ბიზნეს სექტორში საშუალო ხელფასი 56 ლარით გაიზარდა და 1 283 ლარს გაუტოლდა — პირველი კვარტალის სტატისტიკა
ფოტო: Annie Spratt / Unsplash
2021 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორში საშუალო თვიური ხელფასი 56,5 ლარით გაიზარდა და 1 283,5 ლარს გაუტოლდა — ამის შესახებ საქსტატის ანგარიშიდან ხდება ცნობილი.
კვლევაში აღნიშნულია, რომ ქალების ანაზღაურება საშუალო ხელფასს 265 ლარით ჩამორჩება და 1 018,6 ლარს უტოლდება, რაც, თავის მხრივ, 2020 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 61 ლარით არის გაზრდილი.
პირველ კვარტალში საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი ასე გადანაწილდა:
- მსხვილი ბიზნესი – 1 341,9 ლარი;
- საშუალო ბიზნესი – 1 474,5 ლარი;
- მცირე ბიზნესი – 1 061,9 ლარი;
უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 9%-ით, 622,7 ათას ადამიანამდე შემცირდა. დასაქმებულთა შორის, 42% ქალი, ხოლო 58% კაცი იყო.
დასაქმებულთა შორის 586,4 ათასი ადამიანი დაქირავებული იყო. მათი რიცხვი 2020 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 8,5%-ით არის შემცირებული. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საწარმოთა მხრიდან ხელფასებზე 2,3 მილიარდი ლარი გაიცა, რაც გასული წლის იმავე კვარტალთან შედარებით 4,5%-ით ნაკლებია.
აღსანიშნავია, რომ დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 41,5% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22,5% — საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 36% — მცირე ბიზნესზე.
რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას რეგიონების მიხედვით აღნიშნული მაჩვენებელი
შემდეგნაირად ნაწილდება:
- ქ. თბილისი — 65,4%;
- აჭარის ა.რ. — 8,1%;
- იმერეთი — 6,9%;
- ქვემო ქართლი — 5,8%;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი — 4%;
- სხვა რეგიონები — 9,8%;
2021 წლის პირველ კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ვაჭრობის, დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები ლიდერობენ (შესაბამისად 27,2%, 13,6% და 11,6% წილებით). თუმცა დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით მნიშვნელოვან წილს იკავებენ მშენებლობის (9%), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8%) და ინფორმაცია და კომუნიკაციის საქმიანობების დარგის საწარმოებიც (4.1%).
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები