კრისტიან ერიქსენი გულის დეფიბრილატორს გამოიყენებს
EURO 2020-ის მაყურებლები, მოულოდნელი მომენტის შემსწრენი გახდნენ, როდესაც დანია-ფინეთის მატჩის დროს დანიელი ფეხბურთელი, კრისტიან ერიქსენი შეუძლოთ გახდა და დაეცა.
ექიმების ცნობით ფეხბურთელს გული გაუჩერდა და ადგილზე მყოფი სამედიცინო დახმარების სწრაფმა რეაგირებამ გადაარჩინა. ფეხბურთელი ახლა თავს უკეთ გრძნობს და საავადმყოფოდან ფოტოც გამოაქვეყნა, სადაც ფანებს გულშემატკივრობისთვის მადლობა გადაუხადა.
თუმცა ყველას აინტერესებს, როგორ გაგრძელდება სპორტსმენის კარიერა და რა ხერხს მიმართავს იგი, რომ მსგავსი ინციდენტი აღარ განმეორდეს.
ფოტო: Getty Images
დანიელი ექიმის განცხადებით 29 წლის სპორტსმენს ICD-იმპლანტირებადი კარდიოვერტერული დეფიბრილატორს ჩაუყენებენ, რომელიც გულის ცემის რიტმის დარღვევას აკონტროლებს. ეს პატარა მოწყობილობაა, რომელიც კანის ქვეშ მაგრდება და წვრილი სადენით უკავშირდება გულს. როდესაც მოწყობილობა ამჩნევს, რომ გულის ცემა ჩვეული რიტმიდან ამოვარდნილია, ელექტრონულ იმპულსებს უშვებს, რათა იგი დაარეგულიროს.
ფოტო: emergency-live.com
ფეხბურთელის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, მაგრამ იგი ჯერ კიდევ საავადმყოფოში იმყოფება. მას უკვე შეატყობინეს დეფიბრილატორის შესახებ და დამატებითი ინფორმაციაც მიაწოდეს, საკუთარ მდგომარეობასთან დაკავშირებით.
გულის დაავადებები სპორტსმენებისთვის სიახლეს არ წარმოადგენს. ზოგიერთი ფეხბურთელი მსგავსი შემთხვევის შემდეგ კარიერას აგრძელებს, თუმცა ზოგი სამუდამოდ ემშვიდობება სპორტს.
კრისტიანის შემთხვევას ცნობილი ბრიტანელი სპორტსმენი ჯეიმს ტეილორი გამოეხმაურა. იგი წარმატებული კრიკეტის მოთამაშე იყო, თუმცა გულის დაავადების გამო კარიერის დასრულება მოუწია.
ფოტოზე: ჯეიმს ტეილორი
"თავიდან გამიჭირდა ამ მოწყობილობასთან შეგუება. იგი დაახლოებით ნახევარი მობილურის ხელაა. თუმცა შემდეგ მივხვდი, რომ ის ჩემს უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა და ამიტომ ჩემი საუკეთესო მეგობარი გახდა", — ამბობს ჯეიმს ტეილორი.
სპორტსმენის თქმით, თუ ადამიანი კარგად დააკვირდება, შეუძლია მისი კანის ქვეშ პატარა სადენების დანახვა.
"ერიქსენს შემიძლია ვურჩიო, რომ უსმინოს იმ ადამიანებს ვისაც ენდობა და თავის გრძნობები გაუზიაროს სხვა სპორტსმენებს, რომლებსაც ეს გამოცდილება აქვთ. მათგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. ეს მას სიტუაციის გააზრებაშიც დაეხმარება, იმიტომ რომ რეალურად არავინ იცის რა მოხდება", — თქვა ჯეიმსმა.
დანია შემდეგ მატჩს ბელგიის წინააღმდეგ გამართავს. ბელგიელი ფეხბურთელები კი აპირებენ მეათე წუთზე თამაში შეაჩერონ და წუთიერი დუმილით ერიქსენს მხარდაჭერა გამოუცხადონ.
დანიელების ეროვნული გუნდის კაპიტანმა, სიმონ კიაერიმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ გუნდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თანაგუნდელი თავს კარგად გრძნობს. "თამაშის დროს ის ჩვენთან ერთად იქნება, ჩვენს გულში და გონებაში", — ამბობს კაპიტანი.
ჟურნალისტებს გერმანელი ექიმიც ესაუბრა, რომელმაც ერიქსენს სასწრაფო დახმარება აღმოუჩინა. მისი თქმით ფეხბურთელს გაუმართლა, რომ შეტევა სტადიონზე დაემართა, სადაც შესაძლებელია ინციდენტზე სწრაფი რეაგირება. "მას შემდეგ, რაც კრისტიანმა თვალები გაახილა მე ვკითხე: დაგვიბრუნდი? მან კი მითხრა — 'დაგიბრუნდით აბა რა, სულ რაღაც 29 წლის ვარ'. ამის დროს მივხვდი, რომ არანაირი თავის ტრავმა არ ჰქონდა და მართლაც სრულიად დაგვიბრუნდა".
ექიმები გულშემატკივრებს სთხოვენ, რომ პატივი სცენ ფეხბურთელის და მისი ოჯახის პირად სივრცეს, რომ მათ მშვიდად შეძლონ არსებულ სიტუაციაში უკეთ გარკვევა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები