მეუფე სპირიდონმა ჰომოფობიური, ტრანსფობიური განცხადება გააკეთა და ომბუდსმენსა და მედიას შეურაცხყოფა მიაყენა
ფოტო: კადრი ვიდეოდან/ღმერთი სამშობლო ადამიანი
სხალთის ეპისკოპოსი სპირიდონი ჰომოფობიურ, ტრანსფობიურ განცხადებას აკეთებს და შეურაცხყოფას აყენებს როგორც სახალხო დამცველს, ასევე, მედიას.
მისი უკმაყოფილება ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით სახალხო დამცველის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის კრიტიკამ გამოიწვია, რომლის მიზეზიც, სპირიდონის დავალებით, დაწესებულებაში ომბუდსმენის წარმომადგენლის არშეშვებაა.
"შენ კაცი და ქალი ვერ გაგირჩევია ერთმანეთში, პიდარასტი და ვაჟკაცი კაცი ვერ გაგირჩევია ერთმანეთში და ერთ სიბრტყეზე აყენებ ჰომოსექსუალისტებს, კაცს... საჯარო რეესტრში გაატარე კაცი, რომელმაც ოპერაცია გაიკეთა, ქალი გახდა და ჩაუწერე შიგნით და შენ ითხოვ, უნდა შეგამოწმოო? ვინ უნდა შეამოწმო, შე ბრმა, შე ყრუ, როგორ გითხრა ახლა შენ რა, რომელიც აი, ელემენტარულ რამეს, კაცს და ქალს ვერ ასხვავებ ერთმანეთისგან, შენ ვინ უნდა შეამოწმო, კაცო. ბრმა ბრმას წინ წარუძღვეს, ორივე მთხრებელში ჩავარდებაო. ვინ უნდა შეამოწმო შენ, შენი თავის ვერ გაგიგია, კაცი ხარ თუ ქალი ხარ, ის ვერ გაგიგია. შენ ვინ უნდა შეამოწმო, კაცო?! მაგრამ დავალებული გაქვს ეს, შენი ძმაკაცებისგან საზღვარგარეთიდან, იქ გაერო...", — განაცხადა მან 14 მაისს, ქადაგების დროს და დასძინა, რომ "ლომჯარიას ჭკუაზე რომ ივლის ქართველი კაცი, დაიღუპება".
სპირიდონის აზრით, ის, რომ ბავშვთა პანსიონს "უჩივლეს", სასაცილოა, "სატირალი რომ არ იყოს". მან გაეროს გენერალური მდივანი ტრანსფობიური მიზეზით გააკრიტიკა და დასძინა, რომ "ანტიქრისტე მოჰყავთ, ეშმაკი მოჰყავთ და უნდათ აკურთხონ იარუსალიმში", თუმცა, სხალთელი ეპისკოპოსის მტკიცებით, საქართველოში ის ტახტს ვერ დაიდგამს. მისი თქმით, საქართველო არის "ქრისტეს სატახტო" ქვეყანა და მთელი შემოტევა საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული.
ამავე ქადაგებაში სასულიერო პირმა არასამთავრობო ორგანიზაციებს "ვირეშმაკა" უწოდა, ხოლო ტელევიზიები მოიხსენია, როგორც "სატანის ტელევიზიები".
მან უკმაყოფილება გამოხატა იმის გამოც, რომ საზოგადოების ნაწილს კითხვები აქვს ეკლესიის ბიუჯეტიდან დაფინანსებისა და ამ თანხების განკარგვის შესახებ. სპირიდონის მტკიცებით, რადგან ეკლესიას ეს ქონება კომუნისტებმა წაართვეს, ვალი უნდა დავუბრუნოთ.
"როდესაც ქვეყანას უჭირდა, ეკლესია მშიერს აპურებდა, მწყურვალს წყალს აძლევდა და დღეს ჩვენ გვეუბნებიან, ეს 25 მილიონი რატო გაქვთო. ეს ლიბერასტები, ძალიან უხეში სიტყვა რომ არ ვიხმარო. 25 მილიონი საიდანა გაქვთ, 25 მილიონი რატო გაქვთ. ეს ვირეშმაკა ტელევიზიები, ტვ პირველი, ეს რუსთავი 2, ეს მთავარი არხი, ეს ფორმულა დღე და ღამე რომ გვლანძღავენ ეკლესიას, იმ ტოტს ჭრიან, რომელზეც ზიან და იმ ჭაში აფურთხებენ, საიდანაც წყალს სვამენ. ეს უკეთური ხალხი, უკეთური ადამიანები, რომლებსაც ქართველობის და ადამიანობის ნიშან-წყალი აღარ შერჩათ, ეკლესიას ლანძღავენ, რატომ გაქვთ 25 მილიონიო და თვითონ რამდენს იღებენ, ვეღარ ითვლიან", — ამბობს ის.
მისივე მტკიცებით, ერთ ტელევიზიას იმაზე მეტი დაფინანსება აქვს, ვიდრე ეკლესიას და 25 მილიონის გამო კრიტიკა "უსამართლობა აღარ არის, სატანიზმია უკვე".
ამასთან, სპირიდონი ამბობს, რომ ვინც ასე ლაპარაკობს, "არიან ძველი ბოლშევიკები, ლენინელები, ნორჩი ლენინელები, ნეობოლშევიკები". სასულიერო პირის მტკიცებით, ეს ეკლესიის ქონებაა და არავის საქმე არაა "ეკლესიის საქმეში ცხვირის ჩაყოფა".
"ვინ უნდა შეამოწმოს ეკლესია? წარმოიდგინეთ ახლა, ყრუ და მუნჯმა რომ თქვას, უნდა შევამოწმო, ამ კაცმა იცის თუ არა კაი ლაპარაკიო, ამ კაცმა იცის თუ არა კაი სიმღერაო. სასაცილო არ იქნება? ბრმამ რომ უთხრას, მე უნდა შეგამოწმო, სწორად მიდიხარ თუ არა და კარგად ხედავ თუ არა მოვლენებსო", — აცხადებს ის.
ამავე ქადაგებაში მეუფე სპირიდონმა კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს დღევანდელი მსოფლიოს ნოე და მოსე უწოდა.
ამასთან, კრიტიკოსების მისამართით თქვა, რომ გველებსაც არ შეადარებს, რადგან ეს გველების შეურაცხყოფა იქნება. მისივე მტკიცებით, თუ არ "შევინანიებთ", ბოლო "სულიერი სიკვდილი" იქნება.
15 აპრილს სახალხო დამცველის წარმომადგენელი საპატრიარქოს ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში არ შეუშვეს. ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ ამის მიზეზად, დაწესებულების წარმომადგენელმა სხალთის მთავარეპისკოპოსის, მეუფე სპირიდონის მითითება დაასახელა. განმარტება გააკეთა თავად სპირიდონმაც და ჰომოფობიური მიზეზი დაასახელა — მისი თქმით, პანსიონში ომბუდსმენის წარმომადგენლებს იმიტომ არ უშვებს, რომ "ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ითხოვენ და ასეთებს თავის ბავშვებს საჯიჯგნად ვერ მისცემს".
ამის შემდეგ ორგანიზაციამ პარტიონორობა ადამიანის უფლებებისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და მთავრობისგან ნინოწმინდის პანსიონში ყველა შესაბამისი უწყების მიერ მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა მოითხოვა. სასამართლოს ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა დააკმაყოფილა გაერომ და შესაბამისად, მთავრობა ვალდებულია, უზრუნველყოს მონიტორინგი.
რაც შეეხება სახელმწიფოს რეაქციას, 14 მაისს, პარლამენტში, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა, დეპუტატ დავით სერგეენკოს კითხვის პასუხად თქვა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ბოლო ერთი თვის განმავლობაში მეურვე-მზრუნველობის ორგანო მონიტორინგს სტანდარტულად ახორციელებს.
სახალხო დამცველის ინფორმაციით, ამჟამად პანსიონში 57 არასრულწლოვანი ირიცხება, მათგან ყველაზე პატარა 5 წლისაა. ომბუდსმენი ამბობს, რომ დაწესებულებაში მონიტორინგის შესაძლებლობა არც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალურ მუშაკს ეძლევა, რომელსაც 2020 წლის ივნისის შემდეგ პანსიონში არ შესულა.
"სახალხო დამცველისადმი სააგენტოს მიერ მოწოდებულ ოფიციალურ კორესპონდენციაში აღნიშნულია, რომ მეუფე სპირიდონი პანსიონში სოციალური მუშაკის ვიზიტების წინააღმდეგია, რაც ადგილზე სოციალურმა მუშაკმაც დაადასტურა".
სახალხო დამცველი წლებია აღნიშნავს, რომ ნინოწმინდის წმინდა ნინოს ბავშვთა პანსიონში განხორციელებულმა მონიტორინგებმა ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები გამოკვეთა. პანსიონში მცხოვრები არასრულწლოვნები, ფაქტობრივად, იზოლირებულები არიან სოციუმიდან და პრობლემურია მათი ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილების საკითხი.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები