თუ საბჭოს ახალი წევრები არ იქნებიან არჩეული, მოხდება სასამართლო სისტემის სრული პარალიზება — მიქაუტაძე
ფოტო: გელა ბოჩიკაშვილი / On.ge
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი მიქაუტაძე აცხადებს, რომ თუ დღეს მოსამართლეთა კონფერენცია არ ჩატარდებოდა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს არ აირჩევენ, სასამართლო სისტემის სრული პარალიზება მოხდება. ასე უპასუხა მან კრიტიკა პროცესის დაჩქარების შესახებ.
მიქაუტაძის განმარტებით, 15-წევრიანი საბჭო ახლა 14 ადამიანისგან შედგება, რადგან ერთ არამოსამართლე წევრს ვადა გაუვიდა. ამასთან, ის ამბობს, რომ ვადა გასდის კიდევ 8 წევრს.
"შესაბამისად, თუ დღეს კონფერენცია არ ჩატარდებოდა და საბჭოს ახალი წევრები არ იქნებიან არჩეული, ამ შემთხვევაში მოხდება სრული პარალიზება, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოსი, ასევე სასამართლო სისტემის. გარდა მოსამართლეების წარდგენისა და დანიშვნისა, საბჭო პასუხისმგებელია ძალიან ბევრ საკითხზე. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, რომელსაც საერთო სასამართლოების დეპარტამენტი ახორციელებს, ფაქტობრივად დამოკიდებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობაზე და წარმოუდგენელია სასამართლოს ფუნქციონირება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გარეშე", — უთხრა მან ჟურნალისტებს და დასძინა, რომ ყველა ადამიანი დაეთანხმება, ვისაც სასამართლო სისტემა ესმის.
ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს შარლ მიშელის დოკუმენტის ჩანაწერზეც. მიქაუტაძე ამბობს, რომ საერთაშორისო პარტნიორებს რეფორმების საკითხში ყოველთვის ეთანხმებოდნენ, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს "სასამართლო სისტემის პარალიზების ხარჯზე".
"ჩვენ ყველას, განსაკუთრებით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ყოველთვის ვეთანხმებოდით რეფორმების საკითხში, მათ შორის ჩართული ვიყავით ყოველთვის აქტიურად. ოთხივე ტალღაში სასამართლო სისტემა მონაწილეობდა ამ საკანონმდებლო პროცესში. ეს დაახლოებით ათი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ჩვენ დღესაც ვაცხადებთ, რომ თანახმა ვართ ჩავერთოთ, თუ იქნება ინიციატივები რეფორმების გატარების თაობაზე, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს სასამართლო სისტემის პარალიზების ხარჯზე. სასამართლო გაჩერდება, პირდაპირი გაგებით გეუბნებით ამას, თუ არ იმუშავებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო", — აცხადებს მიქაუტაძე.
მოსამართლეთა კონფერენცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 წევრის არჩევაზე მსჯელობს. ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე ოთხი კანდიდატია წარდგენილი, კერძოდ: ლევან მიქაბერიძე, თემურ გოგოხია, ბადრი შონია, გოჩა აბუსერიძე.
მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციის პარალელურად, იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან აქცია მიმდინარეობს. აქტივისტები საბჭოს წევრების არჩევას აპრიტესტებენ და პროცესის შეჩერებას ითხოვენ. ადგილზე მობილიზებული პოლიციაც.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, ნატალია ვუტოვამ პარლამენტის თავმჯდომარეს წერილი მისწერეს და შარლ მიშელის შეთანხმებით აღებული პასუხისმგებლობები და ვალდებულებები შეახსენეს. კერძოდ, დიპლომატები აღნიშნავენ, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნის პროცესი დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს. მათი განცხადებით, ეს აჩვენებს ნამდვილ ერთგულებას მართლმსაჯულების გამჭვირვალობასა და მის მიმართ ნდობის გაზრდის საქმეში.
წერილს წერილითვე უპასუხა კახა კუჭავამ. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კონსტიტუციისა და შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების დამტკიცება მიმდინარე წლის ივნისში ევალება. სპიკერი აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტი არ არის უფლებამოსილი, დაელოდოს 2022 წლის საგაზაფხულო სესიაზე განსახორციელებელ საკანონმდებლო ცვლილებებს და საბჭოში ხუთი ვაკანსია მომდევნო ერთი წლის განმავლობაში შეუვსებელი დატოვოს.
შარლ მიშელის დოკუმენტის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი სასამართლო რეფორმას ეხება. შეთანხმებაში წერია, რომ არსებული წესით უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნისგან თავი უნდა შეიკავონ. ამასთან, მითითებულია, რომ პარლამენტს უნდა წარედგინოს უზენაეს სასამართლოში დანიშვნის კანონპროექტი, სადაც გათვალისწინებული იქნება 2019 წელს გამოქვეყნებული ვენეციის კომისიის დასკვნა, ღია კენჭისყრა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და ამ უკანასკნელის ნომინაციების დასაბუთების აუცილებლობა.
ასევე, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმა გამჭვირვალობის, მთლიანობის და სანდოობის მიზნით, მათ შორის დანიშვნებში, შეფასებებში, დაწინაურებებში, ტრანსფერებში, შედგენილია ზომები და საჩივრები, რომლებიც წარედგინება ვენეციის კომისიას და ეუთო/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს (ODIHR) მოსაზრებისთვის და რეკომენდაციებისთვის, რაც სრულად უნდა შესრულდეს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები