სპორტი, მედია და ფსიქიკური ჯანმრთელობა — რატომ გამოეთიშა ნაომი ოსაკა ჩემპიონატს
ფოტო: Getty Images
ცნობილი ჩოგბურთელი და მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი სპორტსმენი, ნაომი ოსაკა მენტალური ჯანმრთელობის გაუარესების გამო საფრანგეთის ღია პირველობას გამოეთიშა.
23 წლის ოსაკა, რომელმაც პირველი მატჩი მოიგო პატრიცია მარია ტიგთან, მეორე ტურში ანა ბოგდანს უნდა შეხვედროდა. თუმცა, გასულ კვირასი მან განაცხადა, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის დროს მედია ვალდებულებების შესრულება არ სურდა, რადგან პრესასთან ურთიერთობა მის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ცუდად მოქმედებდა.
მას შემდეგ რაც სპორტსმენმა პრესკონფერენციების გამართვაზე უარი განაცხადა, ის $15 000-ით დააჯარიმეს. რასაც ოსაკას მხრიდან ახალი განცხადება მოჰყვა. ის ამბობს, რომ ტურნირის გაგრძელებას არ აპირებს და სურს მენტალურ ჯანმრთელობას მეტი დრო დაუთმოს.
ოსაკა აცხადებს, რომ მისი შერჩეული დრო, ამ პრობლემაზე სასაუბროდ, ჩემპიონატისთვის სასიკეთო არ იყო.
ცხადია, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე სალაპარაკოდ ცუდი დრო არ არსებობს, თუმცა ოსაკა დასძენს, რომ ამ კონტექსტში არ სურს ამ პრობლემის გაუბრალოება:
"ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მსგავს სიტუაციაში აღმოვჩნდებოდი. ვფიქრობ, რომ ახლა ტურნირისთვის, სხვა მოთამაშეებისთვის და ჩემი კეთილდღეობისთვის უკეთესი იქნება, თუკი მე გამოვეთიშები ჩემპიონატს და ყველას საშუალება ექნება პარიზში მიმდინარე ტურნირზე ფოკუსირდეს".
"არასდროს მსურდა ტურნირიდან ყურადღების გადატანა, შეიძლება დროც იდეალურადაც ვერ შევარჩიე და ჩემი გზავნილიც უფრო ზუსტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ტერმინს მენტალური ჯანმრთელობა ზედაპირულად არასდროს ვიყენებ".
"სიმართლე ისაა, რომ დეპრესიით 2018 წელს აშშ-ს ღია პირველობის მოგების შემდეგ ვიტანჯები და ამ მდგომარეობასთან გამკლავება ძალიან მიჭირს", — აცხადებს ნაომი.
2018 წელს აშშ-ს ღია პირველობის ფინალურ სესიაში ოსაკამ ცნობილი ჩოგბურთელი სერენა ვილიამსი დაამარცხა. ფინალური თამაში ძალიან ემოციური და დაძაბული აღმოჩნდა. სერენა უილიამსი მატჩის დროს წესების სამჯერ დარღვევისთვის $17 000 დააჯარიმეს. ტურნირის გადამწყვეტი შეხვედრა ნაომი ოსაკას გამარჯვებით 6:2, 6:4 დასრულდა. მატჩი საათი და 19 წუთი მიმდინარეობდა. იმ დროისთვის 20 წლის ოსაკა გახდა პირველი იაპონელი ჩოგბურთელი, რომელმაც დიდი სლემის ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა.
ერთ-ერთი პრესკონფერენციის დროს, უილიამსმა პრესასთან გამკლავების საკუთარ სტრატეგიაზე ისაუბრა: "მე ვიცი, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც კითხვას მისვამს, ვერასდროს ითამაშებს იმაზე უკეთ, ვიდრე მე ვთამაშობ, მე სწორედ ასე გიმკლავდებით ჟურნალისტებს, თუმცა ყველა ადამიანს საკუთარი სტრატეგია აქვს".
ნაომი ოსაკას ტურნირიდან გამოთიშვას, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მას მხარდაჭერა სხვადასხვა სპორტსმენმა და ბრენდმა გამოუცხადა.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ ნაომის და ვაფასებთ მის გამბედაობას, რადგან იგი მენტალურ ჯანმრთელობაზე ღიად საუბრობს", — ნათქვამია Nike-ს განცხადებაში.
ოლიმპიურმა ჩემპიონმა ცურვაში, მაიკლ ფელპსმა, განაცხადა: "ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა მისი გზავნილი წავიკითხე, რადგან ის ძალიან გულწრფელია და მის ისეთ მხარეს აჩვენებს, რომელიც ჯერ არ გვინახავს. ეს გარდამტეხი მომენტი იქნება მენტალური ჯანმრთელობის აღქმაში". მაიკლ ფელპსი უკვე დიდი ხანია ღიად საუბრობს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და საკუთარ მენტალურ მდგომარეობაზე. იგი წლებია დეპრესიას ებრძვის.
ნაომი ოსაკას გულშემატკივრები კი საფრანგეთის ღია პირველობას ბოიკოტსაც გეგმავენ, რადგან მათი განცხადებით, სწორედ ოსაკაა ყველაზე საინტერესო სპორტსმენი, რომლის ყურებაც ნამდვილად ღირს ამ ტურნირზე.
ოსაკას განცხადების შემდეგ საფრანგეთის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ჟილ მორეტონმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ გულდასაწყვეტია სპორტსმენიც გამოთიშვა და მას სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა. მორეტონმა პრესკონფერენცია ისე დატოვა, რომ ჟურნალისტების კითხვებისთვის არ უპასუხია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში



კომენტარები