ომბუდსმენის 5-პუნქტიანი პასუხი საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭოს კრიტიკაზე
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელ საბჭოს მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ მიმართვას პასუხობს. 24 თებერვალს საბჭომ თავისი მიმართვით ომბუდსმენის წინა დღის განცხადებას უპასუხა.
ნანუაშვილი აცხადებს, რომ საბჭოს წერილში იყო რამდენიმე საკითხი, რომლებსაც ომბუდსმენმა პუნქტობრივად უნდა უპასუხოს.
დაგეგმილ რეფორმასთან დაკავშირებით დისკუსია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევას არ წარმოადგენს
ნანუაშვილი არ ეთანხმება აღმასრულებელი საბჭოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სახალხო დამცველის მიერ გადაცემების დახურვის საკითხზე გამოთქმული მოსაზრებები სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის განცდას აჩენს:
"ამ სახის განცხადებაში შესაძლოა რეალურად იკითხებოდეს სურვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმა წარიმართოს დაინტერსებული მხარეების გარეშე, მათი აღნიშნული პროცესისაგან დისტანცირებით. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ იმოქმედებს იზოლაციაში, ის ინტერაქციაში უნდა იყოს დაინტერესებულ მხარეებთან, ხოლო რეფორმები უნდა იყოს ინკლუზიური დემოკრატიული პროცესის შედეგი.
სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამული პრიორიტეტების მიხედვით, თავისი მიზნების მისაღწევად საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა ითანამშრომლოს განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა დაცვაზე მომუშავე ჯგუფებთან და ინსტიტუციებთან, მათ შორის სახალხო დამცველის ოფისთან".
ნანუაშვილი აღნიშნავს, რომ ის კონსტიტუციითა და კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში მოქმედებს და თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია, მათ შორის პოლიტიკური სუბიექტებისაგან.
გადაცემები მხოლოდ რეიტინგით არ უნდა შეფასდეს
აღმასრულებელი საბჭოს განცხადებით, გადაცემების შესაფასებლად რეიტინგის გარდა სხვა კრიტერიუმები ვერ იქნება გამოყენებული. მათ არარელევანტურად მიაჩნიათ გადაცემების ხარისხის კვლევის ჩატარება, ხოლო დაბალი ყურებადობის გადაცემების გავლენის შეფასებაზე საუბარიც კი - არაპროფესიონალურად.
"2016 წლის განმავლობაში, გადაცემების გარკვეული ნაწილი შეფასდა საექსპერტო და თვისებრივი პანელური კვლევებით, თუმცა, რეიტინგის კრიტერიუმთან ერთად აღმასრულებელ საბჭოს ისინი მხედველობაში არ მიუღია. რაც შეეხება გადაცემების დაბალი ყურებადობის გამო მათი გავლენის შეფასების არაპროფესიონალურად მიჩნევას, უნდა ითქვას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლობა ესაა მაუწყებლობა ყველასათვის და თითოეულისათვის" - აცხადებს ნანუაშვილი.
სამეურვეო საბჭოს განმარტებით, ზეგავლენა ეს არის ის ზოგადი სარგებელი, რომელიც მაუწყებელს მოაქვს საზოგადოებისათვის და თითოეული ადამიანისათვის.
"აქედან გამომდინარე, ზეგავლენის შეფასების ავტომატურად გამორიცხვა დაბალი ყურებადობის გამო, წინააღმდეგობაშია თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეასთან და მცირე აუდიტორიას ტოვებს უკუკავშირის გარეშე" - ამბობს სახალხო დამცველი.
ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ რეიტინგის ქონა მნიშვნელოვანია, თუმცა არასაკმარისი. მისი თქმით, ნაკლები რეიტინგულობის გამო, კერძო მაუწყებლებმა შეიძლება არც დააფინანონ ისეთი შინაარსის გადაცემები, რომლებიც ორიენტირებულია ეთნიკურ, ლინგვისტურ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და უმცირესობათა სხვა ჯგუფებზე. ასეთ პროგრამების მიწოდება შესაბამისი აუდიტორიისათვის მაღალი მნიშვნელობისაა, რის გამოც ისინი საზოგადოებრივი მედიის ვალდებულებადაა მიჩნეული.
რეიტინგის სანდოობა უნდა იყოს განხილვის საგანი
სახალხო დამცველის განცხადებაში მითითებული იყო, რომ საზოგადოებაში რეიტინგების სანდოობაზე კითხვები არსებობს. თავის მხრივ, აღმასრულებელი საბჭო ამტკიცებს, რომ არ არსებობს საფუძველი რეიტინგის მთვლელის სანდოობაზე სასაუბროდ.
ნანუაშვილი აღნიშნავს, რომ რამდენიმე თვის წინ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, თავად აღმასრულებელი საბჭოს ერთ–ერთი წევრი საუბრობდა ამ მიმართულებით კითხვების არსებობაზე.
რაც შეეხება, მენეჯმენტის როლს, დაბალი რეიტინგის არსებობაში, მათ მიერ გადაცემების სამაუწყებლო ბადეში განთავსების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების სახით, აღმასრულებელი საბჭო ამბობს, რომ ეს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, გადაცემების ყურებადობასთან კავშირში არ არის, ხოლო 2016 წელს, უაღრესად მნიშვნელოვანი სეგმენტ-ანალიზის საფუძველზე მოხდა სამაუწყებლო ბადის ფორმირება, რაც დაეფუძნა კვალიფიციურ და ძვირადღირებულ კვლევებს.
ომბუდსმენის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით მეტი დისკუსიაა საჭირო, ასევე, მნიშვნელოვანია გასაჯაროვდეს აღნიშნული კვლევა და საზოგადოებისათვის გახდეს ნათელი, თუ რა ფაქტორებით ხელმძღვანელობდა მენეჯმენტი ბადის ფორმირების პროცესში და შეიძლება თუ არა ეს გადაწყვეტილება კავშირში იყოს დაბალ რეიტინგთან.
რაც შეეხება რეიტინგის დათვლასთან დაკავშირებულ გარემოებებს, ამჟამად ბაზარზე ორი მთვლელი კომპანიაა და ნანუაშვილის თქმით, რეიტინგების შესახებ მათი მონაცემები, როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებული პირები უთითებენ, არ ემთხვევა ერთმანეთს.
ომბუდსმენი ამბობს, რომ 2017 წლის განმავლობაში რეიტინგის დათვლა მაუწყებელს მხოლოდ 1000 ლარი უჯდება. მისი მოთხოვნით, შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობა, ე.წ. ფიფლმეტრები, განთავსებული უნდა იყოს მინიმუმ 400 ოჯახში, ყველა არსებულ ტელევიზორზე.
რეიტინგების მთვლელი კომპანიის მიერ სატენდერო კომისიისათვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, მათ მიერ შერჩეული ოჯახების რაოდენობა საქართველოს 7 ქალაქშია გადანაწილებული.
"დისკუსიის საგანი უნდა იყოს, თუ რამდენადაა ამ გზით მიღებული მონაცემები საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ მათზე დაყრდნობით დაიხუროს ცალკეული გადაცემები" - აცხადებს ომბუდსმენი.
შრომითი უფლებების დაცვის მდგომარეობა სახალხო დამცველის შესწავლის საგანია
აღმასრულებელი საბჭოს თქმით, სახალხო დამცველის განცხადებაში დაშვებულია ფაქტობრივი უზუსტობა თანამშრომლების ნაწილთან 1-თვიანი ხელშეკრულებების გაფორმების შესახებ. ომბუდსმენი აღნიშნულს არასწორს უწოდებს.
"ჩვენ ვსაუბრობდით გავრცელებულ ინფორმაციაზე და არა მტკიცებით ფორმაში. აღნიშნული საკითხი სახალხო დამცველის აპარატში ამჟამად შესწავლის ეტაპზეა, შესაბამისი ინფორმაცია გამოთხოვილია საზოგადოებრივი მაუწყებლიდან და მხოლოდ მასალების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ შეფასდება ისინი" - აცხადებს ომბუდსმენი.
სახალხო დამცველი გამოთქვამს მზადყოფნას აღნიშნული საკითხები პირისპირ განიხილოს როგორც აღმასრულებელ, ასევე სამეურვეო საბჭოსთან.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები