უცხოელები და უცხოენოვანი ფილმები ოსკარზე
ამერიკის კინოაკადემია ყოველ წელს კინოხელოვანთა ნამუშევრებსა და მათ შემოქმედებას ერთი კონკრეტული დაჯილდოების - ოსკარის ფარგლებში აჯამებს. თუმცა ეს მხოლოდ ამერიკული კინოს ზეიმი არ არის. ოსკარის ფიგურა გადაეცემა იმ სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმსაც, რომელიც გადაღებულია ამერიკის შეერთებული შტატების საზღვრებს გარეთ.
უცხოენოვანი ფილმებისა და ოსკარის ურთიერთობა 1947 წელს დაიწყო, როდესაც ამერიკელებმა პირველად გადაწყვიტეს მათ საზღვრებს გარეთ შექმნილი კინონამუშევრები დაეფასებინათ და მომდევნო 9 წლის განმავლობაში, ანუ 1955 წლამდე ჯილდოს სპეციალურად შერჩეულ ფილმს ნომინაციაზე წარდგენის გარეშე გადასცემდნენ.
პირველი ფილმი, რომელმაც აკადემიისგან საპატიო ჯილდო მიიღო ვიტორიო დე სიკას ფეხსაცმელების მწმენდავი იყო.
ზუსტად 2 წლის შემდეგ კვლავ დე სიკას ფილმმა ველოსიპედის გამტაცებელმა მიიღო კინოაკადემიის ღირსების პრიზი.
იტალიური შედევრი ფედერიკო ფელინის გზა იყო ნომინაციაზე წარდგენილ ფილმებს შორის პირველი, რომელმაც სხვა ოთხ უცხოურ ნომინანტეს შორის გაიმარჯვა.
თავად ფედერიკო ფელინის საპატიო ოსკარი 1993 წელს გადასცეს, სიტყვით გამოსვლისას მადლობა მეუღლეს ჯულიეტა მაზინას გადაუხადა და სთხოვა ტირილი შეეწყვიტა.
იტალიამ უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში ყველაზე მეტჯერ - 14 ჯერ გაიმარჯვა.
ანა მანიანი გახდა პირველი იტალიელი, რომელმაც საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში 1956 წელს ოსკარი მიიღო ფილმისთვის როუზის ტატუ, თუმცა მსახიობი ცერემონიალს არ ესწრებოდა.
მანიანის მსგავსად არ დასწრებია ოსკარის ცერემონიალს სოფია ლორენი, რომელმაც ფილმისთვის ჩოჩარა 1962 წელს ჯილდო მიიღო. 1991 წელს კი მას მეორე - საპატიო ჯილდო გადაეცა.
იტალიელებმა ოსკარზე ჯერჯერობით ბოლო წარმატებას 2013 წელს მიაღწიეს, როდესაც საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში პაოლო სორენტინოს ფილმმა დიდებულმა სილამაზემ გაიმარჯვა.
ოსკარის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ ფრანგებსაც - 39 ნომინაციითა და 12 გამარჯვებით. მათ შორის 1973 წელს ლუი ბუნუელის ბურჟუაზიის მოკრძალებული ხიბლითა და 1975 წელს ფრანსუა ტირუფოს ამერიკული ღამით.
პირველი ფრანგი მსახიობი, რომელმაც ოსკარი მიიღო მარიონ კოტიარდი გახდა, მან ფილმში ცხოვრება ვარდისფერ ფერში ლეგენდარული ედიტ პიაფის როლი შეასრულა.
4 ოსკარს ფლობს ესპანეთი, მათ შორის ერთი პედრო ალმოდოვარს ეკუთვნის ფილმისთვის ყველაფერი დედაჩემის შესახებ.
პირველი ესპანელი მსახიობი რომელმაც ოსკარი მიიღო პენელოპა კრუზი იყო, ვუდი ალენის ფილმში - ვიკი კრისტინა ბარსელონა ქალის საუკეთესო მეორეხოვანი როლისთვის შესრულებისათვის.
საბჭოთა და რუსული ფილმები კინოაკადემიამ ცხრაჯერ წარადგინა ოსკარზე. აქედან სამმა ოსკარმა ოკეანე გადალახა და რუსეთში დაიდო ბინა. პირველი საბჭოთა ფილმი რომელმაც ოსკარი აიღო სერგეი ბარდანჩუკის მიერ გადაღებული ომი და მშვიდობა იყო, 1981 წელს კი ოსკარი გადაეცა ფილმს მოსკოვს ცრემლების არ სჯერა.
ოსკარი მართალია დაგვიანებით, მაგრამ აფრიკაშიც წავიდა, პირველი აფრიკელი მსახიობი რომელმაც ეს ჯილდო მიიღო - შარლიზ ტერონი გახდა ფილმისთვის მონსტრი.
ავსტრალიაში კი ეს ჯილდო პირველად ნიკოლ კიდმანმა წაიღო საათებში შესრულებული ვირჯინია ვულფის როლისთვის.
რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ქვეყნის სახელით ოსაკრზე ნანა ჯორჯაძის ფილმი შეყვარებული კულინარის ათასერთი რეცეპტი იყო ნომინირებული. რეჟისორი ზაზა ურუშაზე კი ფილმით მანდარინები, ესტონეთს წარმოადგენდა.
ოსკარების ისტორია ამერიკის გარდა 117 საზღვარგარეთულ ფილმს იტევს, მათგან 92 კი დღემდე ელოდება როდის წავა ოსკარის ოქროს ქანდაკება მათ ქვეყანაში. ვნახოთ რომელ ქვეყანას გაუმართლებს წელს და სად გაემგზავრება ოსკარი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები