პოსტკოვიდურ სინდრომთან გამკლავება — აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრის რეკომენდაციები
2019 წლის დეკემბერში, როდესაც უხანის პროვინციაში ახალი ვირუსი აღმოაჩინეს, რთული დასაჯერებელი იყო, რამდენად სერიოზულ სახეს მიიღებდა და როგორ აისახებოდა ეს ყველაფერი ადამიანთა ცხოვრებაზე. პანდემიიდან უკვე ერთ წელზე მეტი გავიდა და ვირუსთან ერთად, ხშირად გხვდება ტერმინი - პოსტკოვიდური სინდრომი.
სპეციალისტების რჩევით, თუკი Covid-19-ის გადატანის შემდეგ, გარკვეული ჩივილები გრძელდება 3-დან 6 თვემდე, აუცილებელია შესაბამისი მკურნალობა.
აღსანიშნავია, რომ პოსტკოვიდური სინდრომი კოვიდგადატანილი პაციენტების დაახლოებით 20-30%-ში იჩენს თავს. ამ საკითხზე უფრო დეტალურად, გვესაუბრა აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი, იოსებ ბურდულაძე
რა არის პოსტკოვიდური სინდრომი და კონკრეტულად რა სიმპტომები ვლინდება პაციენტებში, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს? მაგალითად, სოციალურ ქსელებში ბევრი წერს, რომ შეექმნათ მეხსიერების პრობლემა – „რა სად დავდე – აღარ მახსოვს“ – ასეთი ჩივილებიც გვხვდება ხშირად.
- ძირითადი სიმპტომები გახლავთ თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევა ღამით და პირიქით, დღისით - მოჭარბებული ძილიანობა. გარდა ამისა, ხშირია კორონავირუსის სიმპტომების გახანგრძლივება, მათ შორის ყნოსვითი და გემოს შეგრძნებების ცვლილებები. პაციენტები ასევე ხშირად უჩივიან მეხსიერების დაქვეითებას, თუმცა ამ შემთხვევაში, გვხვდება არა მეხსიერების ჭეშმარიტი დაქვეითება, არამედ ე.წ. „გაფანტულობა“, ყურადღების კონცენტრაციის დეფიციტი. ხშირია პათოლოგიური დაღლილობა და სიარულის დროს „არამდგრადობის“ შეგრძნება.
ასევე ხშირი სიმპტომებია შფოთვა, მოჭარბებული აღგზნება და გაღიზიანება, „სიმძიმე ხელებში, ფეხებში და სახსრების ტკივილი“, თუმცა რეალურად ეს გახლავთ მიალგიური, ანუ კუნთოვანი ტკივილები.
ეს სინდრომი ყველა კოვიდგადატანილ ადამიანზე ვრცელდება თუ არა და რაზეა დამოკიდებული მისი განვითარება?
— პოსტკოვიდური სინდრომი აღინიშნება კოვიდგადატანილი პაციენტების დაახლოებით 20-30%-ში. თუ რა განსაზღვრავს სინდრომის განვითარებას, ჯერჯერობით არ არის ზუსტად დადგენილი, თუმცა, ჩატარებულია რამდენიმე სარწმუნო კვლევა, როგორც ამერიკასა და ევროპაში, ასევე ჩინეთის კლინიკებში, რომელთა მონაცემებზე დაყრდნობით, პოსტკოვიდური სინდრომი ხშირია პაციენტებში, რომლებსაც დასჭირდათ ინტენსიურ თერაპიაში მკურნალობა, ე.წ. მართვითი სუნთქვა (ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია) ან ჟანგბადის ინტენსიური მიწოდება (ოქსიგენოთერაპია). საუბარია იმაზე, რომ ფილტვების კორონავირუსით დაზიანება გახლავთ შემდგომში ამ სინდრომის არსებობის აუცილებელი ფაქტორი, თუმცა, სხვა მიზეზები ჯერჯერობით, შესწავლის საგანია.
შესაძლოა თუ არა, რომ პოსტკოვიდური სინდრომი ჩამოაყალიბოს თვითნებურმა მკურნალობამ ან ოჯახის ექიმის რჩევების უგულებელყოფამ?
— მიმდინარე სამედიცინო პუბლიკაციების მიხედვით, მკაცრი კორელაცია პოსტკოვიდურ სინდრომსა და თქვენს მიერ ჩამოთვლილ მიზეზებს შორის არ არსებობს, თუმცა, როგორც ექიმმა და როგორც თერაპიული დარგის, კერძოდ ნევროლოგიის წარმომადგენელმა, შემიძლია გითხრათ, რომ არასწორი, თვითნებური მკურნალობა, მაგალითად ზედმეტი მედიკამენტების, მათ შორის ანტიბიოტიკების მიღება სპეციალური ჩვენების გარეშე, რეკომენდებული არ არის და შემდგომში, გარკვეულწილად შესაძლებელია გახდეს პოსტკოვიდურ სინდრომის განვითარების ერთ - ერთი მიზეზი. ასევე საჭიროა იმ მითითებების ზედმიწევნით შესრულება, რომელსაც ოჯახის ექიმები აძლევენ პაციენტებს, მაგალითად, სითხის დიდი რაოდენობით მიღება, მაქსიმალური ფიზიკური აქტიურობა და მოძრაობა (რა თქმა უნდა, თუკი პაციენტის მდგომარეობა ამის შესაძლებლობას იძლევა).
არის თუ არა პოსტკოვიდური სიმპტომის გამოვლინება პაციენტის ასაკზე დამოკიდებული?
— კოვიდ-19 -ის შეცნობა დროის ამ მონაკვეთში ბოლომდე ვერ მოხერხდა და ხშირად მისი მიმდინარეობა "სიურპრიზებითაა" სავსე და სწორედ ამიტომ უდიდეს საფრთხეს უქმნის კაცობრიობას. პოსტკოვიდური სინდრომი, ჩვენდა გასაკვირად, გვხვდება უფრო ახალგაზრდა, ვიდრე საშუალო და ხანდაზმული ასაკის პაციენტებში. ამ ეტაპზე, რთულია ზუსტი მიზეზების დადგენა. ბოლოდროინდელი კვლევებით გამოიკვეთა, რომ იქ, სადაც ძლიერი იმუნიტეტია, კოვიდ-19 უფრო აგრესიულად მოქმედებს.
ტრადიციული მედიცინის შეხედულების მიხედვით, თუ ადამიანს აქვს მყარი იმუნური სისტემა, მან მსგავსი დაავადებები უფრო იოლად უნდა გადაიტანოს, თუმცა, სტატისტიკიდან გამომდინარე, ეს არ ვრცელდება Covid-19-ზე.
რა რჩევები და რეკომენდაციები აქვს დღევანდელ მედიცინას კოვიდინფიცირებული პაციენტებისთვის პოსტკოვიდური სინდრომის თავიდან ასაცილებლად?
— მიმდინარე სამედიცინო პუბლიკაციებში, პოსტკოვიდური სინდრომის სამკურნალო რეკომენდაციები ოფიციალური სახით ჯერ-ჯერობით არ არის მოწოდებული, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ უპირველესი გახლავთ ფიზიკური აქტივობა, თუ პაციენტის ჯანმრთელობა ამის საშუალებას იძლევა და იგი არ არის მძიმე მდგომარეობაში. აუცილებელია თუნდაც ე.წ. გამამხნევებელი ვარჯიში, დღეში 1-2 ჯერ მაინც.
საჭიროა სითხის ადეკვატური მიღება როგორც ზამთარში ასევე ზაფხულში. მისაღები სითხის ოდენობა ადამიანის წონიდან გამომდინარე მერყეობს, თუმცა საშუალო წონაზე აუცილებელია 1,5-2 ლიტრამდე დღე - ღამეში.
აუცილებელია ალკოჰოლისა და თამბაქოს მიღების შეწყვეტა! ალკოჰოლის მოხმარება არ არის რეკომენდებული როგორც თვითონ დაავადებისას, ასევე ვაქცინის გაკეთებამდე 2 კვირით ადრე და გაკეთებიდან 2 კვირის განმავლობაში, რასაც ბევრი ბოლოდროინდელი კვლევაც ამტკიცებს.
პაციენტებს ვურჩევთ ნორმალური დღეღამური რიტმის შენარჩუნებას და ძილის ჰიგიენის დაცვას. ეს გულისხმობს, რომ საძინებელი ოთახი იყოს მშვიდი და გამაღიზიანებელი სინათლის შუქის გარეშე. საძინებელში არ არის რეკომენდებული ტელევიზორი თუ კომპიუტერი. უნდა ვეცადოთ, რომ ერთსა და იმავე დროს დავიძინოთ და გავიღვიძოთ (რა თქმა უნდა დასვენების დღეების გარდა), 20 საათის შემდეგ კი ჭამა და მით უმეტეს, ჩაისა ყავის, ასევე კოფეინის შემცველი სასმელების მიღება არ არის რეკომენდებული.
მთავარი, მაინც გახლავთ ფიზიკური აქტივობა და რეკომენდაციების შესრულება. რაც შეეხება თვითონ პოსტკოვიდური სინდრომის მკურნალობას, ის ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ცალკეულ შემთხვევებზე. ამისათვის, უპირველესად უნდა მიმართოთ ოჯახის ექიმს, რომელიც შემდგომში გადაწყვეტს, რამდენად საჭიროა ინფექციონისტის, თერაპევტის, ნევროლოგის თუ სხვა დარგის სპეციალისტების დახმარება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები