აქციე წამი მშვენიერებად – BEOSOUND A1 2ND GENERATION-ის უახლესი დინამიკით
ფოტო: Bang & Olufsen
აუდიო და ვიდეო სისტემების საკულტო ბრენდი Bang & Olufsen მე-2 თაობის დინამიკს, Beosound A1-ს წარმოგიდგენთ, რომელიც მძლავრი პორტატული ხმოვანი სისტემით, დახვეწილი დიზაინით, განახლებული ინტერფეისით და მრავალი ახალი მახასიათებლით გამოირჩევა. Beosound A1 აღჭურვილია კომპაქტური, წყალგამძლე დიზაინით, რომლის საშუალებითაც დინამიკის წაღება ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ. კომპაქტური მოდელის შთამბეჭდავი ჟღერადობა ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს. Beosound A1 2nd Gen-ი პირველი თაობის მოდელზე 5%-ით მსუბუქი და 1 მმ-ით უფრო თხელია. დინამიკის ქვედა კორპუსის ფორმა შეთხელებულია რაც მას ელეგანტურ, მცურავ ვიზუალს უქმნის.
Beosound A1 2ND წარმოდგენილია რამდენიმე ფერში: ნაცრისფერი ნისლი, ოქროსფერი ტონალობა, შავი ანტრასიტი, ვარდისფერი, მწვანე.
ძირითადი მახასიათებლები:
- 18-საათიანი უწყვეტი მუშაობის რეჟიმი
- მტვრისა და ტენიანობისგან სრული დაცვა (IP67)
- ორი მოწყობილობის დაკავშირების შესაძლებლობა
- 3 მიკროფონი ხმის უმაღლესი ხარისხის ჟღერადობისთვის
Beosound A1 აღჭურვილია D კლასის ორი 30 ვატიანი სიმძლავრის გამაძლიერებლით, რომლებიც დაკავშირებულია ორ დინამიკთან, ერთი მაღალი ხოლო მეორე შედარებით დაბალი სიხშირისთვის. ორივე დინამიკი ძლიერი და მაღალი ხმის ჟღერადობას უზრუნველყოფს, რომელიც 360 გრადუსით 30 კვადრატულ მეტრამდე ვრცელდება. Bang & Olufsen-ის აპლიკაციით, რომელიც ხელმისაწვდომია iOS-სა და Android-ისთვის, შეგიძლიათ თავად შეცვალოთ და არეგულიროთ სმის ჟღერადობის რეჟიმი. მძლავრი ბატარეა საშუალო მოსმენის პირობებში 18 საათიანი მუშაობის რეჟიმს უზრუნველყოფს. Beosound A1-ის დატენვის სრული დრო 2 საათი 45 წუთია.
აკუსტიკური სისტემა ირთვება Bluetooth 5.1-ის საშუალებით და აქვს სწრაფი დაკავშირების სამი ტექნოლოგიის მხარდაჭერა: Fast Pair-ი Apple-სგან, Fast Pair-ი Google-სგან და Swift Pair-ი Microsoft-ისგან. Bluetooth 5.1-ის და სამი შიდა მიკროფონის საშუალებით, საუკეთესო ხარისხით შეძლებთ ინტერნეტ კონფერენციების და მაღალხმოვანი ზარების განხორციელებას.
Beosound A1-ს აქვს Multipoint-ის მხარდაჭერა, რაც საშუალებას გაძლევთ დინამიკს ერთდროულად ორი მოწყობილობა დაუკავშიროთ.
ხმოვანი ასისტენტი
აირჩიე მუსიკა, გაეცანი ახალ ამბებს ან დაგეგმე დღე - ყველაფერი ხმოვანი ასისტენტის - Alexa-ს დახმარებით. რაც უფრო ხშირად იყენებთ მას, უფრო ადვილად ეგუება თქვენს ხმას და საუბრის ტონალობას და სწრაფად რეაგირებს თვენს ბრძანებებზე. უფრო მეტი მოხერხებულობისთვის, ხმოვანი ასისტენტი აქტიურ რეჟიმში რჩება დინამიკის გამორთვიდან 3 საათის განმავლობაში.
დიზაინი
Beosound A1-ის კომპაქტური კორპუსი დამზადებულია ანოდირებული ალუმინისგან და აღჭურვილია ექსტრა ძლიერი პოლიმერისგან დამზადებული ინდივიდუალური ელემენტებით. დინამიკის კორპუსი მტვერგაუმტარია და დაცულია ტენიანობისგან. დინამიკი ასევე წყალგამძლეა და 1 მეტრ სიღრმეში 30 წუთის განმავლობაში დაუზიანებლად ძლებს. ყოველივე ეს აფართოებს აკუსტიკურ შესაძლებლობებს როგორც სახლის პირობებში, ასევე გარე სივრცეებში.
დინამიკს თან ახლავს Bang & Olufsen-ის ლოგოსნიშნიანი კომფორტული, ნატურალური ტყავისგან დამზადებული სამაჯური, რომლის მეშვეობით შეგიძლიათ ხელში კომფორტულად დაიჭროთ, ან ჩანთაზე ჩამოკიდოთ.
დინამიკის კორპუსს აქვს დაკავშირების, დაკვრის და ხმის დასაწევი ღილაკები. ღილაკის დიზაინი წინა მოდელისგან განსხვავებით უფრო დიდი და მკაფიო სიმბოლოებით გამოირჩევა. Beosound A1-ს LED მაჩვენებელი გადატანილია კორპუსის ზედა ნაწილში და კარგად ჩანს ყველანაირი განათების პირობებში.
კომპლექტაცია:
- Beosound A1 2nd Gen
- ინსტრუქცია
- USB-C – USB-A სადენი
საქართველოში Bang & Olufsen-ის პროდუქცია ხელმისაწვდომია მაღაზიებში: iSpace, iCity, ElitElectronics, Motif.
Bang & Olufsen წარმოადგენს აუდიო და ვიდეო სისტემების ლუქს ბრენდს, რომელიც 1925 წელს დანიაში დაარსდა. Bang & Olufsen–ის ღირებულებები, რომლებიც ჯერ კიდევ 1925 წელს მისმა დამფუძნებლებმა პიტერ ბანგმა და სვენდ ოლუფსენმა ჩადეს კომპანიის საფუძველში, დღესაც აქტუალურია. თითქმის ერთსაუკუნოვანი არსებობის განმავლობაში, Bang & Olufsen-ი აუდიო ტექნოლოგიური და აკუსტიკური ინოვაციების სათავეშია. დღეს ბრენდის პროდუქცია გამორჩეულია შეუდარებელი ხმის, უნიკალური დიზაინის და ხარისხის კომბინაციით. კომპანიაში დასაქმებულია 700-მდე თანამშრომელი; ბრენდი წარმოდგენილია 70-ზე მეტ ბაზარზე.
წაიკითხეთ მეტი: bang-olufsen.com
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები