შესაბამის პერიოდთან — საშუალოდ, 67 თეთრი;
- პრემიუმი — 2,95 ლარი. ფასის ზრდა გასული წლის შესაბამის პერიოდთან — საშუალოდ, 75 თეთრი;
- რეგულარი — 2,85 ლარი. ფასის ზრდა გასული წლის შესაბამის პერიოდთან — საშუალოდ, 75 თეთრი;
ქვეყანაში საწვავზე ფასების ზრდაზე სამი ძირითადი ფაქტორი მოქმედებს: საერთაშორისო ფასები, ეროვნული ვალუტის გაუფასურება და აქციზის გადასახადი.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების მატება ფიქსირდება. ბოლო ცნობების მიხედვით, მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 68,32 დოლარი შეადგინა, რაც ერთი თვის ჭრილში 5,4 დოლარით გაძვირებას ნიშნავს. ნიუ-იორკში კი, York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასი ერთ თვეში 5,6 დოლარით გაძვირდა და ბარელზე 64,92 დოლარი გახდა.
იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში საწვავის თითქმის 100% იმპორტირდება, აღნიშნულ პროდუქტზე ფასის დადგენისას დიდ როლს ლარის კურსი ასრულებს. როდესაც ლარი უფასურდება, უცხოურ ვალუტაში შესასყიდი საქონელი ადგილობრივი ბაზრისთვის ძვირდება, რადგან, მაგალითად, ერთი დოლარის ღირებულების საქონლის შესასყიდად უფრო მეტი ლარი გვჭირდება. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ბოლო ერთ წელში, ლარი დოლართან მიმართებით 6,7%-ით არის გაუფასურებული. თუ 2020 წლის მაისის დასაწყისში ერთი დოლარის ღირებულება 3,2106 ლარი იყო, უახლესი კურსის მიხედვით, ერთი დოლარი 3,4271 ლარს უტოლდება.
კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ქვეყანაში საწვავზე არსებულ ფასების ფორმირებაზე ახდენს გავლენას, აქციზის გადასახადია. როგორც ცნობილია, 2017 წლის დასაწყისში საწვავზე აქციზურმა გადასახადმა მოიმატა. 1 ტონა ბენზინის აქციზური გადასახადი გაორმაგდა და 250-დან 500 ლარამდე გაძვირდა, ხოლო დიზელზე 150-დან 400 ლარამდე გაიზარდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში ფასების ზრდის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. სტატისტიკის მიხედვით, მარტსა და აპრილში წლიური ინფლაცია 7,2% იყო. თებერვალში ფასების 3,6%-იანი, ხოლო იანვარში 2,8%-იანი ზრდა დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში ინფლაციის დაბალი მაჩვენებელი სახელმწიფოს მხრიდან კომუნალურ გადასახადებზე შეღავათების დაწესებას უკავშირდებოდა.
შეგახსენებთ, რომ ფასების სტაბილურობის მიღწევის მიზნის, გასული თვის მიწურულს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა და რეფინანსირების განაკვეთი 9,5%-მდე გაზარდა, რის შედეგადაც 125 ათასამდე მსესხებელს კრედიტი 1%-ით გაუძვირდა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები