როგორ გადავამუშაოთ ელემენტები და დავიცვათ გარემო — მარტივი გზამკვლევი
სანამ გამოყენებულ ელემენტს ნაგვის ურნაში ჩააგდებ, საკუთარ თავს ერთი მნიშვნელოვანი კითხვა უნდა დაუსვა: ამ ქმედებით გარემოს ზიანს ხომ არ ვაყენებ? აღნიშნულ კითხვაზე პასუხი დადებითია.
ელემენტი საკმაოდ სახიფათო ნარჩენია. ის შესაძლოა ისეთ საშიშ ქიმიკატებს შეიცავდეს, როგორებიცაა ტყვია, კადიუმი, ლითიუმი, თუთია და სხვ. თუ ჩვენი დაუდევრობით ელემენტი ნაგავსაყრელზე ან ბუნებაში აღმოჩნდება, აღნიშნული მავნე ნივთიერებები შესაძლოა, ნიადაგსა და მიწისქვეშა წყლებს შეერიოს, რის შემდეგაც ის საფრთხეს წარმოადგენს ცოცხალი არსებებისთვის, მათ შორის, ადამიანებისთვის.
სწორი გამოსავალი არც ელემენტის დაწვაა, რადგან მავნე ნივთიერებები ატმოსფეროში ხვდება. ასეთ დროს ელემენტი შეიძლება აფეთქდეს კიდეც, რაც საფრთხეს უქმნის ირგვლივმყოფ შენობა-ნაგებობებსა და ადამიანებს. ამასთან, 1 გამოყენებული ელემენტი დაახლოებით 20 მ2 ნიადაგსა და 400 ლიტრ წყალს აბინძურებს.
როგორ გადავამუშაოთ ელემენტები და დავიცვათ გარემო? — ამის შესახებ პატარა გზამკვლევს არაკომერციული ეკო-საგანმანათლებლო პროექტი Parki Ar Minda გვთავაზობს.
Parki Ar Minda 2019 წელს მარიამ ფესვიანიძემ და ტატიანა რემნევამ დააფუძნეს. პროექტი ნარჩენების გადამუშავების, გარემოს დაცვისა და ამ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით აქტიურად მუშაობს. მათ საინტერესო ფეისბუქ პოსტი ელემენტების გადამუშავებასაც მიუძღვნეს.
Parki Ar Minda-ს მიხედვით, გამოყენებული ელემენტები შეგიძლია შემდეგ ლოკაციებზე გაგზავნო:
- სავაჭრო ცენტრ ისთ ფოინთში მდებარე შემგროვებელ პუნქტში;
- კაფეებში — Mama Terra - Veggie corner (ინგოროყვას 20) და Shukura • შუქურა • Coffee • Humans (აბაშიძის 49). ორივე კაფე აგროვებს ელემენტებს, რომლებიც შემდეგ ეკო-ტაქსის მიაქვს;
- Parki Ar Minda-ს ფარეხში, რომელიც ვაკეში მდებარეობს. ამისათვის მათ ფეისბუქ გვერდზე წინასწარ უნდა მიწერო;
- ორთაჭალაში, სასტუმრო მერკურში;
- ბათუმში კაფე Rhino Coffee Georgia-ში.
ამის გარდა, შეგიძლია, ეკო-ტაქსის მომსახურებით ისარგებლო და ელემენტები სხვა გადამუშავებად ნარჩენებთან ერთად ჩააბარო. ეკო-ტაქსი Parki Ar Minda-ს ერთ-ერთი ინიციატივაა, რომლის მიზანიც ადამიანებისთვის ნარჩენების შეგროვების პუნქტებში ჩაბარების გამარტივებაა.
ჩამოთვლილ ლოკაციებზე შეგიძლია A ტიპის ელემენტები, ნებისმიერი ზომის მრგვალი ელემენტები და ტელეფონებში გამოყენებული ლითიუმ-იონის ელემენტები ჩააბარო. შეგროვებული ელემენტები შემდგომი გადამუშავებისათვის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში კომპანია Madenat Caucasus-ის მიერ იგზავნება.
ელემენტების მოხმარების შესამცირებლად და გარემოს დასაცავად კარგი ალტერნატივა ისეთი ელემენტების გამოყენებაა, რომელთა ხელახლა დატენვაც შესაძლებელია. სხვა შემთხვევაში, გარემოსა და სხვათა სიცოცხლის დასაცავად ნარჩენების სწორად გადამუშავებაში საკუთარი წვლილის შეტანა აუცილებელია. ელემენტების გადამუშავება მნიშვნელოვანი კიდევ იმიტომაა, რომ მათი გამოყენება სხვა პროდუქტების, მათ შორის, ახალი ელემენტების წარმოებისთვისაა შესაძლებელი.
ამავე თემაზე:
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები