უკვე სერიოზული კითხვები ჩნდება, რა არის ამ აქციის რეალური მიზანი — თალაკვაძე ნამახვანჰესზე
ფოტო: ანა მსხალაძე / On.ge
ქართული ოცნების დეპუტატი, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ უკვე სერიოზული კითხვები ჩნდება, თუ რა არის ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციების რეალური მიზანი.
"როცა პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ კაშხლის მშენებლობაზე გამოცხადდა მორატორიუმი და შემდეგი თვეები მისი აშენება არ ხდება, როცა თქვა რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასება ხელახლა მოხდება და თქვა, რომ დადებული ხელშეკრულების შეფასება მოხდება დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ. მაინტერესებს, რას აპროტესტებს ამ ჯგუფის ორგანიზატორი? და რა არის დღეს მოთხოვნები თუ არა ის, რომ საერთოდ უაპელაციოდ გაუქმდეს ეს პროექტი. ეს დამოკიდებულება გახლავთ უბრალოდ მიუღებელი. ულტიმატუმები და კატეგორიებით საუბარი, ვფიქრობ, არ არის ის ფორმა, რომელიც დემოკრატიულ სახელმწიფოში უნდა არსებობდეს. ამიტომ მთავარი კითხვა გახლავთ ის — თუ მთავარი საკითხები რაც იყო, მშენებლობა შეჩერებულია, კონტრაქტის გადამოწმება და შეფასება ხდება, გარემოზე ზემოქმედება ხელახლა იქნება შეფასებული. მაინტერესებს, რა არის ის მოთხოვნები, რომელსაც დღეს ამ აქციის ორგანიზატორები აყენებენ. ეს ერთი და მეორე, უკვე ძალიან სერიოზული კითხვები ჩნდება, თუ რა არის ამ აქციების რეალური მიზანი და ვფიქრობ, აქ უკვე მეტი საჯარო განმარტებები უნდა გაკეთდეს აქციის ორგანიზატორების მხრიდან", — აცხადებს თალაკვაძე.
მისივე თქმით, საქართველოს სტრატეგიული ინტერესია გაიზარდოს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის ხარისხი
"საქართველოს სტრატეგიული ინტერესი გახლავთ შემდეგი, რომ გაიზარდოს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის ხარისხი და საქართველოში ჩვენმა ენერგოსისტემამ გამოიმუშავოს მეტი ელექტროენერგია. ეს პირდაპირ არის დაკავშირებული ეკონომიკურ ზრდასთან და ახალ სამუშაო ადგილებთან. გვაინტერესებს, როცა ყველ კითხვაზე იყო შემხვედრი პოზიციები, იყო მოწოდება დიალოგისკენ, მზადყოფნაა დღესაც საგნობრივი საუბრის. რას ემსახურება ეს პროტესტი და არის თუ არა მიმართული საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგ? ეს გახლავთ დღეს მთავარი კითხვები, რაზე პასუხები უნდა მოვისმინოთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს ჩვენი შეფასებები, ამაზე პასუხები სჭირდება საზოგადოებას", — ამბობს დეპუტატი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები