შეიქმნა სამთავრობო კომისია, რომელიც დეოკუპაციისა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების სტრატეგიას შეიმუშავებს
ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge
პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა ახალი სამთავრობო კომისია შექმნა. მთავრობის ინფორმაციით, კომისია შეიმუშავებს და განახორციელებს სტრატეგიას დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ.
მთავრობის სხდომის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განმარტა, რომ კომისიას საგარეო საქმეთა სამინისტრო უხელმძღვანელებს და კოორდინაციას გაუწევს.
"ჩვენი მიზანი და ამბიციაა, შევქმნათ საერთო ეროვნული პროცესი და ერთობლივად შევიმუშაოთ ერთიანი სახელმწიფოებრივი მიდგომა და სტრატეგიული ხედვა დეოკუპაციის და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით", — დასძინა ზალკალიანმა.
მისი თქმით, ეს იქნება უაღრესად საპასუხისმგებლო და ყოვლისმომცველი პროცესი, რომელშიც ჩართული იქნება საზოგადოების ყველა სეგმენტი, როგორც სახელმწიფო უწყებები და ინსტიტუტები, ასევე, სამოქალაქო საზოგადოება, კვლევითი ცენტრები, ანალიტიკური ცენტრები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანები და ა.შ. მინისტრის ინფორმაციით, წლის ბოლომდე არაერთი შეხვედრა და კონსულტაცია გაიმართება და საბოლოოდ, ერთობლივად შეიმუშავებენ სახელმწიფო ხედვას "ხვალინდელი სამშვიდობო პოლიტიკის და ოკუპაციის ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებთან დაკავშირებით".
"იმ პირობებში, როდესაც ჩვენს რეგიონში უმწვავესი უსაფრთხოების გარემო შეიქმნა და ქვეყანა ახალი ურთულესი გეოპოლიტიკური გამოწვევების წინაშე დადგა, პარალელურად კი, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ყოველდღიურად მძიმდება ჰუმანიტარული სიტუაცია, აუცილებელია, ამ მიმართულებით ჩვენ პოლიტიკა იყოს პროაქტიული და კიდევ უფრო ეფექტიანი, ქმედითი, კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ და სწორედ ამ დეოკუპაციის სტრატეგიაში, რომელსაც შეიმუშავებს ეს კომისია, იქნება გაწერილი ყველა ეს ძირითადი მიმართულება", — აცხადებს ზალკალიანი.
მისი ინფორმაციით, სტრატეგიას ორი მიმართულება ექნება: დეოკუპაცია და ჩართულობის გაზრდა, სიკეთეების გაზიარება. მინისტრი განმარტავს, რომ დეოკუპაციის ნაწილში დოკუმენტში განხილული იქნება 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ასევე, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების განმტკიცებისთვის, იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნებისთვის, ძალის არგამოყენების ვალდებულების რუსეთის მხრიდან შესრულებისთვის, ასევე, ადგილზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული პირობები. რაც შეეხება ჩართულობას, დავით ზალკალიანი ამბობს, რომ აქ იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით სიკეთეების გაზიარებას, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის, ასევე, თავისუფალი გადაადგილების შეთავაზებით, განათლების სისტემის კუთხით და ა.შ.
ზალკალიანმა თქვა ისიც, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე აქვს სტრატეგია, რომელშიც დეოკუპაცია ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, თუმცა ახალი დოკუმენტი უფრო მეტი ჩართულობით მომზადდება და ლეგიტიმაციის უფრო მაღალი ხარისხი ექნება.
"ანუ კომისია შედგება ყველა უწყებისგან, ყველა შესაბამისი სამინისტროსგან, ჩვენ, საგარეო საქმეთა სამინისტრო გავუწევთ კოორდინაციას, ყველა თავისი მიმართულებით განსახორციელებელ ნაბიჯს დააკორდინირებას და გვექნება, ასევე, ჩართულობა არასამთავრობოების მხრიდან, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, იმისთვის, რომ მათი პოზიციები და წინადადებები იყოს გათვალისწინებული", — განმარტა ზალკალიანმა.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, სტრატეგია წლის ბოლომდე უნდა შემუშავდეს. მათივე განცხადებით, პარალელურად, ინტენსიური სამუშაო პროცესი წარიმართება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა საერთაშორისო თანამეგობრობის პროაქტიული და ეფექტიანი ჩართულობით აქტიურ მოქმედებაში იყოს მოყვანილი ქვეყნის დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები