ქართული სტარტაპი Payze ამერიკული Y Combinator-ის აქსელერაციის პროგრამაში მოხვდა
ფოტო: Kakha Gelashvili / Facebook
ონლაინ გადახდების ქართული სტარტაპი Payze წამყვანი ამერიკული აქსელერატორის Y Combinator-ის აქსელერაციის პროგრამაში მოხვდა. აღსანიშნავია, რომ ის ჯერ-ჯერობით ერთადერთი ქართული კომპანიაა, რომელიც Y Combinator-ში გაივლის აქსელერაციას.
Y Combinator 2005 წლიდან ოპერირებს ამერიკის ბაზარზე და მისი დახმარებით 2000-ზე მეტი კომპანია გაეშვა.
დადგა ის დღეც, როცა ღიად შეგვიძლია გამოვაცხადოთ, რომ ფეიზი გახდა YCombinator-ის აქსელერაციის პროგრამის მონაწილე, რაც ძალიან დიდი და თავდაუზოგავი შრომის ნაყოფია. ხოლო ეს ფაქტი და ის გამოცდილება, რაც ჩვენ აქ მივიღეთ, აღებს ძალიან ბევრ კარს და იძლვევა უსაზღვრო შესაძლებლობებს ჩვენი გუნდის და კომპანიის წინსვლისათვის!
სტარტაპის თანადამფუძნებლის თქმით, YCombinator-ის გუნდმა დაუდასტურათ, რომ Payze რეგიონში პირველი სტარტაპია, რომელმაც გაიარა ელიტარული აქსელერაციის ეს პროგრამა ისეთი კომპანიების შემდეგ, როგორებიც არიან Dropbox, Airbnb და Stripe.
ფოტო: Kakha Gelashvili / Facebook
Payze პროგრამული უზრუნველყოფის პლატფორმაა ინტერნეტბიზნესის მართვისთვის. ის დიდ თუ მცირე ბიზნესის მფლობელებს დროის დაზოგვასა და ბიზნესის ეფექტიანად მართვაში უწყობს ხელს.
პლატფორმა გადახდების სისტემას იმდენად ამარტივებს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ მაღაზიას არ ფლობთ და თქვენს პროდუქტს სოციალური ქსელების მეშვეობით ყიდით, Payze-ს დახმარებით საშუალება გექნებათ, დააგენერიროთ გადახდის ბმულები, პროდუქციის ფოტოს აღწერაშივე მიუთითოთ ბმული, რომელზე გადასვლის შემდეგაც მომხმარებელი გადაიხდის თანხას და ეს ინფორმაცია თქვენს ელ-ფოსტაზე ან ტელეფონზე მოვა შეტყობინების სახით. შეტყობინებაში კი იქნება გადახდის ინფორმაცია სრულად და მისამართი, სადაც ესა თუ ის პროდუქტი უნდა გაგზავნოთ.
Payze საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს ინიციატივით გამართული 500 Startups-ის აქსელერაციის პროგრამის გამარჯვებულიცაა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები