ნამახვანჰესის საკითხზე პირველი საერთო შეხვედრა დასრულდა — რაზე შეთანხმდნენ მხარეები
ფოტო: EMC
ნამახვანჰესის საკითხზე ევროკავშირის წარმომადგენლობით გამართული პირველი შეხვედრა დასრულდა. მხარები ამბობენ, რომ დიალოგი კონსტრუქციული იყო და ნაწილობრივ შეთახნმებას მიაღწიეს, დანარჩენ საკითხებზე კი საუბარი მომდევნო შეხვედრებზე გაგრძელდება.
როგორც ევროკავშირის წარმომადგენელმა განაცხადა, მხარეები 3 საკითხზე შეთანხმდნენ. ესენია:
- პროექტის რისკების შეფასება;
- რიონის ხეობაში სიტუაციის დეესკალაცია;
- ენერგოუსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრა.
ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი კი ამბობს, რომ დაკმაყოფილდა მათი რამდენიმე მოთხოვნა: ბარიკადების აღება, პოლიციის გაყვანა და ნამახვანში პროტესტის გასაგრძელებლად დაბრუნება და დაკავებულების გათავისუფლება.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, დავით თვალაბეიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ იპოვეს შეხების წერტილები. რაც შეეხება, დაკავებულების გათავისუფლების საკითხს, მისი განცხადებით, ინფორმაციას პროკურატურას მიაწოდებენ.
რა თქვეს მხარებმა
ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის თავმჯდომარის, დირკ ბუშლეს განცხადებით, შეხვედრაზე იყო წინააღმდეგობრივი აზრები და დიდი დისკუსიები, თუმცა შეთანხმება შეძლეს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ერთ-ერთი პირობა, ენერგოპოლიტიკის განსაზღვრა მხოლოდ ფურცელზე დაწერილ ტექსტად არ დარჩეს და ხელისუფლებამ მის აღსრულებაზე იზრუნოს.
"მოვახერხეთ შეთანხმება 3 ძირითად საკითხზე. პირველი ეს არის პროექტთან დაკავშირებით, რაზეც შევთანხმდით, რომ ვაწარმოებთ რისკების შეფასებას სამოქალაქო საზოგადოებასა და მთავრობასთან ერთად. იმ შემთხვევაში თუ გამოვლინდება რისკები, შემდეგ უკვე მის აღმოფხვრაზე ვაწარმოებთ დიალოგებს და ერთად ვეცდებით აღმოფხვრას.
მეორე ეხებოდა რიონის ხეობაში არსებულ სიტუაციას, კერძოდ, როგორ არის შესაძლებელი ამ სიტუაციის დეესკალაცია. შევთანხმდით რამდენიმე მთავარ საკითხზე, ერთ-ერთი არის ბარიერების მოხსნა და იქ მყოფი ადამიანებისთვის კონსტიტუციით გათვალისწინებული გადაადგილების თავისუფლების უზრუნველყოფა.
მესამე საკითხი იყო ენერგოუსაფრხოების პოლიტიკის განსაზღვრა საქართველოში. ჩვენ შევთანხმდით, რომ მთავრობა აწარმოებს დოკუმენტს, რომელიც განსაზღვრავს მომავალი 10 წლის განმავლობაში ენერგოუსაფრთხოების პოლიტიკას", — განაცხადა მან.
ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, შეთანხმდნენ, რომ თუ პარასკევამდე ხელისუფლება დაპირებებს შეასრულებს, მომდევნო პარასკევს ისევ შეხვდებიან და სამუშაო პროცესების შეჩერებას განიხილავენ. მისივე თქმით, ისაუბრეს იმაზეც, რომ შეწყდეს პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებები.
"დღეს ჩვენ აქ ვიმყოფებოდით იმისთვის, რომ პოზიციები დაგვეფიქსირებინა მხარეებს, რა შემთხვევაში დაიწყებოდა მედიაცია. თქვენ იცით, რომ პირობები გვქონდა განსაზღვრული, რომ აღებული ბარიკადები, გასულიყო პოლიცია და შეწყვეტილიყო სამუშაოები, ბუნებრივია ეს პირობები დავაყენეთ. თქვენ იცით, რომ ხანგრძლივი იყო ჩვენი პროტესტი ამის შესახებ. ნაწილი ამ პირობებისა შეთანხმდა, ვგულისხმობ ბარიკადების აღებას, საპოლიციო ძალების გასვლას და ჩვენი პროტესტის დაბრუნებას ძირითად ადგილას, ნამახვანში. მონიტორინგს ასევე ხეობაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება სამუშაოების შეჩერება-არშეჩერებასთან დაკავშირებით. როცა ჩვენ გადავინაცვლებთ იქ, ბუნებრივია ამის შესახებ საზოგადოებას ექნება სრული ინფორმაცია.
ასევე მკაფიოდ დადგა დაკავებული ბიჭების, ჩვენი თანამებრძოლების საკითხი. გაკეთდება მოწოდება პროკურატურის მისამართით, რომ გათავისუფლდნენ ჩვენი თანამებრძოლები", — განაცხადა მან.
რაც შეეხება სამუშაოების შეჩერების საკითხს, მინისტრის მოადგილის თქმით, დააფიქსირეს პოზიცია, რომ ეს გამოიწვევს პროექტის გაჩერებას და აქედან გამომდინარე, დაკავშირებულია სხვადასხვა უმართავ პროცესთან.
"საუბარია იმაზე, რომ კომპანიას გააჩნია ყველა ლეგიტიმური უფლება, აწარმოოს სამუშაოები, მაგრამ ჩვენ ამ თემას დავუბრუნდებით მომავალში და განვიხილავთ მეორე მხარესთან ერთად. ჩვენ ველით, რომ მომავალ შეხვედრებში, განხილვებში ასევე მონაწილეობას მიიღებს კომპანია ენკა სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით", — აღნიშნა მან.
თვალაბეიშვილის თქმით, მიმართავენ შესაბამის უწყებებს, რომ პირობები შესრულდეს.
"გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ მომავალი კვირის ბოლოსთვის ჩვენ ეს საკითხი უნდა დავსვათ — ჩვენ ვართ ეკონომიკის სამინისტრო, არ ვართ შინაგან საქმეთა სამინისტრო, მაგრამ ამ ინფორმაციას, რა თქმა უნდა, განვიხილავთ ყველა შესაბამის უწყებასთან. დიდი მოლოდინი მაქვს, რომ ეს მოხდება და ასევე მოხდება ის, რომ ის ხალხი, ვინც იქ მუშაობს — ენკას თანამშრომლები და ტექნიკა გააგრძელებენ უპრობლემოდ მუშაობას", — განაცხადა მან.
რაც შეეხება მოლაპარაკებებში ენკას ჩართულობის საკითხს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ეს კომპანიამ თავად უნდა გადაწყვიტოს.
დღეს, 12 ივნისს ენკამ გაავრცელა განცხადება, რომ სოციალურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ტექნიკა დაასაწყობეს და მუშაობა შეაჩერეს, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.
"კომპანია არ აპირებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტის ნამახვანჰესის გაჩერებას, საინვესტიციო ვალდებულებებზე უარის თქმას და ქვეყნიდან გასვლას. ასევე, კომპანია მზადაა პროცესით დაინტერესებულ ყველა მხარეს მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია პროექტის შესახებ", — წერია მათ განცხადებაში.
მთავრობამ ნამახვანჰესთან დაკავშირებულ დისკუსიებში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლის ჩართვის შესახებ გადაწყვეტილება 24 აპრილს გაასაჯაროვა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები