7 რამ, რის გამოც ბოდიში არასდროს არ უნდა მოიხადო
როდესაც რამეს აშავებ, საკუთარი შეცდომის აღიარება და ბოდიშის მოხდა ბუნებრივი და მისაღებია. ბავშვობაში უფროსები ხშირად მარიგებდნენ, რომ როცა ვინმეს რამეს ვაწყენინებდი, მაშინვე ბოდიში უნდა მომეხადა, მიუხედავად იმისა, რომ სხვისი უარყოფითი რეაქცია ხშირად ჩემი ბრალი საერთოდაც არ იყო. თანდათანობით ჩემს გონებაში გაუცნობიერებლად მომწიფდა შეხედულება, რომ სხვის გრძნობებს საკუთარი გრძნობების ხარჯზე უნდა გავფრთხილებოდი და როგორც კი ვინმეს უკმაყოფილებას შევატყობდი, ბოდიში უნდა მომეხადა.
ბოდიშს უმიზეზოდ, ვფიქრობ, კონფლიქტური სიტუაციების თავიდან აცილების ან სხვა ადამიანებზე დადებითი შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით ვიხდით, თუმცა ერთი და იმავე სიტყვის დაუსრულებლად გამეორება, მას მხოლოდ მნიშვნელობას უკარგავს და სხვის თვალშიც ნაკლებად თავდაჯერებულს გვაჩენს. უმიზეზოდ ბოდიშის მოხდით სხვებს მხოლოდ იმაში ვარწმუნებთ, რომ მომხდარი ჩვენი ბრალი იყო, როცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
მოგვიანებით, როცა ბოდიშების უსაფუძვლოდ მოხდის ფენომენში ცოტათი გავერკვიე, აღმოვაჩინე, რომ მარტო არ ვიყავი: ჩემ ირგვლივ ადამიანების დიდი ნაწილი სწორედ ასე იქცეოდა. "ბოდიშს რისთვის მიხდი?" — ხშირად ვეკითხები ასეთ ადამიანებს და ყოველთვის ვცდილობ, სანამ ბოდიშს მოვიხდი საკუთარ თავს ვკითხო: არის კი მომხდარი ჩემი ბრალი? ექვემდებარებოდა სიტუაცია ჩემს კონტროლს? ვაგებ პასუხს სხვა ზრდასრული ადამიანების ქცევაზე? თუ პასუხია "არა", ე.ი. საბოდიშო არაფერია.
თუ ბოდიშის მოხდა რეფლექსად გექცა, იმ 7 შემთხვევას გაგიმხელ, რომლის გამოც ბოდიში არ უნდა მოიხადო:
1. საკუთარი ემოციები
მაშინ, როცა ტოქსიკური პოზიტიურობა ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია და ირგვლივმყოფები ჩვენგან მუდმივად ღიმილს, პოზიტივსა და კარგ განწყობას ითხოვენ, სულაც არაა გასაკვირი, რომ საკუთარი ემოციურობის გამო ბოდიში არაერთხელ მოგვიხდია. ბრაზი, წყენა, იმედგაცრუება მომხდარ უარყოფით მოვლენებზე ბუნებრივი პასუხია. თუ ცუდად ყოფნისა და ტირილის მიზეზი გაქვს, განიცდი იმედგაცრუებას ან გულგატეხილი ხარ, ამის გამო ბოდიშის მოხდა შენი ვალდებულება არაა. გახსოვდეს, რომ ცუდად ყოფნაც შენი უფლებაა.
რა არის ტოქსიკური პოზიტიურობა?
2. საკუთარი მენტალური ჯანმრთელობისთვის პრიორიტეტის მინიჭება
საკუთარი თავის სხვებზე წინ დაყენება ეგოიზმი სულაც არაა. საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ბუნებრივი მოთხოვნილებაა, რომლის გამოც ბოდიშის მოხდა ნამდვილად არ გევალება. გაერიდე სიტუაციებსა და ადამიანებს, რომლებიც ტკივილს გაყენებს და იზრუნე საკუთარი მენტალურ კეთილდღეობაზე ყოველგვარი სინანულის გარეშე, რადგან კარგად ყოფნას იმსახურებ.
3. "არა"-ს თქმა
არაკომფორტული და უსიამოვნო სიტუაცებისთვის "არა"-ს თქმა შენი უფლებაა. არ ხარ ვალდებული სხვების გრძნობებისთვის მოფრთხილების ხათრით საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობას ზიანი მიაყენო ან დახარჯო ძვირფასი დრო იმაზე, რაც ტკივილს გაყენებს. არ ხარ ვალდებული, ნებისმიერი ადამიანის მოთხოვნას ყური დაუგდო და საკუთარი სურვილები უგულებელყო, შესაბამისად "არა"-ს თქმის დროს ბოდიშის მოხდა ნამდვილად არ გევალება.
10 ნიშანი იმისა, რომ სხვებისთვის არას თქმა უნდა ისწავლო
4. მარტო ყოფნის სურვილი
დროდადრო განმარტოება ჩვენი მენტალური კეთილდღეობისთვის აუცილებელია. მარტო ყოფნა შესაძლებლობას გვაძლევს დავისვენოთ, მნიშვნელოვან საკითხებზე ვიფიქროთ, ჩვენს გრძნობებში გავერკვეთ, საკუთარ თავთან დრო გავატაროთ და იმ მშვიდად დავკავდეთ ჩვენი საყვარელი აქტივობებით. ნებისმიერ ადამიანს სჭირდება განმარტოება, ამიტომ ამის გამო ბოდიშს ნუ მოიხდი.
5. არ ცოდნა და კითხვების დასმა
უნივერსიტეტის უზარმაზარ აუდიტორიაში ასობით სტუდენტის წინ ლექტორისთვის კითხვის დასმა რომ მარტივი საქმე სულაც არაა, საკუთარი და ჩემი მეგობრების გამოცდილებიდან კარგად ვიცი. რომელიმე "მამაცი" სტუდენტი თუ კითხვას დასვამდა, მასში თითქმის ყოველთვის ერია "ბოდიში, ვერ გავიგე". სინამდვილეში, რაღაცის არ ცოდნა, განსაკუთრებით სასწავლო დაწესებულებაში, სადაც განათლების მისაღებად ხარ მისული, ბუნებრივი და ნორმალურია, კითხვების დასმა კი — აუცილებელი. კითხვების დასმის გარეშე ცოდნის მიღება და გაღრმავება წარმოუდგენელია, კითხვების დასმა სწავლის განუყოფელი ნაწილია, სწავლის სურვილის გამო კი ბოდიში ნამდვილად არავის აქვს მოსახდელი.
6. ტოქსიკური ურთიერთობების დასრულება
არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას ალამაზებენ და პირიქით — არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობას აუტანელს ხდიან. მაშინაც კი, როცა სხვა გვაყენებს ზიანს, მათთან ურთიერთობის გაწყვეტას ხშირად ბოდიშის მოხდით ვცდილობთ. სულერთია, ვისთან ვასრულებთ ურთიერთობას — შეყვარებულთან, მეგობართან თუ თუნდაც ოჯახის წევრთან — ნებისმიერ შემთხვევაში ბოდიშის მოხდა იმას ნიშნავს, რომ მათგან ცუდ მოქცევას ვიმსახურებდით და დამნაშავე თავად ვართ, რაც, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება. საკუთარ თავზე ზრუნვა და ამ მიზნით ტოქსიკური ურთიერთობების დასრულება ჩვენი უფლებაა, უფლების გამოყენება კი ბოდიშის მოხდას არ საჭიროებს.
7. შეტყობინებებზე პასუხის დაუყოვნებლივ დაუბრუნებლობა
თანამედროვე სამყაროში დედამიწის ორ სხვადასხვა წერტილში მცხოვრებ ადამიანებს შორის კომუნიკაციის დამყარება სირთულეს აღარ წარმოადგენს. თუმცა ტექნოლოგიების განვითარებამ თან მრავალი სირთულეც მოიტანა. კომუნიკაციის გამარტივების გამო უამრავი ადამიანი თვლის, რომ როგორც კი შეტყობინებას მოგწერენ, ვალდებული ხარ, პასუხი უახლოეს 5 წუთში დაუბრუნო. ეს პრობლემა პანდემიის პირობებში დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლამ კიდევ უფრო გაამწვავა. წაიშალა ზღვარი სამსახურს, სასწავლებელსა და პირად ცხოვრებას შორის. რა თქმა უნდა, როდესაც სამსახურში ან სასწავლო დაწესებულებაში პასუხის უახლოეს დროში ვალდებულება აღებული გაქვს, ეს აუცილებლად უნდა შეასრულო, თუმცა სულ სხვა საქმეა, როდესაც ადამიანები ყოველდღიურ, არც ისე მნიშვნელოვან ან არასაჩქარო თემის შესახებ გწერენ. შესაძლოა, დაკავებული იყო ან უბრალოდ მენტალური მდგომარეობის გამო ამის შესაძლებლობა არ გქონდეს. მუდმივად კავშირზე ყოფნის მოთხოვნა ძალიან დამღლელია და უამრავ ადამიანში შფოთვას იწვევს. თუ პასუხის მაშინვე გაცემის მენტალური რესურსი არ გაქვს, იცოდე, რომ ეს ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა. ტექნოლოგიებსა და სოციალურ ქსელებთან ურთიერთობა საკმაოდ დამღლელია და მათგან განტვირთვის სურვილის გამო ბოდიშის მოხდა საჭირო არაა.
როგორ გადავეჩვიოთ ბოდიშის უმიზეზოდ მოხდას?
გაცნობიერება
მუდმივად ბოდიშის მოხდის ჩვევისგან გათავისუფლება მარტივი სულაც არაა. ამისათვის პირველი ნაბიჯი გაცნობიერებაა. უნდა გააცნობიერო, რომ უფლება გაქვს, გარკვეული სურვილები და საჭიროებები გქონდეს. უფლება გაქვს, გრძნობდე ემოციებს, გინდოდეს საკუთარი თავის დაცვა და საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. არ ხარ ვალდებული, სხვების გრძნობების მოფრთხილების ხარჯზე საკუთარ თავს ზიანი მიაყენო.
არის თუ არა მომხდარი შენი ბრალი?
ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შენს თავს უნდა ჰკითხო: არის კი ეს შენი ბრალი? სხვის ქმედებებზე ხომ არ იღებ პასუხისმგებლობას? შეგეძლო სიტუაციის კონტროლი ან შედეგის თავიდან აცილება? რამე არასწორად გააკეთე? ვინმეს რამე დაუშავე? თუ ამ კითხვებზე უარყოფითი პასუხი გაქვს, ბოდიშის მოხდა საჭირო არაა.
გამოიყენე სხვა სიტყვები
ეცადე, "ბოდიშის" ნაცვლად უფრო პოზიტიური ფრაზები გამოიყენო, რომელიც შენს გონებასა და გარშემო უკეთეს ატმოსფეროს შექმნის. ასეთი ფრაზებია, მაგალითად, "მადლობა მოთმინებისთვის", "მადლობა, რომ მიმითითე, ახლავე გამოვასწორებ" და სხვ.
უმიზეზოდ ბოდიშის მოხდა უამრავი ჩვენგანისთვის მავნე ჩვევაა, რომლის დავიწყებასაც ენერგია, დრო და მუშაობა სჭირდება, ამიტომ თუ მაშინვე არ გამოგივიდა, ბოდიშის მოხდის გარეშე ხელახლა სცადე იქამდე, სანამ მიზანს არ მიაღწევ!
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში








კომენტარები