რა სიხშირით დაგვჭირდება კორონავირუსის აცრა და რა ვიცით მესამე დოზაზე, ე.წ. ბუსტერზე — გამყრელიძის პასუხები
ფოტო: BBC Video
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, მაღალი ალბათობით, კორონავირუსზე აცრა გარკვეული პერიოდულობით იქნება საჭირო, თუმცა ჯერ არ არის შესწავლილი, რამდენ ხანში ერთხელ დაგვჭირდება ვაქცინაცია.
"ნამდვილად არ იქნება ისე, რომ როგორც წითელაზე — ორჯერ აიცრები და მთელი ცხოვრება გაქვს იმუნიტეტი. ასეთი დიდი ალბათობით არ იქნება, მაგრამ ბუსტერი რამდენ წელიწადში ერთხელ დასჭირდება, ამაზე მიმდინარეობს კვლევები", — განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, კვლევებისას უმრავლესობა მაინც იხრება იქითკენ, რომ კორონავირუსი ნაკლები აგრესიულობით, მაგრამ შეიძლება გახდეს სეზონური და აცრაც გარკვეული პერიოდულობით იქნება საჭირო.
"ჯერჯერობით გრძელდება კვლევები, ორჯერადი აცრები რა ხნის განმავლობაში ტოვებს იმუნიტეტს, ასევე, იკვლევენ, უკვე გადატანილ ადამიანებს, რადგან არის შეხედულება, რომ ბუნებრივი იმუნიტეტი უფრო ხანგრძლივია, ვიდრე ხელოვნური. ამავე დროს, არის კვლევები, როცა გადატანის შემთხვევაში ერთი ინექციაც ძლიერი ბუსტერია იმუნიტეტის გახანგრძლივების", — თქვა მან.
გარდა ამისა, On.ge-მ გამყრელიძეს ჰკითხა ე.წ. ბუსტერის, იგივე გამაძლიერებლის შესახებ, რაც გულისხმობს ხელახალ ვაქცინაციას ორჯერადი აცრის შემდეგ. NCDC-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამის აუცილებლობაზე ჯერჯერობით არც ერთი მარეგულირებელი არ საუბრობს, თუმცა მეცნიერები ამ საკითხზე მსჯელობენ.
რაც შეეხება უშუალოდ საქართველოს და იმ მოქალაქეებს, რომლებიც უკვე ორჯერადად არიან აცრილები და სურთ მესამე, გამაძლიერებელი დაიმატონ, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ამაზე საუბარი ადრეა.
"ჯერ ჩვენ უნდა ავცრათ მოსახლეობა ორჯერადად და მერე ვიზრუნოთ ბუსტერზე. გიდასტურებთ, რომ ეს შესაძლებელია საჭირო გახდეს", — თქვა მან.
გამყრელიძემ ისაუბრა უკვე აცრილი მოქალაქეების კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელზე. მისი ინფორმაციით, საბოლოო მონაცემები, სავარაუდოდ, ივლისში იქნება, თუმცა ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ერთჯერადად აცრილ ადამიანებში ინფიცირების მაჩვენებელი 0,8%-ია, ხოლო ორჯერადად აცრილებში — 0,2%. გამყრელიძის ინფორმაციით, ეს საერთო მაჩვენებელია, თუმცა სხვადასხვა ვაქცინით აცრილებს შორის ამ კუთხით დიდი განსხვავება არ არის.
აღსანიშნავია, რომ 20 მაისს ვაქცინის გამაძლიერებელი დოზის საჭიროებაზე ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმაც. მისი თქმით, გამაძლიერებელი დოზის მიღება, შესაძლოა, ვაქცინაციიდან ერთ წელში გახდეს საჭირო.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები