"ნამდვილი სიყვარული" ლოლა ჯიბლაძის ნამუშევრებში
ფოტო: Lola Jiblazee / Facebook
როგორ ხედავენ თანამედროვე ნიუ-იორკელი მხატვრები "ნამდვილ სიყვარულს". ნიუ-იორკის 11 განსხვავებული სტილის და ხედვის მხატვარმა საკუთარი ნამუშევრები უილიამსბურგში მდებარე ოკეი გალერეაში წარმოადგინა, მათ შორის არის ქართველი მხატვარი ლოლა ჯიბლაძე.
გამოფენა 14 თებერვალს, ვალენტინობის დღეს გაიხსნა და ათი დღე გაგრძელდება.
უილიამსბურგი თავის ჰიპსტერ-კულტურით, ორ-სართულიანი სახლებით, გრაფიტიში შემოსილი კედლებით, ღია ბარებით, გალერეებით და ტრადიციული, მორწმუნე ებრაული ოჯახებით.
ამ უბანში 14 თებერვალს გახსნილი გამოფენის მთავარი თემის - "ნამდვილი სიყვარულის" კონტექსტში გამოფენების კურატორების მოთხოვნით, არტისტებს ნამუშევრები წითელ, შავ, ნაცრისფერ, ვარდისფერ და თეთრ ფერებში უნდა შეექმნათ.
ფოტო: Lola Jiblazee / Facebook
ქართველი შემოქმედის ლოლა ჯიბლაძის მუზა მორწმუნე, მკაცრი ცხოვრების წესის ებრაული წყვილი გახდა. მისი ოთხი ნამუშევარი გალერეის ცენტრალურ კედელზე გამოიფინა. ეს მისთვის მეთერმეტე ჯგუფური გამოფენაა.
ლოლა ჯიბლაძე: ჩემი გადმოსახედიდან, ალბათ ყველაზე რთული და სასაცილოც იყო ჩემთვის ამ თემაზე მუშაობა. ცოტა სარკასტულად ვუყურებ ამ თემას. როგორ უნდა ავხსნა არ ვიცი სიყვარული. კარგად უნდა გამექექა ალბათ ჩემი თავი. თუმცა ეს არის ის, რაც გამოვიდა. შევეცადე, სხვა წყვილები დამეხატა და საერთო მენახა ჩემგან განსხვავებულ წყვილებს და ჩემს შორის, რა საერთო მაქვს მე მათთან.
ლოლა ჯიბლაძის ნამუშევრები ოკეი გალერეაში ყველაზე ძვირად არის შეფასებული და 2000$-დან იწყება. ოკეი გალერი მსხვილი არტ-კომპანიების ოკეიპლეირის და ოკეიაფრიკის პარტნიორია. გალერეის ხელმძღვანელი დენ პეტრუსი ამბობს, რომ ყველა არტისტს განსხვავებული ხედვა აქვს.
გალერეის ხელმძღვანელი დენ პეტრუსი: ეს ჯგუფური შოუა 11 არტისტის მიერ დანახული ნამდვილი სიყვარულის შესახებ. არის ფოტოგრაფია, ციფრული, შერეული მედია წარმოდგენილი. გამოფენილი ვიზუალური არტისტები ერთმანეთისგან განსხვავებულები არიან და ეს ჩანს მათ დამოკიდებულებაში, მათ მიერ შექმნილ ნამუშევრებში. ძალიან მოგვწონს ლოლა. მისი ნახატები ცენტრალურ კედელს იკავებს, ქუჩიდან რომ შემოიხედავთ გალერეაში მაშინვე მიაქცევთ ამ ნახატებს ყურადღებას.
ბებე ლო, გამოფენის კურატორი ამბობს, რომ ეს პროექტი მან და 'სტარსიტიმ" ერთად მოიფიქრეს. წარმოდგენილი არტისტები მათი მეგობრები არიან.
"ძალიან ინდივიდუალური ხედვა აქვს თითოეულ მათგანს, საინტერესოა ტექნიკის და სტილის თვალსაზრისით. ძალიან ნიჭიერები და კრეატიულები არიან" - ამბობს ბებე ლო.
კრეატიულ არტისტებს შორის არის კრასბი, რომელიც ლოლას მეგობარია და ორი წლის წინ თბილისში ერთად გამართეს შოუ. ჰოლივუდური წყვილების და ცნობილი ფილმების შეყვარებული-გმირების სახეებით მან კედლის საათები შექმნა.
კრასბი: საათები სურეალისტურია. როდესაც ამოწმებ დროს, რომელი საათია, ამ ინფორმაციისთვის შეხედავ საათს და მოტივაციას და ინსპირაციას იღებ რომელიმე ფილმის შეყვარებული წყვილისგან.
ლოლას დახატული ფრიდა კალო.
ფოტო: Lola Jiblazee / Facebook
ლოლას ორი და ჰყავს, უფროსი სალომე, რომელიც მხატვარია და თბილისში ცხოვრობს და უმცროსი თათა, რომელიც ბოლო დროს ქანდაკებით დაინტერესდა.
ლოლა ნიუ-იორკში თერთმეტი წლის წინ ჩამოვიდა. თავიდან მსახიობობა უნდოდა და სტელა ადლერის სტუდია დაამთავრა. თუმცა მალევე მიხვდა რომ ეს მისი არ იყო. როგორც ამბობს ბევრი "გიჟი" მეგობარი შეიძინა და თითქოს ამან განაპირობა მისი მომავალიც, რომ ხატვა გაეგრძელებინა.
ლოლა ჯიბლაძე საქართველოს ტელე-რადიო მაუწყებლობის საინფორმაციო პროგრამა "მოამბის" ყოფილი რედაქტორის და ჟურნალისტის ლია ბურჭულაძის შვილიშვილია. ალბათ თითქოს ამის გავლენაა და უცნაურია, მაგრამ ლოლას ინსპირაციაა საინფორმაციო საშუალებები და პოლიტიკა.
ლოლას დახატული
ფოტო: Lola Jiblazee / Facebook
ლოლა ჯიბლაძე: სი-ენ-ენს სულ ვუყურებ. მაინტერესებს რა ხდება პოლიტიკაში, პოპკულტურაში, ნიუ-იორკის ცხოვრება. წელიწადში მგონია რომ ოთხი წელი გვაქვს, სეზონების მიხედვით. ვაკვირდები გარშემო რა ხდება.
ძირითადად იმას ვხატავ, რაც მაწუხებს. ახლა რა მაწუხებს? ახლა ტრამპია პრეზიდენტი-რა უნდა მაწუხებდეს მეტი. ძალიან ბევრი რაღაცაა, რაც სასაცილოა ჩემთვის, ძალიან ბევრი რაღაც რაც ძალიან ნერვებს მიშლის და ვცდილობ ეს ორი რაღაც გავაერთიანო.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში



კომენტარები