ანტიკური პერიოდის 6 ფილოსოფოსი ქალი, რომელთა შესახებაც უნდა იცოდე
როცა ანტიკური ხანის ფილოსოფოსებს ვახსენებთ, გონებაში მზიან დღეს მშვენიერ ახალგაზრდა კაცებთან მოსაუბრე სოკრატე წარმოგვიდგება, ან — სწავლული არისტოტელე, რომელიც დახვეწილ ბერძნულ კოლონებს შორის ლექციებს კითხულობს.
თუმცა რა ვიცით ასპასიას შესახებ, რომელიც ათენში პოლიტიკურთან ერთად ეროტიკული რჩევებითაც იყო ცნობილი? ან სოსიპატრას შესახებ რა შეგვიძლია ვთქვათ, რომელიც მისტიკოსი, დედა და ნეოპლატონიკოსი გახლდათ და მოსწავლეებს შორის მეტი პოპულარობით სარგებლობდა, ვიდრე მისი მეუღლე, ევსტათიუსი?
ფილოსოფიის განვითარებაში ქალები მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მათი ნაწერების დიდი ნაწილი არ შემორჩენილა, ამ მოაზროვნეთა სიტყვიერმა სწავლებამ მათ თანამედროვეებზე და ზოგადად ფილოსოფიური აზრის განვითარებაზე დიდი გავლენა მოახდინა.
ორი ათასწლეულის შემდეგაც ინტელექტუალი ქალები კვლავ იბრძვიან, რათა სამყარომ მათი ხმა გაიგონოს. იმისათვის, რომ მომავალ თაობებში იგივე არ განმეორდეს, აუცილებელია, წარსულში მოღვაწე ქალი მოაზროვნეები სათანადოდ დავაფასოთ. ქვემოთ ანტიკური ხანის იმ ექვს ფილოსოფოს ქალს წარმოგიდგენთ, რომელთა შესახებაც ყველამ უნდა ვიცოდეთ.
1. ასპასია მილეტელი
ნიკოლა ანდრე მონსიოს სოკრატესა და ასპასიას დისკუსია (დაახლოებით, 1800 წელი).
ფოტო: Musée Pouchkkine / Wikimedia Commons
ასპასია მილეტელი (აქტიურად მოღვაწეობდა დაახლოებით ძვ. წთ. 400 წელს) კლასიკური ხანის ათენის ყველაზე ცნობილი ქალი იყო — თუმცა, შეიძლება ითქვა, რომ მას არცთუ უმწიკვლო რეპუტაცია ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ასპასია უცხოელი იყო, ის პერიკლეს საყვარელი გახლდათ. ეს უკანასკნელი პელოპონესის ომის დაწყებისას ათენს მართავდა.
ასპასია არა მხოლოდ დამატყვევებელი სილამაზით შევიდა ისტორიაში, არამედ საოცარი გონებითაც. თავად სოკრატე მას თავის მასწავლებელს უწოდებდა და ამბობდა, რომ სწორედ მისგან ისწავლა დამაჯერებელი ორატორული გამოსვლების ხელოვნება. სოკრატე იმასაც დასძენს, რომ ასპასია ამ ტიპის მიმართვებს პერიკლეს საჯარო გამოსვლებისთვის წერდა.
ასპასიას ვხვდებით სოკრატეს მოსწავლეების მიერ დაწერილ მინიმუმ სამ ფილოსოფიურ დიალოგში, ესენია: პლატონის მენექსენე და ესქინესა და ანტისთენეს ფრაგმენტული დიალოგები, ასპასია.
2. კლეა
კლეა (აქტიურად მოღვაწეობდა დაახლოებით 100 წელს) დელფოს ქურუმი იყო, რაც ანტიკურ სამყაროში მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ინტელექტუალურ თანამდებობას წარმოადგენდა. ტაძარში მყოფ რელიგიურ მოღვაწეებს საერო მმართველნი პოლიტიკური საკითხების შესახებ ღვთაებრივ რჩევებს ხშირად სთხოვდნენ. მართალია, კლეა ამ პოლიტიკურ-რელიგიური სისტემის ნაწილი იყო, თუმცა მას ფილოსოფიის განსაკუთრებული მნიშვნელობის უფრო სჯეროდა.
კლეას ხშირად ჰქონდა სიღრმისეული ფილოსოფიური საუბრების შესაძლებლობა პლუტარქესთან, თავისი დროის ყველაზე ცნობილ ინტელექტუალთან. პლუტარქე საკუთარი ნაშრომების — ქალთა სიმამაცე და ისიდა და ოსირისი — წინასიტყვაობებში მოგვითხრობს, რომ კლეასთან სიკვდილის, სათნოებებისა და რელიგიის ისტორიის შესახებ საუბრები თავისი ნაწერებისთვის შთაგონების წყაროს წარმოადგენდა.
3. თეკლა
პავლე მოციქული და თეკლა.
ფოტო: Patriarchate of Jerusalem
თეკლა (აქტიურად მოღვაწეობდა დაახლოებით I საუკუნეში) პირველად აპოკრიფულ ტექსტში, პავლესა და თეკლეს საქმენი, ჩნდება. ის საშუალო კლასის ჩვეულებრივ ცხოვრებას ეწეოდა და სარფიან ქორწინებას გეგმავდა, სანამ პავლე მოციქულის ქადაგება არ მოისმინა და რადიკალურად განსხვავებული გზა არ აირჩია.
თეკლა პავლე მოციქულს გაჰყვა, მრავალ სასიყვარულო ცდუნებას გაუძლო და სხვადასხვა განსაცდელს გადაურჩა. ბოლოს კი საკუთარი მონდომების წყალობით მასწავლებელი გახდა და ბრწყინვალე კარიერა აიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მოსაზრების მიხედვით, ეს ადამიანი რეალურად არ არსებობდა, ლეგენდამ თეკლას შესახებ მრავალი ქალი შთააგონა, ცხოვრება ფილოსოფიისთვის მიეძღვნა.
დაახლოებით 250 წლის შემდეგ მეთოდე ოლიმპელმა ფილოსოფიური დიალოგი დაწერა, რომელშიც მრავალი ქალი პერსონაჟი გვხვდება. მეთოდემ დიალოგის მთავარ მონაწილეებად წარმოგვიდგინა თეკლა და მაკრინა, რომელსაც ოჯახში მეტსახელად თეკლა შეარქვეს, რადგან მისი ფილოსოფიური და რელიგიური მისიით იყო შთაგონებული.
4. სოსიპატრა
სოსიპატრაზე (აქტიურად მოღვაწეობდა დაახლოებით მე-4 საუკუნეში) შეგვიძლია ვთქვათ, რომ საოცნებო ცხოვრება ჰქონდა: მან წარმატებული პედაგოგიური კარიერაც აიწყო და ბედნიერი ოჯახიც შექმნა. უცხოელებისგან მისტიციზმის შესახებ მიღებული განათლების წყალობით სოსიპატრა ნეოპლატონური ტრადიციის პატივსაცემი პედაგოგი გახდა, რომელიც რთული ტექსტების ინტერპრეტაციითა და ღვთიური ცოდნის გადმოცემით იყო დაკავებული.
იგი განსწავლულ კაცთა წრეში ტრიალებდა, რომელთაგან ერთ-ერთი მისი მეუღლე ევსტათიუსი იყო. ევნაპიუსის ფილოსოფოსთა ცხოვრების მიხედვით, სოსიპატრა თავის თანამედროვე კაც მოაზროვნეებზე გაცილებით უფრო პოპულარული იყო და მოსწავლეები მის შთამაგონებელ სწავლებას ამჯობინებდნენ.
5. მაკრინა უმცროსი
წმინდა მაკრინა წმინდა პეტრეს მოედნის კოლონადაზე.
ფოტო: Wikimedia Commons
მაკრინა (დაახლოებით 330-379 წლები), რომელიც ათ დედმამიშვილს შორის ყველაზე უფროსი იყო, კაპადოკიის გავლენიან და განათლებულ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მაკრინამ ოჯახის ერთობა გამჭრიახი გონებით, ღვთისმოსაობით და ძლიერი ნებისყოფით შეინარჩუნა, საბოლოოდ კი მისი წინაპრების მამული ასკეტი კაცებისა და ქალების წარმატებული თემის საცხოვრებელ ადგილად გარდაქმნა.
მისმა ძმამ, გრიგოლ ნოსელმა მაკრინას სიბრძნე აღწერა როგორც ბიოგრაფიულ ნაწარმოებში, მაკრინას ცხოვრება, ასევე ფილოსოფიურ დიალოგში, სულისა და აღდგომის შესახებ. ამ უკანასკნელში აღწერილია და-ძმას შორის სიკვდილზე გამართული საუბარი მაკრინას სიცოცხლის ბოლო წუთებში. დიალოგში ის ფილოსოფიის, წმინდა წერილებისა და ფიზიკური მეცნიერებების შესახებ ფართო ცოდნა ავლენს.
6. ჰიპათია ალექსანდრიელი
ჰიპათიას ჟულს მაურის გასპარის მიერ შექმნილი პორტრეტი.
ფოტო: Wikimedia Commons
ჰიპათია (დაახლოებით 355-415 წლები), რომელიც ქრისტიანი ბრბოს მიერ ჩაქოლვის შედეგად გარდაიცვალა, ნეოპლატონიკოსი მასწავლებელი იყო. მისი მათემატიკური და ასტრონომიული მოღვაწეობა იმდროინდელ საზოგადოებაში დიდ აღფრთოვანებას იწვევდა.
ჰიპათიას მიმოწერა ჰქონდა თავის ერთ-ერთ წარმატებულ სტუდენტთან, ქრისტიან ეპისკოპოს სინესიოსთან. ისინი ცვლიდნენ ინფორმაციას არა მხოლოდ ფილოსოფიის, არამედ იმ პერიოდისთვის ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილი მათემატიკური ინსტრუმენტების შესახებ.
ჰიპათიამ დაარედაქტირა მამის, თეონის ასტრონომიული ნაშრომი, რაც ამ უკანასკნელმა გამოქვეყნებისთანავე დაადასტურა.
ანტიკური ქალების სიბრძნეზე დაფიქრება ისტორიის შესახებ ჩვენს ხედვას აფართოებს და კომპლექსური თანამედროვე აზროვნების გენდერულად განსაზღვრულ მიკერძოებებსაც შეგვახსენებს. ეს განსაკუთრებით ფილოსოფიურ სწავლებას ეხება, რადგან თანამედროვე უნივერსიტეტების ჰუმანიტარული მეცნიერებების სფეროში გენდერული დისბალანსი გამორჩეულად თვალშისაცემია.
ანტიკური სამყაროს ფილოსოფიაში ქალებმა მოახერხეს, თავიანთი ხმებისთვისაც გამოეთავისუფლებინათ ადგილი, თანამედროვეობაში კი ეს ტრადიცია კიდევ უფრო უნდა განვავითაროთ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები