ომბუდსმენის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას ქართული ოცნების დეპუტატს პოზიტივი "დააკლდა"
ფოტო: კადრი ვიდეოდან/საქართველოს პარლამენტი
ქართული ოცნების დეპუტატ ვლადიმერ ჩაჩიბაიას პარლამენტში სახალხო დამცველის ანგარიშის წარდგენისას პოზიტივი დააკლდა. დეპუტატის თქმით, მას ჰქონდა მოლოდინი, რომ ომბუდსმენი ხარვეზებთან ერთად მთავრობის პოზიტიურ მიღწევებზეც ისაუბრებდა.
"ცოტა გულისტკივილი მინდა დაგიფიქსიროთ იმაზე, რომ თქვენ მოხსენებაში ძირითადი აქცენტები მხოლოდ ნეგატივზე გაამახვილეთ. მე მქონდა მოლოდინი იმისა, რომ თქვენს მოხსენებაში, რა თქმა უნდა, იმ ხარვეზებთან დაკავშირებითაც ისაუბრებდით, რაზეც ძირითადად თქვენ ისაუბრეთ, მაგრამ, ასევე ყურადღებას გაამახვილებდით იმ პოზიტივსა და მიღწევებზე, რომელიც ბოლო პერიოდში განხორციელდა. მესმის, რომ აღნიშნული დოკუმენტი, რომელიც საკმაოდ მოცულობითია, ბევრ ადამიანს წვდომა არ ექნება და შეფასების წყარო იქნება თქვენი გამოსვლის მოხსენების ნაწილი. უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ ამ მოხსენებაში რომ ყოფილიყო პოზიტივი იმ კუთხით, რა კუთხითაც განხორციელდა დადებითი ნაბიჯები, უფრო მეტად მოტივატორი იქნებოდა აღმასრულებელი ხელისუფლებისთვისაც და საკანონმდებლო ხელისუფლებისთვისაც მომავალში დადებითი ნაბიჯების გადასადგმელად", — განაცხადა დეპუტატმა.
ჩაჩიბაია ამბობს, რომ მთავრობის დადებითი ნაბიჯების აღნიშნვნა "აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისთვისაც მომავალში დადებითი ნაბიჯების გადასადგმელად მოტივატორი იქნებოდა".
"თქვენ არ ისაუბრეთ, ასევე, დეზინფორმაციაზე და ცრუ ინფორმაციაზე, რომლითაც, ვფიქრობ, ადამიანის უფლებები ილახება. თქვენ ისაუბრეთ პოლიციელების მხრიდან გადაცდომებზე, მაგრამ არ გისაუბრიათ პოლიციელებზე განხორციელებულ ძალადობებსა და დარღვევებზე. თქვენ ისაუბრეთ სავალდებულო სამხედრო სამსახურზე. თქვენს ანგარიშში დადებითად არის შეფასებული თავდაცვის სამინისტრო და დიდი მადლობა ამასთან დაკავშირებით, რადგან თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული რეფორმები ეფუძნებოდა თქვენს რეკომენდაციებს და კარგი იქნებოდა, ესეც გეხსენებინათ, იმიტომ, რომ თავდაცვის სამინისტროში ნამდვილად განხორციელდა მთელი რიგი რეფორმები როგორც ანაზღაურების, ასევე, მათი სამსახურის გაუმჯობესების კუთხით. მინდოდა მეთქვა, რომ თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროცესები დადებითად არის შეფასებული საერთაშორისო საზოგადოების მხრიდანაც და ამასთან დაკავშირებით პოზიტივი რომ გამოგეშვათ, ცუდი არ იქნებოდა", — აღნიშნა ქართული ოცნების დეპუტატმა.
სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პარლამენტში 18 ივნისს 2020 წლის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ წლიური ანგარიში წარადგინა. მოხსენების პრეზენტაციის შემდეგ ომბუდსმენს დეპუტატებმა კითხვები დაუსვეს.
საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიშს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები