მინერალებით გაჯერებულ სნოს წყალს ორი ახალი არომატი დაემატა
ფოტო: სნო
ყველა, ვინც ჯანსაღ ცხოვრების წესს მიჰყვება, თანხმდება, რომ მთელი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით კი ზაფხულში, აუცილებელია მივიღოთ დიდი რაოდენობით წყალი და ხილი. პროცესი მეტად სასიამოვნოა, როდესაც ეს ერთდროულად ხდება.
წყალი ხილის გემოთი — გამაგრილებელი სასმელი, რომელიც მანამდე მხოლოდ სახლში შეგეძლოთ მოგემზადებინათ, სნომ უფრო ხელმისაწვდომი გახადა. კომპანიამ დაამსხვრია სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ ამ ტიპის სასმელი აუცილებლად უნდა შეიცავდეს შაქარს და ჩამოასხა წყალი ლიმონის არომატით, რომელიც მაქსიმალურად ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებსა თუ მინერალებს და თან ახლავს ლიმონის სასიამოვნო, გამაგრილებელი არომატი.
ახალი წამოწყების წარმატებამ აჩვენა, რომ ბაზარზე არომატიზირებული წყლის მოთხოვნა დიდია, ამიტომ გადაწყდა 10 წლის იუბილე სწორედ მომხმარებლების სურვილების გათვალისწინებით, მათთვის საჩუქრის მიძღვნით აღნიშნულიყო. ასე დაემატა მინერალებით გაჯერებულ წყალს ორი ახალი არომატი — ვაშლი და საზამთროსა და ნესვის მიქსი. შეფუთვის დიზაინზე ზვიად ციკოლიამ იმუშავა, თუმცა ამას წინ უძღვოდა საინტერესო სამუშაოები, რომლებიც საწარმოში საერთაშორისო სპეციალისტებთან ერთად, მათი გამოცდილების გათვალისწინებით მიმდინარეობდა.
რეცეპტურის შექმნა ძალიან შრომატევადი პროცესია. თანამშრომლები ხანგრძლივი დროის განმავლობაში სწავლობდნენ თითოეული კომპონენტის თვისებებს, ინგრედიენტების ურთიერთქმედების თავისებურებებს და ცდილობდნენ მომხმარებლამდე ჰარმონიული, ბალანსირებული ერთიანი გემოსა და არომატის მიტანას. ამ ყველაფერს კი ისიც ემატება, რომ გემოს მისაღებად არ ყოფილა გამოყენებული შაქარი. სნომ არ უღალატა ტრადიციებს და მხოლოდ სასარგებლო მინერალებით გვავსებს.
პროდუქტის კონკურენტუნარიანობას ზრდის ბუნებრივი დამატკბობებელი სტევია (MultiSweet® Stevia), რომლის დამატებამ სასიამოვნო სიტკბო შემატა სასმელს. წარმოების, ნედლეულისა და მასალების, გარემო პირობების მკაცრი კონტროლი, მზა პროდუქციის ლაბორატორიული შემოწმება, შენახვის ვადის განმავლობაში პროდუქტის ხარისხის შეფასება, უზრუნველყოფს წარმოებული პროდუქციის უსაფრთხოებასა და მაღალ ხარისხს.
საქართველოს საზღვრებს გარეთ უკვე წარმატებული პროექტი ჩვენთან პირველად სწორედ სნომ 2019 წელს განახორციელა. ეპოქაში, როდესაც პრიორიტეტულია საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა და წყლის ბალანსი ორგანიზმში, პროდუქტი შაქრისა და კალორიების გარეშე, განსაკუთრებული გამაგრილებელი გემოთი, მომხმარებელმა ძალიან სწრაფად შეიყვარა.
სასმელების ინდუსტრიაში არომატიზირებული წყლის ბაზარი ძალიან დინამიურად ვითარდება. ბოლო დროს მომხმარებელი ბევრად მეტ ყურადღებას აქცევს საკუთარ ჯანმრთელობას. მან ზუსტად იცის, რომელი საკვები და ნივთიერებებია მისთვის კარგი და რომელზეა უკეთესი უარის თქმა. ნაკლები კალორია, ნაკლებად ტკბილი, ბუნებრივი და ჯანსაღი — ეს არის ძირითადი მიმართულებები, რომელზეც ორიენტირებულია მომხმარებელი და ჩვენი კომპანია. სნო მომხმარებელს სთავაზობს ინოვაციურ პროდუქტს — მხოლოდ ნატურალურ არომატიზატორებზე, მხოლოდ ბუნებრივ დამატკბობელზე დამზადებულ გამაგრილებელ და გემრიელ არომატიზირებულ წყალს.
პირველი ქართული არომატიზირებული წყლის მწარმოებლები დარწმუნებულნი არიან, რომ მომხმარებლები ისევე შეიყვარებენ ახალ არომატებს, როგორც ეს 2019 წელს მოხდა, როდესაც სნო ლიმონის არომატით გამოჩნდა. ვაშლის, ნესვისა და საზამთროს არომატებიც ხომ სწორედ მომხმარებლების შერჩეულია. თავის მხრივ კომპანიაში ახალ პროდუტებზე და ინოვაციებზე მუშაობა არ ჩერდება. აქ კიდევ არაერთხელ დაამტკიცებენ, რომ წყალი არის სნო!
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები