პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
ფოტო: On.ge/ანა მსხალაძე
პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. პაკეტში სამი კანონპროექტი შედის, რომელთაგან ერთს 92-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ორს კი 91-მა. მხარდამჭერებს შორის არიან ოპოზიციის დეპუტატებიც.
კანონპროექტის ავტორები ამბობენ, რომ ცვლილებების შედეგად, აღმოიფხვრება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად გამოვლენილი ცალკეული ხარვეზები, დაიხვეწება საარჩევნო კანონმდებლობა, უზრუნველყოფილ იქნება დემოკრატიული პროცესების ჯეროვანი და სტაბილური განვითარება.
"შედეგად, კიდევ უფრო გაიზრდება არჩევნების მიმართ სანდოობა და შესრულდება პარტიებს შორის მემორანდუმით განსაზღვრული ვალდებულებები", — წერია განმარტებით ბარათში.
კანონპროექტი ითვალისწინებს:
- ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობის და გადაწყვეტილებების მიღების წესის
ცვლილებას; - ცესკოს წევრთა რაოდენობის, შემადგენლობის და მათი არჩევის წესის ცვლილებას;
- პარტიების მიერ ცესკოს წევრების დანიშვნისა და მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის წესის ცვლილებას;
- ცესკოს თავმჯდომარის არჩევის ახალ წესს;
- საოლქო საარჩევნო კომისიის შექმნის, კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა დანიშვნის/არჩევის წესის ცვლილებას;
- საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილებათა დაზუსტებას;
- საუბნო საარჩევნო კომისიის შექმნის წესში, კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა არჩევისა/დანიშვნისა და უფლებამოსილებების ცვლილებებს;
- წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლების მქონე პირთა წრის შეზღუდვას, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ამკრძალავ ახალ წესს და კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხების აკრძალვას;
- კენჭისყრის და არჩევნების შედეგების შეჯამების წესების და ვადების ცვლილებებს;
- კანონით განსაზღვრული გასაჩივრების ვადებისა და წესის ცვლილებას;
- მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შემადგენლობის განსაზღვრის ახალ წესს;
- პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარებული არჩევნების შედეგების გამოთვლის წესების ცვლილებას;
- არჩევნებში გარკვეულ მოქმედებათა ელექტრონული საშუალებებით განხორციელების შესაძლებლობებს.
კანონპროექტის ინიციატორები შალვა პაპუაშვილი, ლევან იოსელიანი, ალეკო ელისაშვილი, ფრიდონ ინჯია, კახაბერ კუჭავა, ნიკოლოზ სამხარაძე, ავთანდილ ენუქიძე, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, მამუკა მდინარაძე და ირაკლი ჩიქოვანი არიან. ცვლილებები ქართულ ოცნებასა და პარტია მოქალაქეებს შორის დაწყებული დიალოგის ნაწილია, რომლის შედეგადაც მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის სიით შესულმა დეპუტატებმაც, ევროპელმა სოციალისტებმა.
კანონპროექტის ავტორების განცხადებით, ცვლილებების მიზანია საქართველოს საარჩევნო კოდექსში აისახოს ნორმები, რომლებითაც აღმოიფხვრება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად გამოვლენილი ცალკეული ხარვეზები, ასევე, ეუთო/ოდირის რეკომენდაციები საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების საკითხებზე და უპასუხოს პოლიტიკურ პარტიებს შორის გაფორმებული მემორანდუმის სულისკვეთებას.
განმარტებით ბარათში, ასევე, წერია, რომ კანონპროექტის მიღების შედეგად, შესაძლოა, გაიზარდოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი, რადგან კანონპროექტით იცვლება ჯარიმა გარკვეული სამართალდარღვევების ჩადენისთვის.
"ამ სამართალდარღვევების ჩადენა გამოიწვევს პასუხისმგებლობის დაკისრებას ჯარიმის სახით, ხოლო გადახდილი თანხა მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში. ამ კუთხით სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენის ოდენობა დამოკიდებულია, თუ რამდენი პირი დაჯარიმდება აღნიშნულ სამართალდარღვევათა ჩადენის გამო. აღნიშნული სამართალდარღვევების ჩადენისთვის განსაზღვრული ჯარიმების ოდენობაა 2000 ლარი", — წერია დოკუმენტში.
ამასთან, კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტში იმ ოდენობით, რაც საჭიროა სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფისთვის, მათ შორის, ცესკოს მიერ გარკვეული ქმედებების ელექტრონულად განხორციელებისთვის, ასევე, შრომის ანაზღაურებისა და სხვა ხარჯების დასაფარად.
განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ამ ხარჯების ოდენობა დამოკიდებულია იმ გარემოებებზე, თუ რა რაოდენობის მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შეძენა და რა რაოდენობის ადამიანური რესურსი იქნება საჭირო კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხების უზრუნველსაყოფად. მაგალითად, მითითებულია, რომ საარჩევნო ბიულეტენების ერთი ელექტრონული მთვლელის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 1 500-2 500 დოლარის ექვივალენტია ლარში. განმარტებით ბარათში წერია ისიც, რომ ამ ეტაპზე დაგეგმილია 400 მთვლელის ერთჯერადად შესყიდვა.
ამასთან, დოკუმენტში საუბარია სხვა ხარჯებზეც, კერძოდ, ამომრჩევლის ერთი ელექტრონული რეგისტრატორის საბაზრო ღირებულებად მითითებულია 300-600 დოლარის ექვივალენტი ლარში და ამ ეტაპზე დაგეგმილია 6 000 ასეთი რეგისტრატორის ერთჯერადად შესყიდვა.
გარდა ამისა, საარჩევნო კომისიების წევრების რაოდენობის გაზრდის გამო, კანონპროექტის მიღების შედეგად მოსალოდნელია დამატებითი ხარჯების გამოყოფა მათი შრომის ანაზღაურების კუთხით. კერძოდ, განმარტებით ბარათში წერია, რომ ერთი საარჩევნო წლის ფარგლებში დაიხარჯება:
- ცესკოს წევრების შრომის ანაზღაურებისათვის ჯამში 181 267 ლარი;
- საოლქო საარჩევნო კომისიების წევრების შრომის ანაზღაურებისათვის ჯამში 1 872 000 ლარი;
- სარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების დაფინანსებისათვის ჯამში 396 875 ლარი;
ამავდროულად, მოსალოდნელია საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შრომის ანაზღაურების ოდენობის შემცირება ჯამში 2 282 560 ლარით, ერთი საარჩევნო წლის ფარგლებში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები