ელჩებმა 20 ივნისს დაზარალებულებს უპასუხეს — რა წერია წერილში
ფოტო: რუსთავი 2
20 ივნისს დაზარალებულებმა ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელისა და აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანისგან მიღებულ წერილი გაასაჯაროეს. ამ წერილში ელჩები პასუხობენ აქტივისტებს, რომლებმაც 14 მაისს მოუწოდეს მათ, დაეხმარონ საქართველოს პოლიტიკური კრიზისის დაძლევაში ისე, რომ "დაზარალებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს შეუნარჩუნდეთ შელახული უფლებებისთვის სამართლებრივი ბრძოლისა და ჯანმრთელობის რეაბილიტაციის სახელმწიფო გარანტიების მიღების უფლება".
პასუხში ელჩები აღნიშნავენ, რომ 9 აპრილის შეთანხმება მნიშვნელოვანი დოკუმენტია პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად და მის მისაღებად დიდი ძალისხმევა იყო საჭირო. ამავდროულად, აცხადებენ, რომ ასეთ პოლარიზებულ გარემოში, როგორიც საქართველოშია პარლამენტში ინკლუზიური პროცესი საჭიროა იმ რეფორმების ხელშესაწყობად, რომლებიც ხელს შეუშლის 20 ივნისის მსგავსი ტრაგიკული მოვლენების განმეორებას და უფრო მეტ გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას უზრუნველყოფს.
"ამნისტიის კანონი, რომელიც შეთანხმებაშია ასახული ეხება მტკივნეულ მომენტს საქართველოს ისტორიაში, არა მხოლოდ 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების მსხვერპლებს, არამედ გამოწვევებსაც, რომელიც მიმართული იყო საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისკენ", — წერია მათ პასუხში.
გთავაზობთ აქტივისტების მიერ გავრცელებული წერილის თარგმანს:
ძვირფასო ხელმომწერებო
მადლობას გიხდით წერილისთვის, რომელიც 14 მაისს გამოგვიგზავნეთ. როგორც საქართველოს პარტნიორებმა, ჩვენ ვიმუშავეთ, რომ დავხმარებოდით ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის დასრულებაში, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეიქმნა. 19 აპრილის შეთანხმება მიღწეული იქნა რთული მოლაპარაკებების შედეგად და წარმოადგენს რთული ბრძოლით მიღწეულ კონსენსუსს პოლიტიკურ პარტიებს შორის. ვიმედოვნებთ და გვჯერა, რომ ამ შეთანხმებით, საქართველოს შეუძლია გადაშალოს ახალი ფურცელი მოქმედი პარლამენტის ფუნქციონირების აღდგენისკენ შორს მიმავალი რეფორმების გატარებით, რომლებიც გააღრმავებს საქართველოს დემოკრატიას.
19 აპრილის შეთანხმება იყო კომპრომისი, რომელიც შედგა რთული მედიაციის პროცესით და მისი შინაარსი სრულად ეკუთვნის საქართველოს პოლიტიკური ლიდერებს. ამ შეთანხმების პირველი მუხლის ასახავს ვალდებულებას, განხილულ იქნეს პოლიტიზებული სამართლის შემთხვევები.
შეთანხმების მიხედვით, პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ პარტიებზეა დამოკიდებული ვალდებულებების ზუსტი მოდელის დადგენა, მათ შორის, ამნისტიის კანონის აღსრულება, რომელიც შეესაბამება შეთანხმების განზრახულ მიზნებს და ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობას, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, ისევე როგორც სხვა კონვენციებს, რომელთა წევრიც არის საქართველო.
ამნისტიის კანონი, რომელიც პარტიების შეთანხმებაშია ასახული ეხება მტკივნეულ მომენტს საქართველოს ისტორიაში, არა მხოლოდ 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების მსხვერპლებს, არამედ გამოწვევებსაც, რომელიც მიმართული იყო საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისკენ.
ასეთ პოლარიზებულ გარემოში, პარლამენტში ინკლუზიური პროცესი საჭიროა იმ რეფორმების ხელშესაწყობად, რომლებიც ხელს შეუშლის ასეთი ტრაგიკული მოვლენების განმეორებას და უფრო მეტ გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას უზრუნველყოფს.
შეთანხმების დასკვნის მიხედვით, ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ უზრუნველყოს მისი წარმატებული იმპლემენტაცია საქართველოს პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად. ეს საშუალებას მისცემს ყველა პარტიას, იმუშაოს საქართველოს სამომავლო დემოკრატიული კონსოლიდაციისთვის და იმოქმედოს სამართლიანად და ანგარიშვალდებულად დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისათვის.
20 ივნისს დაზარალებულები წინააღმდეგი არიან ამნისტიის კანონპროექტის და აცხადებენ, რომ ხელისუფლებას მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობა არ უნდა შერჩეს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები