Glovo პარტნიორ კურიერებს ანაზღაურების ახალ სისტემას სთავაზობს
ფოტო: Glovo
Glovo პარტნიორ კურიერებს ანაზღაურების ახალ სისტემას სთავაზობს: მაქსიმალური საათების შემცირება და ბონუსების სტრუქტურის თითოეულ შეკვეთაში გადატანა — კურიერების უსაფრთხოება და უფრო სამართლიანი ანაზღაურების სტრუქტურა.
Glovo მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა მულტიკატეგორული მიტანის სერვისის ინდუსტრიაში. კომპანია 26-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს და თანამშრომლობს 25 000-ზე მეტ პატნიორ კურიერთან. Glovo უკვე ორ წელზე მეტია ქართველ მომხმარებელს მიტანის სერვისის მრავალფეროვნებას 5 დიდ ქალაქში — თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში სთავაზობს.
პარტნიორ კურიერებთან არსებული ურთიერთობის გასაუმჯობესებლად და მათი მოთხოვნების მაქსიმალურად დასაკმაყოფილებლად, Glovo-მ ანაზღაურების ახალი სისტემა შეიმუშავა, რომელიც მთლიანად მორგებულია გლოვერების საჭიროებებსა და მათ უსაფრთხოებაზე.
ცვლილებებია საბონუსე სისტემაში — ძველი სისტემის მიხედვით, პარტნიორი კურიერები იღებდენენ ყოველკვირეულ ბონუსს. ეს ნიშნავს, რომ პარტნიორ კურიერებს უწევდათ შეესრულებინათ შეკვეთების გარკვეული რაოდენობა, რათა კვირის ბოლოს მიეღოთ კუთვნილი სახელფასო დანამატი, რაც საკმაოდ დიდ დროის რესურსსა და ენერგიას მოითხოვდა. ამიერიდან, მოიხსნება ყოველკვირეული ბონუსები და ისინი ყოველდღიურად, სხვადასხვა საათზე გადანაწილდება. ეს პოზიტიური ცვლილება გულისხმობს, რომ კვირის განმავლობაში, გლოვერებს ნებისმერ დროს შეეძლებათ ბონუსის გამომუშავება და არ ექნებათ შეკვეთების კონკრეტული ლიმიტები ამ დამატებითი ანაზღაურების მისაღებად.
ასევე, ცვლილებები შეეხო ასანაზღაურებელ მანძილსაც — არსებული სისტემის ფარგლებში, ანაზღაურდებოდა შეკვეთის მიღებიდან მომხმარებლამდე მიტანის მანძილი. ახალი სისტემის მიხედვით, ანაზღაურდება მხოლოდ ობიექტიდან მომხმარებლამდე არსებული მანძილი, თუმცა, სიახლის შესაბამისად, იზრდება საბაზისო ანაზღაურება: 2 ლარის ნაცვლად, საბაზისო თანხა შეიცვლება 2,3 ლარით და ყოველი განვლილი კილომეტრისთვის, პარტნიორი კურიერები 0,4 ლარის ნაცვლად, 0,5 ლარს გამოიმუშავებენ.
შეიცვალა ყოველდღიურად დაშვებული მაქსიმალური საათების რაოდენობაც — აქამდე, პარტნიორ კურიერებს შეეძლოთ აპლიკაციის საშუალებით, ყოველდღიურად მაქსიმუმ 12 საათის არჩევა. თუმცა ამიერიდან, საერთაშორისო რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების რეგულაციების გათვალისწინებით, მაქსიმალური სამუშაო დროს რაოდენობა 10 საათამდე შემცირდება.
აღნიშნული ცვლილებების მიზანია Glovo-ს ანაზღაურების სისტემის გაუმჯობესება და პარტნიორი კურიერებისთვის უფრო მოქნილი, ხელსაყრელი პირობების შეთავაზება. ახალი სისტემის პირობებში, მეტად დაცული იქნება თითოეული პარტნიორი კურიერის უსაფრთხოება და მათ საშუალება ექნებათ, უფრო მარტივად და სწრაფად გამოიმუშავონ სახელფასო დანამატი.
Glovo ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ იყიდოთ, აიღოთ და გაგზავნოთ ნებისმიერი პროდუქტი იმავე ქალაქში, ერთ საათზე ნაკლები დროის განმავლობაში.
აპლიკაციას ამჟამად 1,8 მილიონი ყოველთვიური მომხმარებელი და 25 000 ასოცირებული პარტნიორი ჰყავს. Glovo ოპერირებს 26 ქვეყნის მასშტაბით ევროპაში, ლათინურ ამერიკასა და აფრიკაში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები