პროტესტის გამოხატვის მშვიდობიან ფორმას სცილდება — ENKA გუმათში მიმდინარე პროცესებზე
ფოტო: კადრი ვიდეოდან/ფორმულა
კომპანია ENKA აცხადებს, რომ ნამახვანჰესის პროექტში დასაქმებული ადამიანები მუდმივი ძალადობისა და თავდასმის რისკის ქვეშ არიან. კომპანიის თანახმად, "იყო მათი სიტყვიერი თუ ფიზიკურ შეურაცხყოფის არაერთი ფაქტი". მათივე თქმით, პროტესტის მონაწილე აქტივისტების მიერ გზების გადაკეტვა და კომპანიისათვის მოსამაზადებელი სამუშაოებისთვის ხელის შეშლა პროტესტის გამოხატვის მშვიდობიან ფორმას სცილდება.
"ჩვენ შეშფოთებას იწვევს, რომ ნამახვჰესის პროექტში დასაქმებული ადამიანები, რომლებიც კეთილსინდისიერად ასრულებენ თავის მოვალეობას, მუდმივად არიან ძალადობისა და თავდასხმის რისკის ქვეშ. ნამახვანჰესის წინააღმდეგ ე.წ. მშვიდობიანი აქცია ძალადობრივ ნიშნებს იძენს. კომპანია ენკას აღებული აქვს პასუხისმგებლობა დაიცვას თითოეული თანამშრომელი ნებისმიერი სახის საფრთხისა და პროვოკაციისგან.
კომპანიის კერძო ტერიტორიაზე ძალისმიერი შეჭრა და საქმიანობის შეზღუდვა პროვოკაციული ქმედებაა და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რის შესახებაც სრული ინფორმაცია მივაწვდით ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოვითხოვთ სათანადო რეაგირებას", — აცხადებენ ENKA-ში.
კომპანიის შეფასებით, აქტივისტების მიზანია ხალხი დააპირისპირონ ერთმანეთს და ამით შექმნან დაძაბულობის მუდმივი კერა.
"ასევე, ხშირია არასწორი ინფორმაციის გავრცელება პროექტის მიმდინარეობის შესახებ. დღესაც, ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელდა ტყუილი, თითქოს, დაწყებულია კაშხლის მშენებლობა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, კაშხლის მშენებლობა შეჩერებულია მთავრობის მიერ გამოცხადებული მორატორიუმის ფარგლებში. ადგილზე მიმდინარეობს მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოები არსებული ნებართვების ფარგლებში, რაც გულისხმობს მხოლოდ სადერევაციო გვირაბის მშენებლობას", — ირწმუნება კომპანია.
კომპანია ENKA აქტივისტებს მოუწოდებს, შეწყვიტონ ძალისმიერი მოქმედებები, რათა ესკალაცია და დაპირისპირება თავიდან იყოს აცილებული.
"კომპანია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მზად არის საქმიანი დიალოგისთვის ნებისმიერ კონსტრუქციულ ფორმატში, რათა კომუნიკაცია შედეგზე ორიენტირებული გახდეს.
მედია საშუალებების წარმომადგნელებს კი მივმართავთ თხოვნით არ გაავრცელონ დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომელიც ხელს შეუწყობს ვითარების დაძაბვას", — ნათქვამია ENKA-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გუმათში დღესაც ხმაურია, სადაც ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ადგილზე აღმართულ რკინის ბარიკადებზე აბრახუნებენ და ჯებირების მიღმა გასვლას ცდილობენ. პროტესტის მონაწილეების თქმით, პოლიციამ მინიმუმ ერთი ადამიანი დააკავა. შსს ინფორმაციას ამის შესახებ ამ დრომდე არკვევს.
ისინი დღეს ტყის ბილიკით შეეცადნენ ხეობაში მოხვედრას, თუმცა სამართალდამცავებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. სამართალდამცავები აქტივისტებს დაედევნენ და ბარიკადებს მიღმა მოაბრუნეს. პროტესტის ერთ-ერთი ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, ტყის ბილიკით გადასვლას 50-მდე ადამიანი ცდილობდა. მისივე თქმით, ეს ერთგვარი სიმბოლური აქტი იყო.
გუმათჰესთან პოლიცია მას შემდეგ არის განლაგებული, რაც სოფელ ნამოხვანში ხეობის აქტივისტებს კარვები დაუშალეს და იქ დაბრუნების საშუალებას არ აძლევენ. რკინის ბარიკადებში მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას ატარებენ, თუმცა აქციის მონაწილეებს სახლში წასასვლელად შემოვლითი გზის გამოყენება უწევთ. ბარიკადებს პოლიცია ამაგრებს, რომელთან რაოდენობაც საღამოობით იზრდება.
მას შემდეგ, 26 მაისს რაც ხეობის აქტივისტები თბილისში გამართული აქციებიდან გუმათში დაბრუნდნენ, ისინი ყოველ ღამე ბარიკადებზე აბრახუნებენ და ხმაურობენ.
27 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რკინის ბარიკადებზე ქვებს ურტყამდნენ, რის გამოც ისინი დაზიანდა და საქმეზე გამოძიება დაიწყეს. აქტვისიტები კი აღნიშნავენ, რომ ხმაური გაგრძელდება იქამდე, სანამ მოთხოვნები არ შესრულდება.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები