პრეზიდენტი არ უნდა იყოს პოლიტიკური ფიგურა - ქართული ოცნების ხედვა საკონსტიტუციო ცვლილებებზე
ფოტო: კადრი ვიდეოდან / საქართველოს პარლამენტი
საკონსტიტუციო კომისიის 2 მარტის სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კომისიის წევრებს ქართული ოცნების გეგმა გააცნო, თუ რა ხედვები აქვს მმართველ გუნდს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს არის მხოლოდ პროექტი და კომისიის მუშაობის შემდეგ გადაწყდება ის, თუ როგორი იქნება საბოლოო ვერსია.
მმართველობის ფორმა
მმართველი გუნდის ხედვის თანახმად, უნდა შენარჩუნდეს არსებული საპარლამენტო სისტემა.
"ჩვენ მიგვაჩნია, რომ საპარლამენტო სისტემა ბევრად მეტ გარანტიებს ქმნის დემოკრატიისთვის და პლურალიზმისთვის, ვიდრე საპრეზიდენტო ან ნახევრად საპრეზიდენტო".
პრეზიდენტის როლი საპარლამენტო სისტემაში
"პრეზიდენტის როლი საპარლამენტო სისტემაში არის არბიტრის როლი და ამ სისტემის ფარგლებში პრეზიდენტი არ შეიძლება გახდეს პოლიტიკური ფიგურა", - ამბობს ირაკლი კობახიძე და ამატებს, რომ პრეზიდენტი უნდა ჩამოყალიბდეს, როგორც არა პოლიტიკური ფიგურა, არამედ, საზოგადო დატვირთვით, მისივე თქმით, როგორც ეს არის საპარლამენტო ტიპის რესპუბლიკებში.
საარჩევნო სისტემა
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქართული ოცნების ხედვით, საბოლოოდ, უნდა ჩამოყალიბდეს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელშიც კიდევ უფრო გაძლიერდება ოპოზიციის პოზიციები:
"ამისათვის მთავარი ინსტრუმენტია არსებითად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. დღევანდელი სისტემა გარკვეულ უპირატესობას ანიჭებს გამარჯვებულ პარტიას და შედარებით სუსტ პოზიციაში გადაჰყავს ოპოზიცია".
სასამართლო
ქართულ ოცნებაში მიაჩნიათ, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით, რეგულაციების უმეტესობა უცვლელი უნდა დარჩეს, კერძოდ სასამართლოს პრინციპული ნაწილი.
პრეზიდენტის როლი სასამართლოს სისტემაში
ირაკლი კობახიძის თქმით, მნიშვნელოვანია აღმასრულებელ ორგანოსა და პრეზიდენტს შორის კომპეტენციები არ აირიოს.
პრეზიდენტის უფლებამოსილებები და მისი არჩევის წესი
მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებას იმაზე მეტად ვეღარ შეასუსტებენ, ვიდრე ეს დღეს არის, თუმცა ერთადერთი ეს შეიძლება შეეხოს უშიშროების საბჭოს:
"თითქმის არ ვეხებით ჩვენ სტატუსს, თითქმის არ ვეხებით უფლებამოსილებებს".
ირაკლი კობახიძის თქმით, ერთადერთი რაც შეიძლება შეეხოს პრეზიდენტის კომპეტენციების სფეროს, დაკავშირებულია უშიშროების საბჭოსთან, რადგან მათი აზრით, დღეს, უფლებამოსილებები არეულია:
"რეალურად მოქმედებს ორგანო, რომელიც რჩევას აძლევს პრეზიდენტს ისეთ საკითხებზე, რომლებიც არის მთავრობის კომპეტენცია".
მმართველი გუნდის პროექტით, უშიშროების საბჭო ეროვნული თავდაცვის საბჭოდ უნდა გადაკეთდეს:
"გვქონდა მსჯელობა იმაზე, რომ უშიშროების საბჭო გარდაიქმნას ეროვნული თავდაცვის საბჭოდ და როგორც დღეს, მას დარჩება უფლებამოსილებები თავდაცვის სფეროში. განსხვავებით დღევანდელი მოდელისგან, ეროვნული თავდაცვის საბჭო იმოქმედებს საომარი მოქმედებების დროს და ასეთ დროს, მისი თავმჯდომარე იქნება პრეზიდენტი, ეყოლება მუდმივი წევრები და მისი საქმიანობა უზრუნველყოფილი იქნება პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ".
პრეზიდენტის არჩევის საკითხზე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ არაპირდაპირი არჩევის წესი უნდა იყოს საბოლოო წერტილი:
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ სისტემის ჯანსაღი ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვანია რომ შვიდი წლის თავზე ჩვენ გადავიდეთ არაპირდაპირი არჩევის წესზე. არაპირდაპირი და პირდაპირი არჩევნები თავისთავად [პრეზიდენტის] კომპეტენციებს არ ცვლის".
ტერიტორიული მოწყობა
"უფრო სუსტი პოზიციიდან ახალი სიგნალის გაშვება მეტად დამაზიანებელი იქნება ჩვენთვის, ვიდრე სიკეთის მომტანი", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
"ვფიქრობთ დავტოვოთ ის ძირითადი გზავნილი, რომელიც ჩაიდო საქართველოს კონსტიტუციაში 1995 წელს. იგი გულისხმობს იმას, რომ ჩვენ არ ვეხებით ტერიტორიული მოწყობის საკითხებს, ჩვენი აფხაზი და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები თანამოქალაქეების გარეშე".
პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანის საკითხი
"ჩვენ ამ [წინასაარჩევნო] დაპირებით, გარკვეული ფორმით შეზღუდულები ვართ", - თქვა ირაკლი კობახიძემ და განმარტა, რომ ქუთაისიდან თბილისში პარლამენტის გადმოტანის თაობაზე ორი განსხვავებული ვარიანტი აქვთ: დარჩეს ჩანაწერი, რაც არის დღეს კონსტიტუციაში და მეორე - ამოიღონ ჩანაწერი და დარჩეს იგი რეგლამენტში.
"არჩევნებამდე მმართველი გუნდის მხრიდან გაჟღერდა გარკვეული დაპირებები ქუთაისის მოსახლეობის მიმართ და ეს დაპირებები უნდა გავითვალისწინოთ ცვლილებების განხორციელებისას. კერძოდ, გულისხმობდა იმას, რომ მას შემდეგ გადმოვიდოდა პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში, რაც იგი სხვა დატვირთვას შეიძენდა, კერძოდ საუბარი იყო ტექნოლოგიური უნივერსიტეტზე".
ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ მმართველი პარტიის აღნიშნული იდეები არ განუხილავთ საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები