საბჭოს ახლადარჩეული წევრის მტკიცებით, არ იცოდა კანდიდატი თუ იქნებოდა
ფოტო: On.ge/გვანცა სეთურიძე
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახლადარჩეული წევრის, გოჩა აბუსერიძის მტკიცებით, არ იცოდა, კანდიდატად თუ იყო წარდგენილი. მისი თქმით, დღეს ერთ-ერთმა კოლეგამ წარადგინა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს არჩევის შემდეგ განუცხადა. მას ჰკითხეს იმის შესახებ, რომ ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, საბჭოში მხოლოდ ის ადამიანები ინიშნებიან, რომლებსაც მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი ლობირებს. აბუსერიძის თქმით, ამგვარი შეკითხვა მისთვის შეურაცხმყოფელია და როცა უზენაესი სასამართლოს კონკურსში მონაწილეობდა, მაშინ ნაზი ჯანეზაშვილს "არგუმენტირებულად" უპასუხა.
"ამგვარი შეკითხვა ჩემთვის, როგორც მოსამართლისთვის არის შეურაცხმყოფელი, იმიტომ რომ თავისი შინაარსობრივი დატვირთვით მიმართულია მხოლოდ სასამართლოს დისკრედიტაციისკენ. არანაირი ზეწოლა, წინასწარი შეთანხმება არ ყოფილა, მოლოდინის რეჟიმშიც არ ვყოფილვარ, რომ დღეს წარდგენილი ვყოფილიყავი საბჭოს წევრის კანდიდატურაზე. ამგვარი შეკითხვა და ისეთი საუბრები, რომ კლანი არსებობს, არის დემაგოგია და მიმართულია სასამართლოს დისკრედიტაციისკენ. შეგიძლიათ ჩემი პროფესიული მოღვაწეობაც გამოიკვლიოთ, წარსულიც, თუგინდ კავშირებიც", — აცხადებს აბუსერიძე.
მას ჰკითხეს, მისი აზრით, არსებობს თუ არა სასამართლოში კლანი. კითხვას მან ასე უპასუხა:
"სასამართლო სისტემაში არსებობს სასამართლოს კორპორაცია და სასამართლოს მართავენ მოსამართლეები".
კითხვას, იყო თუ არა ინფორმირებული მისი არჩევის შესახებ, აბუსერიძე პასუხობს:
"არ ვიცი, არამგონია".
ამასთან, ის ამბობს, რომ ჩინჩალაძეს იცნობს, თუმცა ამ საკითხზე კომუნიკაცია არ ჰქონია.
აბუსერიძემ თქვა ისიც, რომ არჩევა მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა და მაქსიმუმს გააკეთებს, რომ "სასამართლო იყოს უკეთესი, ვიდრე დღეს არის".
გოჩა აბუსერიძე 2020 წლიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა. 2020 წელს აბუსერიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი იყო. გასაუბრებაზე ქართველი ქალის დახასიათებისას მან თქვა, რომ დედობა და შვილების გაჩენა ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.
დღეს, 26 მაისს, მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 წევრი აირჩიეს. კერძოდ, ლევან მიქაბერიძე, თემურ გოგოხია, ბადრი შონია და გელა აბუსერიძე.
მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციის პარალელურად, იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან აქცია მიმდინარეობდა. აქტივისტები საბჭოს წევრების არჩევას აპრიტესტებენ და პროცესის შეჩერებას ითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, ნატალია ვუტოვამ პარლამენტის თავმჯდომარეს წერილი მისწერეს და შარლ მიშელის შეთანხმებით აღებული პასუხისმგებლობები და ვალდებულებები შეახსენეს. კერძოდ, დიპლომატები აღნიშნავენ, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნის პროცესი დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს. მათი განცხადებით, ეს აჩვენებს ნამდვილ ერთგულებას მართლმსაჯულების გამჭვირვალობასა და მის მიმართ ნდობის გაზრდის საქმეში.
წერილს წერილითვე უპასუხა კახა კუჭავამ. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კონსტიტუციისა და შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების დამტკიცება მიმდინარე წლის ივნისში ევალება. სპიკერი აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტი არ არის უფლებამოსილი, დაელოდოს 2022 წლის საგაზაფხულო სესიაზე განსახორციელებელ საკანონმდებლო ცვლილებებს და საბჭოში ხუთი ვაკანსია მომდევნო ერთი წლის განმავლობაში შეუვსებელი დატოვოს.
შარლ მიშელის დოკუმენტის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი სასამართლო რეფორმას ეხება. შეთანხმებაში წერია, რომ არსებული წესით უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნისგან თავი უნდა შეიკავონ. ამასთან, მითითებულია, რომ პარლამენტს უნდა წარედგინოს უზენაეს სასამართლოში დანიშვნის კანონპროექტი, სადაც გათვალისწინებული იქნება 2019 წელს გამოქვეყნებული ვენეციის კომისიის დასკვნა, ღია კენჭისყრა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და ამ უკანასკნელის ნომინაციების დასაბუთების აუცილებლობა.
ასევე, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმა გამჭვირვალობის, მთლიანობის და სანდოობის მიზნით, მათ შორის დანიშვნებში, შეფასებებში, დაწინაურებებში, ტრანსფერებში, შედგენილია ზომები და საჩივრები, რომლებიც წარედგინება ვენეციის კომისიას და ეუთო/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს (ODIHR) მოსაზრებისთვის და რეკომენდაციებისთვის, რაც სრულად უნდა შესრულდეს.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები