არჩევნები და სეზონურობა — რომან გოცირიძე ლარის კურსზე მოქმედ ფაქტორებზე
ფოტო: On.ge / გვანცა ნემსაძე
რომან გოცირიძე ლარის კურსის ბოლოდროინდელ გამყარებას ეხმაურება და ამის გამომწვევ მრავალ ფაქტორს შორის რამდენიმეზე ამახვილებს ყურადღებას. ის ფიქრობს, რომ სეზონურობა და არჩევნები ის ორი ფაქტორია, რომელიც ლარის კურსის ცვლილებაზე მოკლევადიან პერიოდში მოქმედებენ.
"ლარი მყარდება მრავალი მიზეზის გამო. ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. ერთ-ერთი მიზეზი სეზონური ფაქტორიცაა. ტრადიციულად, ზაფხულში ლარს გამყარების ტენდენცია აქვს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოველთვის ასე მოხდება. გააჩნია, სხვა ფაქტორები რა ზომით მოახდენენ მასზე ზემოქმედებას.
მოდით, დავაკვირდეთ ლარის კურსზე მოკლევადიან პერიოდში ზემოქმედების ორ ფაქტორს, რომელზეც იშვიათად ან თითქმის არ საუბრობენ — სეზონურობას და არჩევნებს. ერთისა და მეორე ფაქტორის მოქმედების მექანიზმები დღეისათვის უკვე ჩართულია. წელს არჩევნებია. სიღრმისეულ ანალიზს თავი რომ დავანებოთ, მივმართოთ ყველაზე პრიმიტიულ, შემთხვევითი დაკვირვების მეთოდს. როგორც ამინდს აკვირდებიან ხოლმე წლის ამა თუ იმ დღეს, მსგავსად ამისა დავაკვირდეთ ლარსაც. ჩვენდა გასაკვირად, დავინახავთ, რომ ასეთი სახის დაკვირვების შედეგიც კი მრავლისმეტყველი იქნება" — წერს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი.
რომან გოცირიძე წერს, რომ ეროვნული ბანკი ყოველ არჩევნებამდე სავალუტო ინტერვენციებით ლარის კურსის შენარჩუნებას ცდილობს, ხოლო შემდეგ სწრაფი ვარდნის საშუალებას აძლევს. მისის თქმით, ეს არის იმის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ლარი ზაფხულის დასაწყისში მყარდება, ხოლო შემოდგომის ბოლოს უფასურდება.
"მოდით, ანალიზისთვის ავიღოთ ეს დღე, 2 ივნისი და ვნახოთ რა ხდებოდა ამ დღეს ბოლო ექვსი წლის განმავლობაში და შევადაროთ ასევე იმას, თუ რა ხდებოდა, ვთქვათ, იმავე წლის 2 დეკემბერს. დეკემბრის თვე იმიტომ ავიღეთ, რომ არჩევნების მეორე ტურები შემოდგომის ბოლოს უკვე მორჩენილია და შედეგებიც ცნობილია. ამის ცოდნა იმიტომ გვჭირდება, რომ ეროვნული ბანკი უკვე არაა მონდომებული ამ დროისათვის კბილებით (ძირითადად, ინტერვენციებით) შეინარჩუნოს ლარის კურსი, როგორც ამას ყოველთვის აკეთებდა წინასაარჩევნო პერიოდში და ამით პოლიტიკურ სამსახურს უწევდა ხელისუფლებას.
დავიწყოთ წმინდა მექანიკური შედარება. ერთი დოლარი ტოლი იყო:
- 2021 წ. 2 ივნისი — 3,22 ლარი; 2 დეკემბერი? ვნახოთ რამდენი იქნება. პროგნოზი: არჩევნების წელია, მის დამთავრებამდე არსად გაიქცევა. მერე, როგორც ყოველთვის;
- 2020 წ. 2 ივნისი — 3,11 ლარი; 2 დეკემბერი — 3,32 ლ (არჩევნების წელი);
- 2019 წ. 2 ივნისი — 2,78 ლარი; 2 დეკემბერი — 2,97 ლ;
- 2018 წ. 2 ივნისი — 2,47 ლარი; 2 დეკემბერი — 2,67 ლ;
- 2017 წ. 2 ივნისი — 2,41 ლარი; 2 დეკემბერი — 2,71 ლ (არჩევნების წელი);
- 2016 წ. 2 ივნისი — 2,14 ლარი; 2 დეკემბერი — 2,58 ლ (არჩევნების წელი);
როგორც ვხედავთ, კანონზომიერება აშკარაა. ზაფხულის დასაწყისში ლარი იწყებს გამყარებას, შემოდგომის ბოლოს იწყებს გაუფასურებას. არჩევნების დამთავრებისთანავე ეროვნული ბანკი უშვებს ხელს და აძლევს სწრაფი ვარდნის საშუალებას. კურსთა შორის სხვაობა შესადარის საწყის და საბოლოო თვეებს შორის არის 20-30-40 თეთრი. მის სიდიდეს საარჩევნო წელიც განსაზღვრავს" — წერს რომან გოცირიძე.
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, კიდევ ერთი ტენდენციის შესახებ, რაც ამ, საანალიზო პერიოდში იკვეთება და რისი გადამოწმებაც ადვილია არის ის, რომ როდესაც ლარი სეზონურ გამყარებას იწყებს, ეროვნული ბანკი ვარდება ილუზიებში და იწყებს დოლარების შესყიდვას რეზერვების შესავსებად. ამას გოცირიძე შეცდომად მიიჩნევს, რადგან მისი თქმით, ამ დროს ეროვნული ბანკი აპანიკებს ბაზარს და ირთვება გაუფასურების მექანიზმი.
რომან გოცირიძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია მოსახლეობამ იცოდეს იმის შესახებ, თუ რა ფაქტორები ახდენენ გავლენას ლარის კურსის ცვლილებაზე. მისი თქმით, ეროვნული ბანკისა და მთავრობის მიერ არასდროს ყოფილა მცდელობაც კი, სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით აეხსნათ საზოგადოებისათვის, თუ რა მოსდის ლარს. როგორც გოცირიძე წერს, ესეც ლარის გაუფასურების მრავალ ფაქტორთაგან ერთ-ერთია.
შეგახსენებთ, რომ ლარი დოლართან მიმართებით ბოლო 7 თვის განმავლობაში ყველაზე მეტად გამყარებულია. დღევანდელი კურსის მიხედვით, ერთი დოლარის ღირებულება 3,22 ლარს უტოლდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ბოლო ერთი თვის ჭრილში ლარი 22 თეთრით არის გამყარებული.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები