სამედიცინო შემოწმების არგავლამ, შესაძლოა, ბებუას სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას — NGO-ები
ფოტო: Policy Stuff - The Caucasus
უფლებები საქართველოსა და სოციალური სამართლიანობის ცენტრის (ყოფილი EMC) განცხადებით, ირაკლი ბებუას ოჯახისთვის ცნობილი გახდა, რომ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, დაკავებიდან 8 თვის შემდეგაც კი ბებუას არ გაუვლია სამედიცინო შემოწმება, რამაც შესაძლოა მის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას.
NGO-ები აცხადებენ, რომ ირაკლი ბებუას ოჯახის წევრებმა არაერთხელ მიმართეს საქართველოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს თხოვნით, გადაედგათ ქმედითი ნაბიჯები, რათა დროულად მომხდარიყო ირაკლი ბებუას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა. მათივე თქმით, სხვადასხვა სტრუქტურისა და პირების ილუზორული დაპირებების გამო, ირაკლი ბებუასა და მის ოჯახს წაერთვა შესაძლებლობა, მიემართა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსათვის დროებითი ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით, რომელიც მას საკუთარი უფლებებისა და უსაფრთხოების მყისიერი დაცვის შესაძლებლობას მისცემდა.
"უფლებები საქართველო და სოციალური სამართლიანობის ცენტრი ბებუას დაკავების პირველივე დღეებიდანვე ჩაერთნენ საქმეში და გაატარეს მთელი რიგი ღონისძიებები, რომლებიც მიმართული იყო ირაკლის ბებუას სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვაზე. კერძოდ, უფლებები საქართველო და სოციალური სამართლიანობის ცენტრი დაუკავშირდნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედ უფლებადამცველ ორგანიზაციებს, სხვადასხვა დიპლომატიურ მისიას და საერთაშორისო ორგანიზაციას და სთხოვეს, ირაკლი ბებუას საქმით დაინტერესება, რაც გარკვეულწილად იყო იმის გარანტია, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ირაკლი ბებუა არ დაექვემდებარებოდა წამებას ან არაადამიანურ მოპყრობას და დაცული იქნებოდა მისი სიცოცხლის უფლება", — ნათქვამია განცხადებაში.
მათივე თქმით, ირაკლი ბებუას საკითხზე ერთხელ უკვე იმსჯელეს ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატში, თუმცა რაიმე ქმედითი შედეგი აღნიშნულ განხილვას არ მოჰყოლია.
ორგანიზაციების შეფასებით, აფხაზეთის ტერიტორიაზე რეალური კონტროლის არ არსებობის მიუხედავად, საქართველოს მთავრობას ეკისრება პოზიტიური ვალდებულებები გაატაროს კონფლიქტის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის ეფექტიანი პოლიტიკა, რომელიც მას სათანადო გულისხმიერებით მოქმედებისა და ყველა შესაძლო პოლიტიკური, დიპლომატიური, ადმინისტრაციული და სამართლებრივი ღონისძიებების მიღების ვალდებულებებს აკისრებს, როგორც ზოგადად რეგიონის მიმართ, ისე კონკრეტული უფლებათა დარღვევის მსხვერპლთან მიმართებით.
"სამწუხაროდ, კონფლიქტის რეგიონებში და მასთან კავშირში ადამიანის უფლებათა პოლიტიკა ჩვენს ქვეყანაში სათანადოდ ინსტიტუციონალიზებული და გაწერილი არ არის, მათ შორის, არ არის სათანადოდ დანახული დე ფაქტო მთავრობებთან კომუნიკაციისა და მოლაპარაკების რესურსი, რის გამოც მთლიანობაში სახელმწიფოს მცდელობები კვლავ ფრაგმენტული, სუსტი და უფრო რეაქციული რჩება", — ვკითხულობთ განცხადებაში.
ისინი მოუწოდებენ სახელმწიფო უწყებებს ოკუპირებული აფხაზეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქის ირაკლი ბებუას საკითხის 29-30 ივნისს დაგეგმილ ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატში განხილვა უზრუნველყონ. არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე, მოუწოდებენ მთავრობას ბებუას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნებისთვის ყველა დიპლომატიური და პოლიტიკური ზომა მიიღონ.
30 სექტემბერს საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა გალის რაიონში აფხაზური ე.წ. რესპუბლიკის დროშის დაწვისთვის დააკავეს. ამ ფორმით მან გააპროტესტა "დამოუკიდებლობის" ზეიმი, რომელსაც ოკუპირებულ რეგიონში 30 სექტემბერს აღნიშნავენ.
დროშის დაწვისთვის ირაკლი ბებუას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა 7 დეკემბერს მიუსაჯესა.
გალის რაიონი ერთადერთი მხარეა აფხაზეთში, სადაც მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ეთნიკურად ქართველები შეადგენენ. მიუხედავად იმისა, რომ 1992-93 წლებში აფხაზეთში ომის დასრულების შემდეგ, მათ გალის რაიონში, თავიანთ სახლ-კარში დაბრუნების უფლება მისცეს, ადგილობრივი ქართველების უფლებრივი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. იქ არსებული ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის გამო, აფხაზურ მხარეს ადამიანის უფლებათა დამცველი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია აკრიტიკებს.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები