ჯორჯ მარტინი გვპირდება, რომ GOT-ის წიგნებს სხვა ფინალი ექნება
ფოტო: AP / HBO
მთელ მსოფლიოში მილიონობით მკითხველი მოუთმენლად ელოდება სიახლეებს ჯ.რ.რ. მარტინისგან: მას თავისი საკულტო წიგნების სერიის ყინულისა და ცეცხლის სიმღერის ბოლო ორი ნაწილი აქვს დასაწერი.
სწორედ ეს წიგნების სერია დაედო საფუძვლად HBO-ს გახმაურებულ სერიალს Game of Thrones (სამეფო კარის თამაშები), თუმცა ეს შოუ უკვე ორი წელია, რაც დასრულდა, მარტინს კი ახალი წიგნი ჯერ არ დაუწერია. სერიის ჯერჯერობით ბოლო, მეხუთე წიგნი დრაკონებთან ცეკვა 2011 წელს გამოვიდა — ზუსტად მაშინ, როცა სერიალის პირველი სეზონის პრემიერა შედგა.
ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში ფენტეზის ჟანრის ამ ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ამერიკელმა მწერალმა მუშაობის პროცესსა და სერიალთან კავშირზე ისაუბრა:
"როცა სერიალის გადაღება დაიწყო, მე უკვე ოთხი წიგნი მქონდა დაბეჭდილი და მეხუთეც მალევე გამოიცა. ასე ვთქვათ, ხუთწიგნიანი ფორა მქონდა, ეს წიგნები კი უზარმაზარია, კი იცით. არასდროს მიფიქრია, რომ ისინი დამეწეოდნენ, მაგრამ მაინც მოახერხეს ეს და გამასწრეს კიდეც", — თქვა მარტინმა.
მიუხედავად იმისა, რომ ის სცენარისტებთან გარკვეულწილად თანამშრომლობდა კიდეც, ჯორჯ მარტინი აღნიშნავს, რომ სერიალმა სულ სხვა გეზი აიღო და მისი წიგნების მკითხველს იმავე ფინალს არ შესთავაზებს, რამაც უამრავ მაყურებელს გაუცრუა უკვე იმედები.
"უცნაური იყო ის, რომ როგორც კი გადამასწრეს, დავინახე, რომ სულ სხვა მიმართულებით წავიდნენ. მე ვმუშაობ ახალ წიგნზე, მაგრამ მის ფინალს მაშინ გაიგებთ, როცა გამოვა".
ყინულისა და ცეცხლის სიმღერის სერიის მეექვსე ნაწილის სახელწოდება The Winds of Winter (ზამთრის ქარები) იქნება. ჯორჯ მარტინმა შარშან განაცხადა, რომ პანდემია მას წერაში დაეხმარა და ბევრი აღარ დარჩა დასრულებამდე:
"ყოველდღე ზამთრის ქარების დასაწერად რამდენიმე საათს ვატარებ და უკვე ნამდვილად წინ წავიწიე. გუშინ ახალი თავის წერა დავასრულე, კიდევ ერთი თავი სამი დღის წინ დავწერე, კიდევ სხვა კი გასულ კვირას. მიუხედავად ამისა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ წიგნი ხვალ ან შემდეგ კვირას მზად იქნება გამოსაქვეყნებლად. ეს მოცულობით დიდი ნაწილი იქნება და კიდევ დიდი გზა მაქვს მის დასრულებამდე გასავლელი. ზოგიერთ დღეს უფრო ნაყოფიერად ვმუშაობ, ხანდახან კი პირიქით, მაგრამ, რაც მთავარია, ვმუშაობ და კმაყოფილი ვარ იმით, რასაც ვაკეთებ".
აღსანიშნავია, რომ მას სერიის მეშვიდე და ბოლო წიგნიც აქვს დაანონსებული — A Dream of Spring (გაზაფხულის სიზმარი), რომლის წერაც, როგორც ცნობილია, ჯერ არც კი დაუწყია.
სანაცვლოდ ვიცით, რომ HBO იღებს უკვე ახალ სერიალს House of Dragon მისი სხვა წიგნის მიხედვით, რომელიც კვლავ სამეფო კარის თამაშების სამყაროზე მოგვითხრობს, მაგრამ უფრო ადრეულ მოვლენებს აღწერს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები