ჭორაობის გარეშე, ვერთიანდებით საქართველოსთვის, არავის წინააღმდეგ — გახარია ივანიშვილის განცხადების შემდეგ
ფოტო: გახარია / FB
ბიძინა ივანიშვილის გავრცელებულ გაცნხადებას ექსპრემიერი გიორგი გახარია ფეისბუქპოსტით პასუხობს.
"მოვლენები იმაზე საინტერესოდ და სწრაფად ვითარდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო... სიმართლეს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს. საბოლოო ჯამში, ამას ყველა გაიგებს. ისევ ჭორაობის გარეშე, ვერთიანდებით საქართველოსთვის, არავის წინააღმდეგ", — წერს გახარია.
ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ პირველ განცხადება გავრცელა და ყოფილი თანაგუნდელი, გიორგი გახარია გააკრიტიკა. ივანიშვილმა გახარიასადმი ეპითეტები არ დაიშურა — თქვა, რომ იმედგაცრუებულია და ექსპრემერს გუნდისა და ქვეყნის მოღალატეს უწოდა, მის საქციელი კი პოლიტიკურ დანაშაულად შეაფასა.
განცხადებაში ივანიშვილი ამტკიცებს, რომ გახარია მისი პოლიტიკური პროექტი არ არის და ამგვარი ქმედება მისი "ხელწერა არასოდეს ყოფილა". მისი თქმით, პოლიტიკაში ყოფნისას "სატელიტი ფსევდოპარტიების შექმნა" არასდროს უკადრი და გახარიასთან პოლიტიკური თანამშრომლობა მისთვის ისედაც ყოვლად მიუღებელი იქნებოდა.
ივანიშვილის განცხადებით, ქართულ პოლიტიკაში უამრავი გადაცდომა უნახავს და ეგონა, რომ ვეღარაფერი გააოცებდა, მაგრამ გახარიას გადადგომა გაკვირვებას იწვევს. მისივე თქმით, ამ საქციელს მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაშიც რთულად მოეძებნება ანალოგი.
გარდა ამისა, ივანიშვილი გახარიას ახლდაშექმნილ პოლიტიკურ პარტიასაც აკრიტიკებს და ამბობს, რომ მას არ აქვს არავითარი იდეოლოგიური თუ კონცეპტუალური საფუძველი. მისივე თქმით, ეს პარტია "აშკარად, მოაზრებულია როგორც სიტუაციური ინსტრუმენტი მმართველი გუნდისთვის საარჩევნო ხმების თუნდაც მცირე რაოდენობის წასართმევად". აღსანიშნია ისიც, რომ ივანიშვილს არც ნაციონალური მოძრაობის კრიტიკა გამორჩენია.
მას შემდეგ, რაც გიორგი გახარიამ პარტია დატოვა ყოფილი თანაგუნდელები მას აქტიურად აკრიტიკებენ და გადაწყვეტილებას უწუნებენ. კრიტიკის საგანი გახდა მისი ახალდაშექმნილი პარტია საქართველოსთვის. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ ის ბიძინა ივანიშვილის პროექტია, ქართული ოცნება კი ცდილობს, ნაციონალური მოძრაობასთან დააკავშიროს.
ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების წინ ოპოზიციურ პარტიას ალტერნატიული მთავრობის შექმნა ჰქონდა დაგეგმილი და მათ ეს ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა მაშინ ჯერ კიდევ მოქმედ პრემიერს არ გაუმხილეს, რადგან მასზე ეჭვები გაუჩნდათ. კობახიძე პირდაპირ არ ამბობს, რომ გახარია პრემიერობისას ენმ-სთან კავშირში იყო, თუმცა მიანიშნებს, რომ მელიას დაკავების 2-3 დღით გადადებაზე მისი მოთხოვნა ემთხვეოდა ენმ-ს გეგმას 2-3 დღეში ალტერნატიული მთავრობის შექმნაზე. რუსთავი 2-ის ჟურნალისტის დამაზუსტებელ ფრაზას იმის შესახებ, რომ კობახიძე გახარიას მძიმე ბრალდებას უყენებს, ის პასუხობს, რომ "ასე გამოდის".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები