გამოიცა ერთადერთი ქართული მესა, რომელიც ზაქარია ფალიაშვილს ეკუთვნის
ფოტო: ციფრული ბიბლიოთეკა
დღეს, 21 მაისს, საჯაროდ პირველად გამოიცემა ზაქარია ფალიაშვილის მიერ მე-19 საუკუნეში დაწერილი მესა. ეს ერთადერთი ქართული კათოლიკური მესის ნიმუშია ქართულ მუსიკაში. წიგნის პრეზენტაცია პეტრე და პავლე მოციქულთა ეკლესიაში შედგება, რომელიც ჯავახიშვილის #55-ში მდებარეობს.
ზაქარია ფალიაშვილის აქამდე უცნობი გამოცემის პრეზენტაცია მუზეუმების კვირეულის ფარგლებში იმართება, რომელიც მუზეუმის საერთაშორისო დღეს, 18 მაისს დაიწყო. მასალები, რომელთა კულტურული ღირებულებაც შეუფასებელია, აქამდე სამუზეუმო ფონდებსა და საცავებში იყო დაცული. მის პრეზენტაციას თბილისის მუზეუმების გაერთიანება აწყობს, რომლის მისიაც სწორედ საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის შენახვა, დაცვა, ღირსეულად წარმოჩენა და საზოგადოებისთვის გაცნობაა.
"გამოცემა წარმოაჩენს ზაქარია ფალიაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების განმსაზღვრელ ფაქტორს, მისი სულიერების იმ მნიშვნელოვანი ნაწილის შესწავლა-ანალიზს, რომელიც კათოლიკური წესის მესას უკავშირდება", — წერია მუზეუმების გაერთიანების კვირეულის აფიშაზე.
გამოცემის პრეზენტაცია დღეს, 4 საათზე დაიწყება და 30 წუთი გაგრძელდება.
მესა კომპოზიტორმა შემოქმედების ადრეულ წლებში დაწერა. თბილისის მუზეუმების გაერთიანების ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმის ხელნაწერ ფონდში მისი შექმნილი მესის სამი სხვადასხვა ეგზემპლარი ინახება, რომლებიც 1895-1900 წლებით თარიღდება. სამივე ხელნაწერი, კათოლიკური კანონიკის თანახმად, ექვსნაწილიანია.
გამოცემაში შესული მდიდარი ფოტომასალა და ავტორთა მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევები მოგვითხრობს დიდი კომპოზიტორის ცხოვრების ღირსშესანიშნავი ფაქტების, შემოქმედებასთან დაკავშირებული მოვლენებისა და მსოფლმხედველობის შესახებ.
კვლევითი მასალები შექმნილია თბილისის მუზეუმების გაერთიანებისა და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასთან თანამშრომლობის შედეგად. ფალიაშვილის შემოქმედების შესწავლის გარდა, მას მნიშვნელობა ენიჭება ქართული კულტურის ტოლერანტობის ასპექტშიც და გვახსენებს, რომ საქართველოს წარსულისა და ისტორიის შესწავლა ქვეყანაში მოღვაწე კათოლიკეების გარეშე შეუძლებელია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები