ელფერებით არ უნდა ვილაპარაკოთ, გრეის 50 ელფერი თუ იმის 100 ელფერი — თალაკვაძე ISFED-ის შეფასებაზე
ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge
ქართული ოცნების დეპუტატი, არჩილ თალაკვაძე სამართლიანი არჩევნების წინასაარჩევნო შეფასებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ "ელფერებით არ უნდა ვილაპარაკოთ" პალიტრანიუსის ეთერში მან აღნიშნა, რომ არ წერია არც კონსტიტუციაში, არც კანონში, რომ 3 თვის განმავლობაში პრემიერმინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, მერები უნდა გაჩერდნენ, გავიდნენ ცალკე ოთახში და მერე დაბრუნდნენ, როცა არჩევნები მორჩება.
"ჩემთვის მართლა მოულოდნელია ეს განწყობა და ასეთი ტიპის განცხადება. ვთქვათ, დავინტერესდით ამ შეფასებით, ამ კრიტიკის საპასუხოდ რას ელოდება სამართლიანი არჩევნები, რომ მთელი პოლიტიკური ისთებლიშმენტი, ყველა ვინც ქართული ოცნების გამარჯვების შემდეგ დღეს ვართ თანამდებობებზე, ვისაც გვევალება, რომ ყოველ დღე ვიმუშაოთ იმ საკითხებზე, რაც საზოგადოებასა და ქვეყანას სჭირდება, ახლა გავიდეთ ცალკე ოთახში, ჩავიკეტოთ და სანამ არჩევნები არ დამთავრდება, პროექტებს ჩვენ საერთოდ აღარ შევეხოთ? გავაჩეროთ ყველაფერი და არჩევნები რომ დამთავრდება, მერე განვაახლოთ ქვეყნის განვითარება?", — განაცხადა თალაკვაძემ.
მმართველი პარტიის წარმომადგენლის შეფასებით, სამართლებრივად ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ვერ მოხდება თუ საარჩევნო კამპანია არ არის დაწყებული.
"საარჩევნო კამპანიის დაწყებას აქვს თავისი კანონიერი საფუძვლები და არჩევნების თარიღი და პერიოდიც არის კანონით განსაზღვრული. შესაბამისად, ახლა მითხარით, მაგალითად, ივნისში რატომ ითვლება საქმისა და პროექტების კეთება, რესურსის გამოყენებად და ვთქვათ თებერვალში რომ რაღაც საქმეებს აკეთებდა ხელისუფლება, ის რატომ არ ითვლება? იმიტომ, რომ თებერვალშიც არ იყო და დღესაც არ არის კამპანია დაწყებული... ელფერებით არ უნდა ვილაპარაკოთ, გრეის 50 ელფერი თუ იმის 100 ელფერი — კინოში არ ვართ, ვართ პოლიტიკაში და არის სამართლებრივი ჩარჩო ამ ქვეყანაში, რომელიც ამბობს, როდის იწყება კამპანია, როდის ტარდება არჩევნები და ასევე, ამბობს, რომ მთავრობამ უნდა იმუშაოს ყოველდღიურ რეჟიმში", — ამბობს ის.
15 ივნისს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდის გარემოს შეფასების დოკუმენტი გამოაქვეყნა. ISFED-ის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად ჯერ არ გამოცხადებულა, პოლიტიკურმა ძალებმა ამომრჩევლებთან შეხვედრები და აგიტაცია უკვე დაიწყეს. არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ამ მხრივ, განსაკუთრებით მმართველი პარტია აქტიურობს, რომელსაც ადმინისტრაციულ რესურსზეც ხელი მიუწვდება.
სამართლიანი არჩევნების შეფასებით, ამგვარი პრაქტიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში საჯარო სამსახური ჯერ კიდევ შორსაა აპარტიულობის სტანდარტის დაცვისაგან.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები