ნახეთ "თბილისი — წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" ფარგლებში გამოცხადებული სარეზიდენციო პროგრამის გამარჯვებულები
27 მაისს, ცნობილი გახდა "თბილისი — წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" ფარგლებში, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მიერ გამოცხადებული, ქართველ მწერალთა სარეზიდენციო პროგრამის გამარჯვებული მწერლების ვინაობა.
პროგრამის ფარგლებში მიღებული აპლიკაციები დეტალურად განიხილა და შეაფასა სპეციალურად შექმნილმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ: როსტომ ჩხეიძე, ირაკლი კაკაბაძე, ნინო სადღობელაშვილი, ნესტან (ნენე) კვინიკაძე და ირაკლი სამსონაძე. ჟიურის გადაწყვეტილებით, გამოვლინდა ათი გამარჯვებული, რომლებსაც, მიმდინარე წლის ზაფხულში, შესაძლებლობა ექნებათ, პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილ ახალ ლიტერატურულ ტექსტებზე, მშვიდ და კომფორტულ გარემოში იმუშაონ. გამარჯვებულები არიან:
- მარი ბექაური - ტოტალური ადამიანი (სულაკაურის გამომცემლობა);
- თამთა მელაშვილი - ბერტა ფონ ზუტნერის გზა საქართველოში (სულაკაურის
გამომცემლობა); - ნათია როსტიაშვილი - სხვა სკოლა (ინტელექტი);
- შოთა იათაშვილი - ნათიას და თათიას თავგადასავალი (პალიტრა L);
- სალომე ბენიძე - თოვლივით მსუბუქი მიწა (ინტელექტი);
- ილია ჭანტურია - გემი დავლანდე (არტანუჯი);
- დათია ბადალაშვილი - მათ სხვა ცხოვრება არ ენახათ (ინტელექტი);
- ეკა ქევანიშვილი - საბჭოთა (ბავშვობის) ჰერბარიუმი (მელანი);
- პაატა შამუგია - არგადარჩენა (ინტელექტი);
- დავით რობაქიძე - რწყილი და ჭიანჭველა (საარი).
"ქართველ მწერალთა სარეზიდენციო პროგრამა "თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია. მოხარული ვარ, რომ კონკურსით არაერთი ავტორი დაინტერესდა. ხოლო გამარჯვებულთა შორის იკითხება, როგორც გამოცდილი, ასევე, ახალბედა მწერლების გვარებიც. ავტორებს სასიამოვნო სამუშაო პროცესს ვუსურვებ და მოუთმენლად ველი, ჩვენი პროექტის ფარგლებში შექმნილ ლიტერატურულ ნაწარმოებებს", — ამბობს "თბილისი — წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი.
"საკონკურსოდ შემოსული განაცხადების რაოდენობამ დაგვარწმუნა, რომ დღეს ქართველ მწერლებს სარეზიდენციო პროგრამები განსაკუთრებულად სჭირდებათ. ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი პროექტების განხორციელების საშუალება სამომავლოდაც მოგვეცემა. ამან დაგვარწმუნა იმაშიც, რაოდენ პროდუქტიულები არიან დღეს ქართველი მწერლები და რამდენი ახალი და საინტერესო ტექსტი იქმნება თანამედროვე ქართულ სალიტერატურო სივრცეში. ჟიურის წევრებისთვის ძალიან რთული აღმოჩნდა არჩევანის გაკეთება, თუმცა, მოხარული ვართ, რომ ქართულ ლიტერატურას, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მომავალი წლის 23 აპრილამდე ათი არაჩვეულებრივი, ჟანრობრივად განსხვავებული წიგნი შეემატება", — განაცხადა საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ, გვანცა ჯობავამ.
მწერალთა სარეზიდენციო პროგრამის მიზანი, ავტორთა მოტივაციის გაზრდა, ნაყოფიერი სამუშაო პროცესისა და შემოქმედებითი საქმიანობის წარმართვაა, რის შედეგადაც, მომავალი წლის აპრილამდე, შეიქმნება და გამოიცემა სრულიად ახალი ლიტერატურული ნამუშევრები.
შერჩეული მწერლებისთვის, პროგრამა ითვალისწინებს ორკვირიანი სამუშაო გარემოს შექმნას საქართველოს არანაკლებ ხუთ სხვადასხვა ქალაქში. გამარჯვებული მწერლები, ასევე, მიიღებენ საავტორო ჰონორარს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები