ვითარება უნდა შეიცვალოს, ინფორმაციის დახურვა ყოველმხრივ საზიანოა — სარჯველაძე ნინოწმინდის პანსიონზე
ფოტო: კადრი ვიდეოდან/საქართველოს პარლამენტი
პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ნინოწმინდის პანსიონში შექმნილი ვითარება დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს და ინფორმაციის დახურვა საზიანოა. ამის შესახებ მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ეს ვითარება ვერ გაგრძელდება, ეს ვითარება უნდა შეიცვალოს და საამისოდ ვართ მზად რომ ყველაფერი გაკეთდეს. შესაბამისად, ჩემი თხოვნაა ყველას მიმართ, ინფორმაციის დახურვა, ჩაკეტვა არის ყოველმხრივ საზიანო პირველ რიგში ამ ბავშვთა სახლისთვის. შესაბამისად, ვიზრუნოთ ყველამ, რომ ეს მდგომარეობა რეალურად აღმოიფხვრას და ნორმალურ კალაპოტში ჩადგეს მოვლენები", — თქვა დეპუტატმა.
სარჯველაძის განცხადებით, "შექმნილია ვითარება, რომელიც ასე ვერ გაგრძელდება". მან ყველას მიმართა თხოვნით, ნუ ეცდებიან, რომელიმე მხარე წარმოაჩინონ შავ ფერში და რომელიმე — თეთრ ფერში.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკლებლივ ყველას ჩართულობით და მე მინდა საამისოდ მზადყოფნა გამოვხატო და საჯაროდ ვაფიქსირებ, რომ ვითარება მოითხოვს უსწრაფესად, დაუყოვნებლივ შეცვლას, სწორ, ნორმალურ კალაპოტში ჩაყენებას. საამისოდ ყველა დაინტერესებული მხარის ძალისხმევა იქნება ძალზედ მნიშვნელოვანი", — თქვა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ.
რა ხდება ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში
სახალხო დამცველი წლებია აღნიშნავს, რომ ნინოწმინდის წმინდა ნინოს ბავშვთა პანსიონში განხორციელებულმა მონიტორინგებმა ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები გამოკვეთა. პანსიონში მცხოვრები არასრულწლოვნები, ფაქტობრივად, იზოლირებულები არიან სოციუმიდან და პრობლემურია მათი ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილების საკითხი.
15 აპრილს სახალხო დამცველის წარმომადგენელი საპატრიარქოს ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში არ შეუშვეს. ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ ამის მიზეზად, დაწესებულების წარმომადგენელმა სხალთის მთავარეპისკოპოსის, მეუფე სპირიდონის მითითება დაასახელა. განმარტება გააკეთა თავად სპირიდონმაც და ჰომოფობიური მიზეზი დაასახელა — მისი თქმით, პანსიონში ომბუდსმენის წარმომადგენლებს იმიტომ არ უშვებს, რომ "ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ითხოვენ და ასეთებს თავის ბავშვებს საჯიჯგნად ვერ მისცემს".
ამის შემდეგ ორგანიზაციამ პარტიონორობა ადამიანის უფლებებისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და მთავრობისგან ნინოწმინდის პანსიონში ყველა შესაბამისი უწყების მიერ მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა მოითხოვა. სასამართლოს ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა დააკმაყოფილა გაერომ და შესაბამისად, მთავრობა ვალდებულია, უზრუნველყოს მონიტორინგი.
რაც შეეხება სახელმწიფოს რეაქციას, 14 მაისს, პარლამენტში, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა, დეპუტატ დავით სერგეენკოს კითხვის პასუხად თქვა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ბოლო ერთი თვის განმავლობაში მეურვე-მზრუნველობის ორგანო მონიტორინგს სტანდარტულად ახორციელებს.
15 მაისს კი On.ge-ს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში უთხრეს, რომ ბავშვთა პანსიონში სოციალური მუშაკი უკვე სამი კვირის განმავლობაში ახორციელებს გეგმიურ ვიზიტებს და აქტიურად მიმდინარეობს ბავშვებთან პირისპირ შეხვედრები და ინტერვიუები.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, მათი წარმომადგენლები 19 მაისს ისევ იმყოფებოდნენ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, თუმცა მონიტორინგის საშუალება კვლავ არ მიეცათ. როგორც ისინი ამბობენ, პანსიონის წარმომადგენლებმა მათთან საუბარი არ ისურვეს და მიზეზად ხელმძღვანელის მითითება დაასახელეს.
სახალხო დამცველის ცნობით, ამჟამად პანსიონში 57 არასრულწლოვანი ირიცხება, მათგან ყველაზე პატარა 5 წლისაა. ომბუდსმენი ამბობს, რომ დაწესებულებაში მონიტორინგის შესაძლებლობა არც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალურ მუშაკს ეძლევა, რომელსაც 2020 წლის ივნისის შემდეგ პანსიონში არ შესულა.
"სახალხო დამცველისადმი სააგენტოს მიერ მოწოდებულ ოფიციალურ კორესპონდენციაში აღნიშნულია, რომ მეუფე სპირიდონი პანსიონში სოციალური მუშაკის ვიზიტების წინააღმდეგია, რაც ადგილზე სოციალურმა მუშაკმაც დაადასტურა".
აღსანიშნავია, რომ ამ ყველაფრის პარალელურად, პანსიონში პრორუსული Alt-info შეუშვეს. Alt-info, რომელიც ცნობილია ჰომოფობიური, ქსენოფობიური, დისკრიმინაციული გზავნილებით და ძალადობრივ ჯგუფებთან კავშირით პანსიონს რამდენიმე კვირის წინ სტუმრობდა და სიუჯეტი გადაიღო. სიუჟეტი მიმართულია სახალხლო დამცველისა და მედიის დისკრედიტაციისკენ და მიზნად ისახავს ეკლესიის დადებითად წარმოჩენას.
ამავე თემაზე:
- ბავშვთა უფლებების მონიტორინგი შესაბამისი უწყებების მიერ ყველგან უნდა ხდებოდეს — UNICEF
- კოალიცია მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ უზრუნველყონ ომბუდსმენის წარმომადგენლის ვიზიტი ნინოწმინდის პანსიონში
- მეუფე ნიკოლოზის თქმით, პანსიონში ომბუდსმენის წარმომადგენელს შეუშვებენ, თუ მათ კვალიფიკაციაში დარწმუნდებიან
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები