სააკაშვილი ამბობს, რომ 10-15 წლის ჰესების აშენების მომხრე იყო, მაგრამ ახლა სხვა რეალობაა
ფოტო: კადრი ვიდეოდან/Mikheil Saakashvili
საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ 10-15 წლის წინ ის ჰესების აშენების მომხრე იყო, მაგრამ ახლა რეალობა შეიცვალა. მისი მტკიცებით, მას იარლიყებს აკერებენ, "რომ სააკაშვილმა პოზიცია შეიცვალა".
"მთელი ეს დღეები მესმის, ჩემს ციტატებს ატრიალებენ, რომ სააკაშვილი იყო მომხრე ჰესის აშენების. დიდი ჭკუით არ მოსდით იმ ხალხს, ვინც ატრიალებს ამ ციტატებს. ეს რომელ წლებში ვიყავი მომხრე? 10-15 წლის წინ, ხომ? დიახ, ვიყავი მომხრე, თუმცა არასოდეს პროექტს არ დავამტკიცებდით, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა ქალაქ ქუთაისს, ან რიონს გააქრობდა... მინდა, ჩვენ მომხრეებს ვუთხრა, ვინც ამას მხარს უჭერს და ჩვენ მლანძღველებსაც, 10 და 15 წლის წინ რაც იყო და რაც არის ახლა, ეს არის ორი სხვადასხვა რეალობა", — აცხადებს სააკაშვილი.
ის ირწმუნება, რომ, 2009-2010 წლებში ჰქონდათ გეგმა, რომ პრეზიდენტის სასახლე მთლიანად ქარის დანადგარებზე გადაეყვანათ. დაედგათ ქარის ორი დანადგარი პრეზიდენტის სასახლის უკან როგორც სიმბოლო, რომ ქვეყანა მწვანე ენერგიაზე გადადის.
"ჩვენ გვინდოდა საერთოდ მწვანე ენერგიაზე გადასვლა. ახლა უამრავი ახალი ტექნოლოგიაა მეგობრებო, არის მწვანე წყალბადის ტექნოლოგია, მაშინ არ იყო ეს, როცა ვამბობდით, რომ ჰესები უნდა ავაშენოთ", — ამბობს სააკაშვილი.
ის ახლა ამბობს, რომ საქართველოს დიდი ჰესები არ სჭირდება და რომ ეს მისი მყარი პოზიციაა.
"მოდით, გავაკეთოთ სერიოზული დისკუსია და შევწყვიტოთ ერთმანეთისთვის იარლიყების მიკერება. ოჰ, სააკაშვილმა შეიცვალა პოზიცია. მე პოზიცია კი არ შევიცვალე. მაშინ პოზიცია ასეთი იყო სწორი, ძირითადში, რა თქმა უნდა, არა ამ სახით, როგორც დღეს არის წარმოდგენილი მთავრობის მიერ მოწერილ დოკუმენტზე. ახლა კონტექსტი არის სულ სხვა და ჩვენ ვიმოძრავებთ ამ კონტექსტში ამ მიმართულებით", — აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.
ის, ასევე, ნამახვანჰესის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ქართული ოცნების მოქმედებებს აკრიტიკებს.
"ეს უნდა იყოს ძალიან დამჯდარი, ნორმალური საუბარი და არა ის, რომ პოლიციის ენით და რკინის ჯებირებით ველაპარაკებოდეთ ხალხს. საკუთარ სახლში არ უშვებს პოლიცია ხალხს იმის გამო, რომ ივანიშვილი მოელაპარაკა და 25%-იან წილში ჩაჯდა. ახლა, ვინც რა უნდა ილაპარაკოს, სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ. ჩიტი ვერ გადაიფრენს საქართველოს ბიზნესში, მით უმეტეს დიდ ბიზნესში ივანიშვილის წილის გარეშე. ეს იცის ყველამ და ამაში, სხვათა შორის, ძალიან განვსხვავდებით ჩვენ. იმიტომ, რომ, მე ერთი კაპიკი არ წამომიღია საქართველოდან და არცერთ ბიზნესში არ ვმონაწილეობდი და ეს იყო ჩვენი ცხოვრების პრინციპი. ჩვენი და ჩემი გუნდის აბსოლუტური უმეტესობის", — ირწმუნება ის.
სააკაშვილის თქმით, ახლა ჰესები პროგრესული აღარაა და მიიჩნევს, რომ საქართველოს ახლა ტურიზმის განვითარება სჭირდება.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები