თუ ამ 6 რჩევას გაითვალისწინებ, თირკმლის კენჭები აღარასდროს შეგაწუხებს
ფოტო: Candid EM
ალბათ გსმენია, რომ თირკმლის ჭვალს, ან საშარდე მილში კენჭის დაძვრას, ზოგადად კი კენჭის გავლას, ძალიან დიდი ტკივილი ახლავს თან. იმედია, პირადად არ გამოგიცდია და თუ მაინც გაინტერესებს, შეგიძლია უყურო Friends-ის ეპიზოდს — The One Hundredth-ს, რომელშიც ჯოუი ამ არცთუ სასიამოვნო შემთხვევის წინაშე დგება.
ზოგადად, კენჭები შარდში არსებული ქიმიური ელემენტებისგან და მინერალებისგან ფორმირდება, ანუ განიცდის კრისტალიზაციას. შესაბამისად, მათ ზომაზე, სტრუქტურაზე, ფორმაზე და მდებარეობაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად შემაწუხებელი იქნება ადამიანისთვის. ხშირად, კენჭის გავლამდე პაციენტს არავითარი დისკომფორტი არ აღენიშნება, სწორედ ამიტომ არის საჭირო მუდმივად ყურადღებით ყოფნა.
შარდ-კენჭოვანი დაავადებებისა თუ თირკმლის კენჭების გამოსარიცხად, პროფილაქტიკური კვლევები წელიწადში მინიმუმ ერთხელ უნდა ჩატარდეს. ეს კვლევებია: საშარდე სისტემისა და თირკმელების ექოსკოპია, კრეატინინის განსაზღვრა სისხლის შრატში, შარდის საერთო ანალიზი.
განსაკუთრებული რჩევები დაავადების პრევენციისთვის, რა თქმა უნდა, ყოველთვის არ ამართლებს, რადგან მისი გამომწვევი ფაქტორები განსხვავებულია. ზოგადი რეკომენდაციები შემდეგია:
1. დალიე საკმარისი რაოდენობის სითხე
თუ დღის მანძილზე სითხის არასაკმარის რაოდენობას იღებ, ნაკლები შარდი გამოიყოფა. მიღებული წყალი განაზავებს მიკროელემენტებს, რაც მინერალების კრისტალიზაციის პროცესს უშლის ხელს.
გაითვალისწინე, რომ დღიურად, მინიმუმ 1.5 ლიტრი წყალი უნდა მიიღო. რა თქმა უნდა, სხვა სითხეებიც სასარგებლოა ორგანიზმის ჰიდრატაციისთვის, თუმცა არა ლიმონათი, შაქარ-დამატებული ან გაზიანი სასმელი. იმ შემთხვევაში, თუ სითხის გარკვეულ რაოდენობას კარგავ, თუნდაც ოფლის სახით, კიდევ უფრო მეტი წყლის დალევაა საჭირო ბალანსის აღსადგენად და დეჰირატაციის თავიდან ასაცილებლად.
ფოტო: ციტო
2. მიიღე კალციუმით მდიდარი საკვები დოზირებულად
იცოდი, რომ კალციუმის ჭარბი რაოდენობით მიღებისას, მისი ზედმეტი რაოდენობა თირკმელში გადადის, თუმცა დარღვეული შარდის გამოყოფის პირობებში უერთდება თირკმელში არსებულ ნარჩენ პროდუქტებს და, შესაძლოა, კენჭი წარმოიქმნას. სწორედ ამიტომ, არ არის სასურველი ცილოვანი დიეტების ხანგრძლივი დროით დაცვა. მეორე მხრივ, აუცილებელია რძის ნაწარმის, ანუ კალციუმით მდიდარი პროდუქტის ზომიერი მიღება.
3. შეამცირე მარილის მოხმარება
ნატრიუმი ქსოვილებში წყლის შეკავებას იწვევს. მარილის ჭარბი მოხმარებისას, ნატრიუმისა და კალიუმის ბალანსი თირკმელში ირღვევა, რაც შარდის ფილტრაციის პროცესს აფერხებს.
ამავდროულად, უნდა გაითვალისწინო, რომ მარილის დოზის კონტროლისას საუბარია არა მხოლოდ სუფრის მარილზე, არამედ სხვადასხვა პროდუქტში მის შემადგენლობაზე. აკონტროლე რაციონში: ყველის, გაყინული ხორცის, კონსერვების, პურის და ფუნთუშეულის, სნექების, დრესინგების, დამარინადებული პროდუქტების რაოდენობა.
4. მოერიდე ოქსალატებით მდიდარ საკვებს
კალციუმის მიღებისას შარდში ოქსალატების დონე იკლებს, თუმცა აუცილებელია ამის გაკონტროლება. ეს მჟაუმჟავა მარილებია და შესაძლოა ქსოვილებში სითხის შეკავებას შეუწყოს ხელი, შესაბამისად, არც მათი ჭარბი მიღებაა სასურველი. ოქსალატებს შეიცავს თითქმის ყველა მცენარეული საკვები, თუმცა განსაკუთრებთ მდიდარია: ისპანახი, შოკოლადი, ყავა, ჭარხალი, სოიო და ა.შ.
5. გაამდიდრე რაციონი ხილით და ბოსტნეულით
თირკმლის კენჭებისკენ მიდრეკილი ყველა ადამიანისთვის, რეკომენდებულია დღიურად 5 ულუფა ხილისა და ბოსტნეულის მიღება. აღნიშნული პროდუქტი მდიდარია კალიუმით, მცენარეული ბოჭკოთი, მაგნიუმით, ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით, რაც კენჭების ფორმირების ხელისშემშლელ ფაქტორად მიიჩნევა.
ულუფა ასე განისაზღვრება: 1 ცალი ნებისმიერი ხილი, ½ ჭიქა მოთუშული ბოსტნეული, 1 ჭიქა ცოცხალი ბოსტნეული.
6. მიიღე ნაკლები ცხოველური ცილა
თუ ორგანიზმი ცისტინის, ან კალციუმის ოქსალატის კენჭების წარმოქმნისკენ არის მიდრეკილი და შარდის მჟავიანობაც მომატებულია, ექიმის რეკომენდაციაა, მოერიდო ცხოველური ცილის მიღებას, თუმცა ეს არ გულისხმობს მის სრულად ამოღებას რაციონიდან. ლიმიტის ოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენს ჭამ ახლა და რამდენად მოქმედებს დიეტა შარდმჟავის დონეზე.
ყველაფერ ზემოაღნიშნულთან ერთად, ეწვიე სამედიცინო ცენტრ ციტოს უროლოგიის კაბინეტს წელიწადში ერთხელ და იყავი ინფორმირებული საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
აქციეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვევად!
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები