რატომ უნდა ვისწავლოთ პროგრამირება მზიურში?
დღესდღეობით ყველა პრესტიჟული პროფესია კომპიუტერთან არის დაკავშირებული. პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო აქტუალური გახდა კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება. შეიძლება წარმოუდგენლად მოგეჩვენოთ, მაგრამ მაშინ, როცა ბევრმა ჩვენგანმა არაფერი იცოდა კომპიუტერისა და მისი შესაძლებლობების შესახებ, 1987 წელს, დაარსდა პირველი ქართული პროგრამირების სკოლა — საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური.
თუ ხართ დაინტერესებული, საფუძვლიანად დაეუფლოთ კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, ისწავლოთ პროფესიონალებისგან და საფუძველი ჩაუყაროთ წარმატებულ მომავალს, მაშინ გირჩევთ, განაგრძოთ სტატიის კითხვა.
წარმოიდგინეთ, ერთ მშვენიერ დღეს ისე კარგად ისწავლეთ პროგრამირება, რომ ბედი საერთაშორისო ოლიმპიადაზე სცადეთ. საბედნიეროდ, თქვენმა მონდომებამ შედეგი გამოიღო და მოხვდით გამარჯვებულთა შორის. მოპოვებული მედლის წყალობით კი, რომელიმე პრესტიჟულ უცხოურ უნივერსიტეტში (სრული ან ნაწილობრივი დაფინანსებით) მოეწყვეთ, ახლა კი, ისეთ ცნობილ კომპანიაში მუშაობთ, როგორიც, მაგალითად, Google-ია.
ფიქრობთ, რომ ამ ყველაფერზე მხოლოდ ოცნებაა შესაძლებელი? მაშინ სიურპრიზისთვის მოემზადეთ. მზიური არის ადგილი, სადაც თქვენი ოცნებების რეალიზებას შეძლებთ.
მზიურელების დიდი ნაწილი ამჟამად მუშაობს Facebook-ში, Google-ში, Microsoft-ში, Dropbox-სა და სხვა მრავალ წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიაში.
იმასაც გეტყვით, რომ მზიურის მოსწავლეები წარმატებით აგრძელებენ სწავლას ჩვენი ქვეყნისა თუ საზღვარგარეთის უმაღლესი რეიტინგის უნივერსიტეტებში. ნებისმიერი სასწავლებელი იამაყებდა იმ ფაქტით, რომ მისი მოსწავლეები სწავლას აგრძელებენ მსოფლიოს ერთერთ საუკეთესო უნივერსიტეტში Massachusetts Institute of Technologies (MIT). პირველი ორი ქართველი, რომლებმაც MIT დაამთავრეს, მზიურელები არიან. ამჟამად კიდევ ხუთი მზიურელი სწავლობს ამ უნივერსიტეტში. ყველა მათგანი, მათი წარმატებების გამო, სრული დაფინანსებით არის ჩარიცხული.
ამ წარმატებებში მთავარი განმსაზღვრელია გამარჯვებები საერთაშორისო კონკურსებსა და ოლიმპიადებში. მზიურელები მუდმივად არიან საქართველოს მოსწავლეთა ინფორმატიკის ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულთა შორის და მუდმივად ხვდებიან ქვეყნის ნაკრებში. მათ მონაპოვარში უამრავი მედალი და სხვადასხვა ხარისხის დიპლომია. მათ შორის, ყველაზე მაღალი ჯილდოებია ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადების 6 ოქროს, 6 ვერცხლისა და 24 ბრინჯაოს მედალი.
წარმატებული კურსდამთავრებულები რეგულარულად სხვადასხვა სახის დახმარებას უწევენ მზიურს. მიმდინარე წელს მათ მიერ საფუძველი ჩაეყარა ახალ ინიციატივას. იმ მოსწავლეებს, რომლებიც მოხვდებიან ინფორმატიკის ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებში, დაუფინანსდებათ სწავლის საფასური მანამ, სანამ ისწავლიან მზიურში, ანუ სკოლის დამთავრებამდე.
მზიურში, დიდი ხანია, მოქმედებს ფინანსური დახმარების პროგრამა, რომელიც ცენტრს საშუალებას აძლევს შეძლებისდაგვარად შეინარჩუნოს ნიჭიერი ბავშვები შეჭირვებული ოჯახებიდან.
და მაინც, რით არის მზიური უნიკალური? ალბათ, იმით, რომ მზიურისთვის მთავარი პრიორიტეტი მოსწავლეზე მორგებული გარემო, სწავლის თანამედროვე და საინტერესო მეთოდებია.
მზიური არის ადგილი, სადაც არასდროს დაკარგავთ მოტივაციას, აქ ყველა დაგეხმარებათ, რომ თქვენი ცხოვრების უკეთესი ვერსია შექმნათ და მსოფლიოში წარმატებულ ადამიანთა რიგებში მოხვდეთ.
ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა, ავსტრალია 2013
საქართველოს მოსწავლეთა ინფორმატიკის ეროვნული ნაკრები – წევრები და მწვრთნელები.
ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა, იაპონია 2018
ოლიმპიადის მიმდინარეობის საერთო ხედი
ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა, თეირანი 2017
დაჯილდოვები ცერემონია. გამარჯვებულთა შორის არიან მზიურელები ნიკოლოზ ბირკაძე და გიორგი კლდიაშვილი. ამჟამად ორივე MIT-ის სტუდენტია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები