CENN ახალგაზრდებისათვის მეცნიერ ჭიჭიკო ჯანელიძის სახელობის სტიპენდიას აწესებს
2020 წელი ცვლილებების წელი იყო, რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით უფრო მეტი ადამიანი დააფიქრა გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე.
CENN უკვე მრავალი წელია მუშაობს გარემოსდაცვით საკითხებზე და ამ პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობაზე, რადგან ფიქრობს, რომ სწორედ ახალგაზრდები არიან ცვლილების მომტანები. უკვე 10 წელზე მეტია, CENN-ის მწვანე ბანაკები საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს მთელი საქართველოდან, მეტი გაიგონ გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების შესახებ, გაიცნონ ახალი ადამიანები და ინოვაციური იდეებით დაბრუნდნენ საკუთარ თემში. 2015 წლიდან კი ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიამ კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას უბიძგა მნიშვნელოვანი ცვლილებებისკენ.
გამორჩეული ქართველი მეცნიერის, გეოგრაფის, გეოლოგისა და ეკოლოგის, ჭიჭიკო ჯანელიძის სახელობის სტიპენდია 1 000 ლარია. თითოეულ ნომინაციაში გამოვლინდება ერთი გამარჯვებული.
2021 წლის ჭიჭიკო ჯანელიძის სახელობის მწვანე სტიპენდია გაიცემა შემდეგ ნომინაციებში:
- სტიპენდია ნარჩენების მდგრადი მართვის, ცირკულარული ეკონომიკისა და მომხმარებლის ქცევის ცვლილებაში შეტანილი წვლილისათვის;
- სტიპენდია ტყის რესურსებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვაში შეტანილი წვლილისათვის;
- სტიპენდია კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და გარემოს ზიანის შემცირებაში შეტანილი წვლილისათვის;
- სტიპენდია სოფლის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის;
- სტიპენდია სოციალურ და მწვანე მეწარმეობაში.
CENN-ის ჭიჭიკო ჯანელიძის სახელობის მწვანე სტიპენდიისათვის კანდიდატმა უნდა გააკეთოს საკუთარი თავის ნომინირება სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით. კანდიდატურის წარდგენა შეიძლება როგორც ერთ, ასევე რამდენიმე ნომინაციაში, თუმცა ერთ კანდიდატს მხოლოდ ერთ ნომინაციაში შეუძლია გამარჯვება.
ნომინანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
- იყოს 14-დან 29 წლამდე ასაკის;
- წარდგენილი აქტივობები განხორციელებული უნდა იყოს 2017-2021 წლების განმავლობაში.
განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 2021 წლის 23 მაისი. განაცხადის შესავსებად, დაინტერესებული ახალგაზრდები უნდა გადავიდნენ აღნიშნულ ბმულზე.
თითოეულ ნომინაციაში გამოვლინდებიან ფინალისტები, ხოლო გამარჯვებული კანდიდატების ვინაობა ცნობილი გახდება CENN-ის ჭიჭიკო ჯანელიძის სახელობის მწვანე სტიპენდიის პროგრამის დაჯილდოების ცერემონიაზე 2021 წლის ზაფხულში.
თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულ აპლიკანტს შესაძლებლობა ექნება, ჩაერთოს CENN-ის, მინიმუმ, ერთ თემატურ პროექტულ საქმიანობაში და თავისი წვლილი შეიტანოს სხვადასხვა სამიზნე რეგიონში მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერებასა და გარემოს დაცვაში.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, დაუკავშირდით: communications@cenn.org
მეცნიერ ჭიჭიკო ჯანელიძის ბიოგრაფია
ცნობილი ქართველი მეცნიერი, გეოგრაფი, გეოლოგი და ეკოლოგი ჭიჭიკო ჯანელიძე დაიბადა 1932 წელს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელში.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1961 წელს.
1964-1981 წწ. მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში, აქვე გაიარა ასპირანტურის კურსი გეომორფოლოგიის სპეციალობით.
ჭიჭიკო ჯანელიძე არის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მისი ფუნდამენტური სამეცნიერო კვლევებიდან აღსანიშნავია: საქართველოს ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობების განვითარების საკითხები ჰოლოცენში; კოლხეთის დაბლობის პალეოგეოგრაფია ზედა პლეისტოცენსა და ჰოლოცენში; ნალექების აკუმულაციის და რელიეფის წარმოქმნის პროცესების ხასიათი კოლხეთის დაბლობის ზღვის სანაპირო ზონაში.
1981 წლიდან მუშაობდა სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება "საქნაპირდაცვის" მორფოდინამიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელად. იკვლევდა მორფოდინამიკური პროცესების განვითარების კანონზომიერებებს საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზონაში და ანთროპოგენური ფაქტორის როლს სანაპირო ზონის ლანდშაფტების განვითარებაში.
ჭიჭიკო ჯანელიძეს დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოში მეტეოროლოგიისა და კლიმატოლოგიის განვითარებაში, არის აღმოჩენების ავტორი სპელეოლოგიის, დინამიკური გეოლოგიისა და არქეოლოგიის მიმართულებით.
მისი აღმოჩენილია თბილისის ტერიტორიაზე ყველაზე ძველი არქეოლოგიური ძეგლი - დელისის ნამოსახლარი (ჩვ.წ-მდე მე-5 ათასწლეულის ბოლო მე-4 ათასწლეულის დასაწყისი).
1960-იანი წლებში იყო ყაზბეგის მეტეოსადგურის ხელმძღვანელი. ამავე პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა აფხაზეთსა და სამეგრელოში კარსტული მღვიმეების აღმოჩენა-შესწავლაში (კრუბერის მღვიმე, ახალი ათონის მღვიმე, ასხის, მიგარიას, ოხაჩქუეს კარსტული მასივები).
შეისწავლა საქართველოში ყველაზე ახალგაზრდა ვულკანური ამოფრქვევის ნაკადი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისციხეში.
2002-2021 წლებში, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელთან (CENN) ერთად განახორციელა ათეულობით სამეცნიერო და პრაქტიკული კვლევა გარემოსდაცვითი მიმართულებით. მისი ექსპერტული შეფასებები მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა არაერთი სახელმწიფო-პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად გარემოს დაცვის სფეროში.
როგორც მასწავლებელმა და მენტორმა, ჭიჭიკო ჯანელიძემ ახალგაზრდების განსაკუთრებული სიყვარული დაიმსახურა. კითხულობდა ლექციებს ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სულხან-საბა ორბელიანის სახ. პედაგოგიურ ინსტიტუტსა და სოხუმის უნივერსიტეტში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი

კომენტარები