ქართველი ავტორების ახალი წიგნები და სად ვიპოვოთ ისინი
ფოტო: Patrick Tomasso / Unsplash
ორწლიანი პაუზის შემდეგ, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ფიზიკურ სივრცეში დაბრუნდა. ექსპოჯორჯიას მონატრებული პავილიონი, სადაც ათობით საგამომცემლო სახლი და წიგნის მაღაზიაა წარმოდგენილი, 24 ივნისიდან 27 ივნისამდე მკითხველებს მასპინძლობს.
სხვა რისთვის გვიყვარს ფესტივალი, თუ არა ფასდაკლებებისა და ამაღელვებელი სიახლეებისთვის? მიუხედავად საგამომცემლო სფეროს გამოვლილი რთული წლისა, გამონაკლისი არც წლევანდელი ღონისძიებაა. თარგმანებთან ერთად, ღონისძიებაზე გამოცდილი და დებიუტანტი ქართველი ავტორების ახალი ნაწარმოებების შეძენაც შეგიძლიათ.
წარმოგიდგენთ ქართულ მხატვრულ ლიტერატურაში 2021 წლის რამდენიმე მთავარ სიახლეს, რომელიც თბილისის 23-ე წიგნის ფესტივალის სტენდებს ამშვენებს.
1. ეკატერინე ტოგონიძის შინ — შენ
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
ცნობილი მწერლის, ჟურნალისტისა და ლექტორის, ეკატერინე ტოგონიძის ახალ ნაწარმოებს დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდნენ მისი ერთგული მკითხველები. მოლოდინის დასასრული სწორედ 2021 წელს გამოცემული შინ — შენ აღმოჩნდა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გახდა მკითხველისათვის ხელმისაწვდომი და მათი დიდი მოწონებაც დაიმსახურა.
→ წიგნის შეძენას სულაკაურის გამომცემლობის სტენდთან შეძლებთ.
საფესტივალო ფასი: 11,9₾
2. ელენე ჯაფარიძის დამალობანა
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობ
ასევე წარმატებული და ცნობილი ლექტორი, თუმცა, დებიუტანტი ავტორია ელენე ჯაფარიძე, რომლის მცირე რომანს, დამალობანა, მკითხველების დადებითი გამოხმაურება ხვდა წილად. უჩვეულო შთაგონებით ხუთ ღამეში შექმნილი წიგნის მთავარი გმირი ანიკოა, რომელსაც ოჯახთან ერთად აფხაზეთის დატოვების შემდეგ რთული გზის გავლა უწევს, მათ შორის, სამშობლოს დატოვება და უცხოეთში გადახვეწა.
→ წიგნის შეძენას სულაკაურის გამომცემლობის სტენდთან შეძლებთ.
საფესტივალო ფასი: 8,7₾
ასევე იხილეთ:
3. თამთა მელაშვილის შაშვი შაშვი მაყვალი
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ შაშვი შაშვი მაყვალი 2021 წლის ერთ-ერთი უმთავრესი ლიტერატურული მოვლენაა. სულ რამდენიმე თვის წინ გამოცემულმა წიგნმა, რომელიც არაერთი პრემიის ლაურეატი ავტორის მესამე რომანია, უამრავი მკითხველი აღაფრთოვანა. სხვათა შორის, ამ რომანთან ერთად ფესტივალზე თამთას წარმატებული წიგნის — გათვლა — ახალ გამოცემასაც შეხვდებით.
→ წიგნების შეძენას სულაკაურის გამომცემლობის სტენდთან შეძლებთ.
საფესტივალო ფასი: 10,3₾
ასევე იხილეთ:
4. მათე სარალიშვილის მივიწყებულნი
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
დებიუტანტი რომანისტი, თუმცა, არა ავტორია, მათე სარალიშვილიც. მათემ 20 წლის ასაკში კრებული საკურთხეველი გამოსცა, რომელიც 36 ლექსსა და პოემას მოიცავს. ამ უკანასკნელის მიხედვით თავისუფალი სივრცის თეატრში სპექტაკლიც დაიდგა. 2021 წელს გამოცემული მივიწყებულნი აკა მორჩილაძის, შეფასებით, "ტკივილით, რაღაცნაირი მდუმარებით მოთხრობილი აუტანელი თავგადასავალია". თბილელმა მიტროპოლიტმა მალხაზ სონღულაშვილმა კი ნაწარმოებს "ჩვენს მწერლობაში ახლებური სუნთქვა" უწოდა.
→ წიგნის შეძენას სულაკაურის გამომცემლობის სტენდთან შეძლებთ.
საფესტივალო ფასი: 9,7₾
5. ნინო სადღობელაშვილის დაბადების დღე
ფოტო: გამომცემლობა ინტელექტი
ნინო სადღობელაშვილის შემოქმედებას ქართველი მკითხველი უკვე კარგად იცნობს, არაერთი პროზაული თუ პოეტური კრებულის ავტორმა 2021 წელს რომანი დაბადების დღე გამოსცა, რომელიც ორი მოზარდის ამბავს ჰყვება. თუმცა, როგორც წიგნის აღწერაში ვკითხულობთ, ეს ისტორია არა მხოლოდ თინეიჯერების რთულ თავგადასავალზეა, არამედ "საზოგადოების ამბავიცაა, რომელიც საინფორმაციო ეპოქაში გულშემატკივრის კი არა, მაყურებლის როლს ირჩევს".
→ წიგნის შეძენას გამომცემლობა ინტელექტის სტენდთან შეძლებთ.
საფესტივალო ფასი: 8₾
6. სერგო წურწუმიას ცეცხლოვანი მამლის წელიწადი
ფოტო: გამომცემლობა ინტელექტი
ქართველი მწერლისა და ჟურნალისტის, სერგო წურწუმიას, სქელტანიანი რომანი, რომელიც ასევე 2021 წელს გამოიცა, აფხაზეთის ომის შესახებაა. მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე არაერთი მხატვრული თუ არამხატვრული ტექსტი შექმნილა, მწერალ ნინო სადღობელაშვილის შეფასებით, ცეცხლოვანი მამლის წელიწადში "ომის ანატომია სრულყოფილად თვალსაჩინოვდება" და, ამასთან, ყურადღება გამახვილებულია ქართულ-აფხაზური ურთიერთობების "შორი და ახლოხედვის ნიუანსებზე".
→ წიგნის შეძენას გამომცემლობა ინტელექტის სტენდთან შეძლებთ.
საფესტივალო ფასი: 13₾
7. ბექა ქურხულის თვალდაკარგული ყივჩაღის ჩანაწერები ანუ დუშთი-ყიფჩაღი
ფოტო: გამომცემლობა ინტელექტი
სქელტანიანობით სიის წინა წიგნს არ ჩამოუვარდება მკითხველებისთვის ასევე კარგად ნაცნობი და საყვარელი მწერლის, ბექა ქურხულის, ახალი რომანი, რომელიც წლის დასაწყისში გამოიცა. ორ სიუჟეტურ ხაზად გაყოფილ ნაწარმოებში მოქმედება ერთდროულად ვითარდება მე-13 საუკუნის შუა აზიასა და 21-ე საუკუნის თბილისში.
→ წიგნის შეძენას გამომცემლობა ინტელექტის სტენდთან შეძლებთ.
საფესტივალო ფასი: 12₾
8. სოფიო კუბლაშვილის ორი დაბადება
ფოტო: გამომცემლობა ინტელექ
სადებიუტო წიგნის — ოკრიბის ღმერთის — 2019 წელს გამოცემის შემდეგ მკითხველებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, სოფიო კუბლაშვილის ახალ რომანს გაეცნონ. ნაწარმოებმა უჩვეულო სიუჟეტითა და პერსონაჟებით მალევე მიიქცია ყურადღება. "კარგი დეტექტივიცაა ეს რომანი, ფილოსოფიური წიაღსვლებიც არ აკლია, სასიყვარულო ინტრიგებიც. თითქოს საქართველოში ხდება მოქმედება, მაგრამ დანამდვილებით ვერც იტყვი. ჰიბრიდული გარემოა, ისეთივე უცნაური, როგორიც თავად პერსონაჟების სახელები", — ასე შეაფასა ორი დაბადება ზურაბ გურულმა.
→ წიგნის შეძენას გამომცემლობა ინტელექტის სტენდთან შეძლებთ.
საფესტივალო ფასი: 12₾
9. დათო ტურაშვილის ხაშურის სევდა
ფოტო: გამომცემლობა ინტელექტი
თანამედროვე ქართული მწერლობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული ფიგურის ახალი წიგნი პიესაა, რომელშიც, ერთი შეხედვით, არაფრით გამორჩეული ქართული ქალაქის უცნობი ისტორიები ტურაშვილისთვის ჩვეული ოსტატობითაა გაცოცხლებული.
→ წიგნის შეძენას გამომცემლობა ინტელექტის სტენდთან შეძლებთ.
საფესტივალო ფასი: 7₾
10. მაია ციციშვილის ათას ერთი დილიდან
ფოტო: გამომცემლობა ინტელექ
მივადექით კიდევ ერთ სადებიუტო წიგნსა და ცინცხალ გამოცემას, რომლის შეძენას ასევე შეძლებთ ფესტივალზე. თუმცა, ამ შემთხვევაში დებიუტი ალბათ გამოცემის ფორმას უფრო მიემართება, ვიდრე ავტორსა და მის შემოქმედებას, რადგან ორივე მათგანს ქართველი მკითხველი პერიოდიკიდან იცნობს. ნაწარმოები, რომელშიც რედაქტორ მანანა ღარიბაშვილის თქმით, მწერლის მკვეთრი ხმა ისმის, "შთამბეჭდავია: აქ არც ახალბედა დებიუტანტისთვის ხშირადდამახასიათებელი ლიტერატურული ექსპერიმენტებია და არც ორიგინალურობისკენ ნატყორცნი ეპატაჟური ტექსტები".
→ წიგნის შეძენას გამომცემლობა ინტელექტის სტენდთან შეძლებთ.
11. მიშა ანდღულაძის ნადგომი წყალი
ფოტო: გამომცემლობა ინტელექტი
ცნობილი ქართველი ტელესახის სადებიუტო წიგნისადმი მისი დაანონსებიდანვე განსაკუთრებული მოლოდინი გაჩნდა. რომანი, რომელიც ტაბუირებულ თემებს შეეხება, ბევრმა მკითხველმა და კრიტიკოსმა დადებითად შეაფასა. მათ შორის, ლევან ბერძენიშვილმაც: "ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ დიდი ხნის ნაგროვები და ნადგომი ნაკურთხი წყალი ადიდდა, რომანის გვერდებზე მძლავრად გამოქანდა და ჩვენს მრავლისმნახველ და თითქოსდა არც ისე გულუბრყვილო მკითხველს წალეკვით ემუქრება".
→ წიგნის შეძენას გამომცემლობა ინტელექტის სტენდთან შეძლებთ.
საფესტივალო ფასი: 10₾
12. დავით ქაშიაშვილის მორნიბიე კაჰ
ფოტო: გამომცემლობა ინტელექტი
ცნობილი ქართველი ჟურნალისტის, დავით ქაშიაშვილის, სადებიუტო ნამუშევარმაც 2021 წელს იხილა მზის სინათლე. წიგნმა, რომლის კითხვაც, გამომცემლის შეფასებით, "ფაზლის აწყობას" ჰგავს, მკითხველების გამორჩეული ინტერესი დაიმსახურა. "მორნიბიე კაჰ კი რეალური პიროვნებაა, კამერუნელი ქალი, რომელიც 2010 წელს თბილისში გარდაიცვალა. წიგნი ამ ქალს ეძღვნება".
→ წიგნის შეძენას გამომცემლობა ინტელექტის სტენდთან შეძლებთ.
საფესტივალო ფასი: 7₾
13. ნინა გომართელი მარტის რამდენიმე თვე
ფოტო: გამომცემლობა ინტელექტი
კიდევ ერთი დებიუტი და კვლავაც ცინცხალი წიგნი ნინა გომართელს ეკუთვნის. რომანის მთავარი გმირი მარგოა, რომელიც საცხოვრებელს იცვლის და ახალ ქვეყანასა და გარემოში უცხო, თუმცა, გარკვეულწილად მის მსგავს ადამიანებს ხვდება. გამომცემლის შეფასებით, "წიგნის პერსონაჟები სხვადასხვა სახით განიცდიან ამა თუ იმ ადამიანის არყოფნას, რომლებმაც ისინი უსიტყვოდ მიატოვეს, ან კვლავ არსებობენ მათ ცხოვრებაში, თუმცა, ემოციურად მიუწვდომელნი არიან".
→ წიგნის შეძენას გამომცემლობა ინტელექტის სტენდთან შეძლებთ.
14. ბექა ჭანტურიას სუბიექტურად ჯანმრთელი
ფოტო: გამომცემლობა წიგნები ბათუმში
კი, წელს ნამდვილად შეიმჩნევა ლიტერატურული დებიუტების სიმრავლე, რაც, თავის მხრივ, საინტერესო პროცესების განვითარებაზე მიანიშნებს და განსაკუთრებით სასიხარულოა. ამჯერად, ბექა ჭანტურიას სადებიუტო წიგნი სუბიექტურად ჯანმრთელია, რომელიც ავტობიოგრაფიულ რომანს წარმოადგენს. ნაწარმოები ნეიროფიბრომატოზის დიაგნოზის მატარებელი ახალგაზრდის ისტორიაა. გამომცემლის თქმით, "შიგნიდან დანახული ცხოვრება მძიმე დაავადებასთან ერთად, რთულია, გულგრილად წაიკითხო".
→ წიგნის შეძენას გამომცემლობის, წიგნები ბათუმში, სტენდთან შეძლებთ.
საფესტივალო ფასი: 9,9₾
15. სოფი თეილე სხვისი თამაში
ფოტო: სოფი თეილე
ისევ და ისევ დებიუტი. სოფი თეილეს სხვისი თამაში ორიგინალური ფორმისა და სიუჟეტის მქონე ნაწარმოებია, რომლის მკითხველისათვის პირველად წარდგენა სულ რამდენიმე დღის წინ შედგა. ავტორის თქმით, წიგნი სიკეთეზეა, პირველ პირში მოთხრობილ ამბებში კი "გაცოცხლებული და ადამიანად ქცეულია ყველა აბსტრაქტული საგანი: სიყვარული, შიში, თავისუფლება და სიკვდილი".
→ წიგნის შეძენას Bookland.ge — წიგნის სამყაროს სტენდთან შეძლებთ.
საფესტივალო ფასი: 12₾
16. ნესტან კუპრავა იდემ სბეფემი სტუმრად ჩამოდის
ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობა
ამ სიაში განსაკუთრებით სასიხარულოა საბავშვო წიგნის გამოჩენა. ნესტან კუპრავას ეს რომანი ქარჩხაძის გამომცემლობის ორგანიზებული საბავშვო ლიტერატურული კონკურსის, ოქროს ბუმბული 2020-ის გამარჯვებული ნაწარმოები გახდა. ამ უჩვეულო სახელის მქონე ჯადოსნურ წიგნს ასეთივე ჯადოსნური ყდა აქვს. კიდევ ისიც ამოვხსენით, რომ მასში ფრაზა "იმეფებს იმედი" ფიგურირებს.
→ წიგნის შეძენას ქარჩხაძის გამომცემლობის სტენდთან შეძლებთ.
საფესტივალო ფასი: 12₾
ბონუსი: ვილაპარაკოთ — 33 ამბავი აფხაზეთზე
ფოტო: გამომცემლობა ინტელექტი
მართალია, ერთი ავტორის მიერ შექმნილი რომანი ან კრებული არაა, თუმცა, წლის ერთ-ერთი გამორჩეული ლიტერატურული მოვლენაა ანთოლოგია 33 ამბავი აფხაზეთზე. მასში ცნობილი და დამწყები ქართველი მწერლების ის მოთხრობებია გაერთიანებული, "რომლებიც ომზე უფრო ბევრს ჰყვებიან, ვიდრე მშვიდობაზე".
→ წიგნის შეძენას გამომცემლობა ინტელექტის სტენდთან შეძლებთ.
საფესტივალო ფასი: 15₾
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა

კომენტარები